მიმართა. წერილში შედარებულია ქვეყანაში არსებული მდგომარეობა წინა და მოქმედი მთავრობების მმართველობის პერიოდში. ივანიშვილის მოსაზრებით, ახალმა მთავრობამ სიტუაცია (მის მიერ ჩამოთვლილ) აბსოლუტურად ყველა სფეროში გააუმჯობესა.
ფაქტ-მეტრმა წერილში მოყვანილი რამდენიმე განცხადება უკვე გადაამოწმა (იხ. ბმული 1; ბმული 2).ამჯერად, გადამოწმებული ფაქტების მესამე ნაწილს გთავაზობთ.
2016
წლის აპრილში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ) World Economic Outlook-ის განახლებული ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი 10 015 საერთაშორისო დოლარი იქნება, რაც მართლაც 25%-ით აღემატება 2012 წლის მაჩვენებელს. 2021 წლისთვის, სსფ ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალს 14 663 საერთაშორისო დოლარის დონეზე პროგნოზირებს, რაც 2016 წელთან შედარებით 46.4%-იანი ზრდაა. 2021 წელს კი აღნიშნული მაჩვენებლის 11.9%-ით ზრდაა პროგნოზირებული.
მიუხედავად იმისა, რომ წერილში რიცხვები სრული სიზუსტით არის მოცემული, ისევ მეთოდოლოგიურ უზუსტობებს და რიცხვებით მანიპულირებას აქვს ადგილი:
- თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის ზრდა დამოკიდებულია როგორც ქვეყნის ეკონომიკის (შემოსავლების) ზრდაზე, ასევე მოსახლეობის რიცხოვნობის ცვლილებაზე. საქართველოს მოსახლეობა ბოლო 25 წელია მცირდება, რაც, მათემატიკურად, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის ზრდას აჩქარებს. სსფ-მა, 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებზე დაყრდნობით, საქართველოს მოსახლეობის წინა წლების მაჩვენებლები დააკორექტირა. 2012 წლიდან 2016 წლამდე საქართველოს მოსახლეობა 159 000 ადამიანით მცირდება, ხოლო 2016-დან 2021 წლამდე კიდევ შემცირდება 164 000 ადამიანით. აღნიშნულ საკითხის გაშუქებისას კი წერილში არაფერია ნათქვამი.
- მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით დათვლილი საერთაშორისო დოლარი სხვადასხვა ქვეყანაში აშშ დოლარის რეალურ მსყიდველობით უნარს გამოხატავს. იქიდან გამომდინარე რომ სხვადასხვა ქვეყანაში ფასების დონე განსხვავებულია, ერთი და იმავე რაოდენობის აშშ დოლარს ქვეყნების მიხედვით განსხვავებული მსყიდველობითი უნარი აქვს. საქართველოში დახარჯულ ერთ აშშ დოლარს 2.6-ჯერ მეტი მსყიდველობითი უნარი აქვს, ვიდრე აშშ-ში დახარჯულს. აღნიშნულ მეთოდოლოგიას იმისთვის იყენებენ, რომ სხვადასხვა ქვეყნის შემოსავალი ერთმანეთს სწორად შეადარონ. საერთაშორისო დოლარებში მოცემული სხვადასხვა ქვეყნების ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის შედარება რეალურად უჩვენებს, თუ სად უფრო მეტია მოსახლეობის მატერიალური კეთილდღეობა.
ამასთან, თუ გვინდა გავიგოთ, როგორ იცვლება ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი საქართველოში, ამისთვის უნდა გამოვიყენოთ ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი რეალურ (ინფლაციის გამოკლებით) ლარებში (რადგან საქართველოში ძირითადი საგადამხდელო ვალუტა ლარია) და არა საერთაშორისო დოლარებში. საერთაშორისო დოლარებში შემოსავალი შეიძლება შეიცვალოს იმის მიხედვით, თუ როგორ იცვლება ფასების დონე საქართველოში და აშშ-ში, როგორი იქნება ლარის კურსი დოლარის მიმართ. ის არ არის დამოკიდებული მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე.
ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი რეალურ ლარებში 2012 წელს 3 289 ლარი იყო, 2016 წელს სსფ-ის პროგნოზით კი 3 907-ს მიაღწევს, ანუ ის 19%-ით გაიზრდება.
- მოსახლეობა რომ არ მცირდებოდეს, 2012-2016 წლებში ერთ სულ მოსახლეზე რეალურ ლარში შემოსავალი 14%-ით გაიზრდებოდა, ნაცვლად 19%-სა. ოთხ წელიწადში 14%-იანი ზრდით (საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირების გარეშე) მოსახლეობის დღევანდელი შემოსავლების გაორმაგებას 20 წელი დასჭირდება, 19%-იანი ზრდით კი - 16 წელი.
- იგივე მიდგომაა 2017-2021 წლებზეც. რეალურ ლარებში შემოსავალი 33%-ით იზრდება. მოსახლეობის რიცხოვნობის უცვლელად კი ზრდა 27%-ია. ამ ტემპით კი, შემოსავლების გაორმაგებას დაახლოებით 15 წელი დასჭირდება. 2021 წელს ერთ სულ მოსახლეზე პროგნოზირებულ 11.9%-იან (საერთაშორისო დოლარში) ზრდას რაც შეეხება, ეს მნიშვნელოვანწილად ისევ მოსახლეობის შემცირებით არის გამოწვეული. მოსახლეობის რიცხვის უცვლელობის პირობებში ზრდა 7.2% გამოდის.
- საფუძველს მოკლებულია იმის დაშვება, რომ 2022-2030 წლებში საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი საერთაშორისო დოლარებში ყოველწლიურად 11.9%-ით გაიზრდება და 40 000 დოლარს გადააჭარბებს. სავალუტო ფონდს პროგნოზი მხოლოდ 2021 წლამდე აქვს გაკეთებული. 2021 წლის ზრდის ტემპის მაჩვენებლის 2030 წლამდე შენარჩუნება წერილის ავტორის დაშვებაა. 2010-2012 წლებში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი საერთაშორისო დოლარებში წელიწადში საშუალოდ 10%-ით იზრდებოდა, 2013-2015 წლებში საშუალოდ 6%-ით, ხოლო 2016-2021 წლის პროგნოზით, ის საშუალოდ 7%-ით გაიზრდება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ რაც უფრო მეტია ქვეყნის მშპ და შესაბამისად მშპ ერთ სულ მოსახლეზე, პროცენტულად მაღალი ზრდის მიღწევა თანდათანობით რთულდება, თუ მოსახლეობის რიცხოვნობა კლებას არ განაგრძობს.
როგორც აღვნიშნეთ, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის ცვლილებას ძირითადად ეკონომიკური ზრდის ტემპი და მოსახლეობის რიცხოვნობის ცვლილება განაპირობებს. 2012-2016 წლებში ეკონომიკური ზრდის (რაც მოსახლეობის რეალური შემოსავლების ზრდის წყაროა) საშუალო წლიური მაჩვენებელი 3.3%-ია, ხოლო 2017-2021 წლების პროგნოზით ეკონომიკა საშუალოდ 4.9%-ით გაიზრდება. თუ მოსახლეობის რიცხოვნობა აღარ შემცირდება, ასეთი ზრდის პირობებში, რეალური შემოსავლის გაორმაგებას 14 წელი, ხოლო გაოთხმაგებას 28 წელი დაჭირდება.
2010 | 2011 | 2012 | 2013 | 2014 | 2015 | 2016 | 2021 | |
ეკონომიკური ზრდა, % | 6.2 | 7.2 | 6.4 | 3.4 | 4.6 | 2.8 | 2.5 | 5.0 |
მშპ ერთ სულზე, რეალურ ლარში | 2806 | 3050 | 3289 | 3449 | 3660 | 3794 | 3907 | 5196 |
მშპ ერთ სულზე საერთ. დოლარში | 6568 | 7287 | 8002 | 8527 | 9198 | 9630 | 10015 | 14663 |
მოსახლეობა, მლნ | 3.944 | 3.89 | 3.837 | 3.783 | 3.73 | 3.697 | 3.678 | 3.514 |
პოლიტიკური პარტიების მხრიდან ამერიკის „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ ჩატარებული კვლევებისადმი სკეპტიკურ დამოკიდებულებას კომპანია CRRC-ის ხელმძღვანელმა, კობა თურმანიძემ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში უპასუხა. CRRC სწორედ ის კომპანიაა, რომელსაც NDI საქართველოში კვლევის ჩატარებას უკვეთავს. თურმანიძემ 2012 წელს წინასაარჩევნოდ ჩატარებულ კვლევაზეც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, კვლევის შედეგებსა და არჩევნების რეალურ შედეგებს შორის დაახლოებით 40%-იანი ცდომილება დაფიქსირდა. მისი თქმით, კვლევა არჩევნებამდე 2 თვით (ავტ. შენიშვნა: კვლევა ე.წ. ციხის კადრების გამოქვეყნებამდე ჩატარდა)
ადრე ჩატარდა, ეს კი ამომრჩეველთა განწყობის შესაცვლელად ძალიან დიდი დროა. „ჩვენ დამახინჯებული სურათი კი არ ვაჩვენეთ, მივუთითეთ, რომ 40%-ს არჩევანი ჩამოყალიბებული არ ჰქონდა. ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ასეთი ამომრჩევლის მობილიზება თავის სასარგებლოდ მოახერხა, მეორემ ვერა. თუ პოლიტიკოსებს აქვთ პრეტენზია, რომ არჩევნების შედეგები ჩვენ წინასწარ უნდა დავდოთ, რა აზრი აქვს წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებას?“ - აღნიშნა მან.
NDI-მ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებული კვლევის ბოლო შედეგები 2012 წლის სექტემბერში გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, კითხვაზე - „ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას?“ გამოკითხულთა 37%-მა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაასახელა, 12%-მა „ქართული ოცნება, 3%-მა „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა“, 2%-მა კი სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები. 22%-ს გადაწყვეტილება ჯერ არ ჰქონდა მიღებული, 21%-მა კი კითხვაზე პასუხის გაცემა არ ისურვა. ანუ, ჯამში 43%-მა აღნიშნულ კითხვაზე კონკრეტული პოლიტიკური პარტია არ დაასახელა (იხ. ბმული).
ცხრილში 1 მოცემულია ნომინალური საშუალო წლიური ხელფასი 2008-2014 წლებში, 2015 წლის მონაცემი კი საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ჯერ არ გამოუქვეყნებია.
ცხრილი 1:
საშუალო წლიური ნომინალური ხელფასი (ლარი)
2008 | 2009 | 2010 | 2011 | 2012 | 2013 | 2014 |
534.9 | 556.8 | 597.6 | 636.0 | 712.5 | 773.1 | 818.0 |
როგორც მონაცემებიდან ჩანს, 2010-2012 წლებში ხელფასის ნომინალურმა ზრდამ 155.7 ლარი შეადგინა. განსხვავებული წლების ხელფასის ერთმანეთთან შესადარებლად რეალური ხელფასის გამოყენება სწორი მეთოდია. ეს ნიშნავს, რომ გათვალისწინებულია ინფლაციის დონე (ფასების ზრდა, რაც ამცირებს ხელფასის მსყიდველობითუნარიანობას). ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ერთმანეთს საშუალო წლიური სიდიდეები დარდება, მიზანშეწონილია, რომ საშუალო წლიური ინფლაციის მაჩვენებლები გამოვიყენოთ. ინფლაციის გათვალისწინებით, 2012 წლის ფასებში, 2009 წელს რეალური ხელფასი 639 ლარი იყო. ხოლო 2010-2012 წლებში საშუალო წლიური ხელფასის რეალური ზრდამ 74 ლარი შეადგინა.
2015წლის საშუალო ხელფასის შესახებ მხოლოდ კვარტალური მონაცემებია ცნობილი. შესაბამისად, საშუალო წლიური ხელფასის ცვლილებაზე წარმოდგენის შესაქმნელად 2012 წლის კვარტალური საშუალო რეალური ხელფასი 2015 წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მონაცემებს შევადარეთ. ხელფასის საშუალო კვარტალურმა ზრდამ 135 ლარი შეადგინა.
2013-2015წლებში პენსიის რეალური ზრდის შეფასებისას გასათვალისწინებელია, რომ 2012 წელს პენსიის მოცულობა პენსიონერთა კატეგორიის მიხედვით განსხვავდებოდა და სხვადასხვა კატეგორიისათვის 110 და 125 ლარს შეადგენდა. 2015 წლის მდგომარეობით, პენსიის მოცულობა უნიფიცირებულია და 160 ლარს შეადგენს. სამომხმარებლო ფასების ინდექსის გათვალისწინებით (2005 წლის საშუალო=100), 2012 წლის 110 და 125 ლარი 2015 წლის 121 და 138 ლარს შეესაბამება, ზრდა კი პირველ შემთხვევაში 32%, ხოლო მეორე შემთხვევაში - 16%-ია. ორივე კატეგორიის ზრდის საშუალო მაჩვენებელი კი 24%-ია. ანალოგიური მეთოდით დათვლილი იგივე მაჩვენებელი 2010-2012 წლებში 31%-ს შეადგენს (შესაბამისად, პენსიების ზრდის ტემპი უფრო მაღალი იყო), თუმცა, გამოქვეყნებულ წერილში, სხვა მონაცემებისაგან განსხვავებით, პენსიის შემთხვევაში მსგავსი შედარება არ გვხვდება.
ინფრასტრუქტურული მშენებლობების ტემპის მატების გადასამოწმებლად ქვეყნის ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე დახარჯული თანხების მოცულობები შევისწავლეთ.
ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე გაწეული ხარჯი საქართველოს ნაერთ ბიუჯეტში არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლშია გაწერილი. 2010-2012 წლებში აღნიშნული მუხლიდან წლიურად საშუალოდ 1 775 მლნ ლარი იხარჯებოდა და მაქსიმუმს 2012 წელს მიაღწია (ცხრილი 1). 2013 წელს ინფრასტრუქტურული ხარჯები 524 მლნ ლარით (27%-ით) შემცირდა. 2014 წლიდან აღნიშნულმა მაჩვენებელმა ზრდა დაიწყო, თუმცა, 2011-2012 წლების მაჩვენებლებს 2016 წლის გეგმიური მაჩვენებელიც კი ჩამოუვარდება. 2013-2016 წლების საშუალო ხარჯი კი 1 560 მლნ ლარია. 2013 წელთან შედარებით ცალსახად დადებითი ტენდენციაა ბოლო წლებში.
ცხრილი 1:
ინფრასტრუქტურული ხარჯები (მლნ ლარი)
2010 | 2011 | 2012 | 2013 | 2014 | 2015 | 2016 | |
ინფრასტრუქტურული ხარჯები | 1 540 | 1 869 | 1 916 | 1 392 | 1 444 | 1 680 | 1 721 |
ფაქტ-მეტრი უკვე წერდა,
თუ რამდენი გზა და ხიდი აშენდა წინა ხელისუფლების და ამჟამინდელი ხელისუფლების დროს. თუ აქაც 2010-2012 და 2013-2015 წლებს შევადარებთ, შემდეგი სურათია (ცხრილი 2): 2010-2012 წლებში 1 074 კმ გზაა რეაბილიტირებული, ხოლო 2013 წლიდან 2015 წლის ოქტომბრის ჩათვლით 730 კმ. 2010-2012 წლებში 151 ხიდის, ხოლო 2013-2015 წლებში 109 ხიდის რეაბილიტაცია განხორციელდა. 2013-2015 წლები ახალი ხიდების აშენებით გამოირჩეოდა, 2010-2012 წლებში კი ახალი ხიდების აშენება არ ფიქსირდება.
ცხრილი 2:
დაგებულ-რეაბილიტირებული გზების და ხიდების სტატისტიკა
2010 | 2011 | 2012 | 2013 | 2014 | 2015 (ოქტომბერი) | |
რეაბილიტირებული გზა, კმ | 600 | 274 | 200 | 260 | 265 | 205 |
რეაბილიტირებული ხიდი | 100 | 23 | 28 | 45 | 42 | 22 |
ახალი ხიდი | 9 | 11 | 3 |
აღსანიშნავია, რომ ცხრილი 2 არ მოიცავს ინფორმაციას იმ შიდა (ადგილობრივი მნიშვნელობის) გზების და ხიდების შესახებ, რომლებიც მუნიციპალიტეტების ადგილობრივი სახსრებით რეაბილიტირდა.
ბიძინა ივანიშვილი წერილში თავადვე აღნიშნავს, რომ მან ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსების შესახებ დაპირება ჯერ კიდევ 2011 წელს გასცა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა: "
ქუთაისში დავაფუძნებთ საუნივერსიტეტო ქალაქს, აღჭურვილს ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინფრასტრუქტურით, რომელსაც ისეთი მნიშვნელობა ექნება საქართველოსთვის, როგორც გელათის აკადემიას ჰქონდა დავით აღმაშენებლის დროს".
თუმცა, დაპირება დაპირებად დარჩა. „ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ქუთაისს“ - მსგავსი მოთხოვნით, 2015 წელს საინიციატივო ჯგუფმა ქუთაისში ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყო და ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირების შესრულება მოსთხოვა. "გთხოვთ და მოვითხოვთ, 2012 წელს გაცემული დაპირების შესრულებას და ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ქუთაისში დაფუძნებას. ის ქალაქს ძალიან სჭირდება" - ნათქვამი იყო საინიციატივო ჯგუფის მიერ ბიძინა ივანიშვილისა და ხელისუფლების მისამართით გავრცელებულ განცხადებაში. ტექნოლოგიური ინსტიტუტის პრეზენტაცია დაპირებიდან მხოლოდ ოთხი წლის თავზე, მიმდინარე წლის მაისში გაიმართა. ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ფარგლებში ჯამში 250 მილიონი ევრო უნდა დაიხარჯოს და მისი მშენებლობა 7 წლის შემდეგ დასრულდება. საჭირო ხარჯებს სრულად ფონდი „ქართუ“ დაფარავს. ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტის პრეზენტაციაზე, ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პროექტის ფარგლებში ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობაც არის დაგეგმილი. 14 ივნისს ჟურნალისტებთან შეხვედრისას, ბიძინა ივანიშვილმა დააზუსტა, რომ საუნივერსიტეტო ქალაქი ქუთაისთან ახლოს, ტყეში აშენდება. მიმდინარე წლის 15 ივნისს ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ განაცხადა,რომ საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობისათვის ამ ეტაპზე 3 ადგილი განიხილება და საბოლოო გადაწყვეტილმა ჯერჯერობით მიღებული არ არის.
ფაქტ-მეტრი ამჯერად არ შედის იმის დეტალურ განხილვაში, "აღმოიფხვრა" თუ არა ე.წ. ელიტური კორუფცია, თუმცა, ფაქტია, რომ კორუფციაზე, მათ შორის მთავრობის მხრიდან კორუფციის მფარველობაზე ოპონენტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ნამდვილად საუბრობენ.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ 2016 წლის მაისში საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც კორუფციის მხრივ მდგომარეობის გაუარესებაზე მიუთითებს. ამასთან, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ 2016 წლის მაისში კიდევ ერთი კვლევა გამოაქვეყნა, სადაც კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროში არსებულ შესაძლო კორუფციის რისკებზეა საუბარი. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილებით დაწყებული პროექტი Check in Georgia კორუფციულ სქემებს მოიცავს, სადაც კულტურის სამინისტროს მაღალჩინოსნების ინტერესები იკვეთება (იხ.ფაქტ-მეტრის სტატია). ხელისუფლების მხრიდან კორუფციის ფაქტებზე ხშირად მიუთითებს თბილისის საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილიც. ე.წ. ელიტური კორუფცია იყო 2016 წლის 8 მაისის გადაცემა "განსხვავებული აქცენტების" თემა, სადაც თანაინვესტირების ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებითაც იყო კითხვები დასმული. ოპონენტებმა ელიტური კორუფციის ნიშნები ასევე დაინახეს ბოტანიკური ბაღის კუთვნილი და მიმდებარე ტერიტორიების გასხვისებაშიც. ამ თემებზე ფაქტ-მეტრი უკვე წერდა (იხ. სტატია 1; სტატია 2). რაც შეეხება საერთაშორისო რეიტინგებს, მსოფლიო სამართლის პროექტის მონაცემებით, 2012 წელთან შედარებით, კორუფციის არარსებობის ინდიკატორი გაუარესდა. ამასთან, საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსის (CPI) მიხედვით, 2012 წელთან შედარებით საქართველოში კორუფციის აღქმის ინდექსი არ შეცვლილა (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია).