მიმდინარე წლის 27 ნოემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე ყურადღება პედაგოგების ხელფასებზე გაამახვილა. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, 2016 წლის აპრილიდან საჯარო სკოლის პედაგოგის საშუალო ხელფასი 600-700 ლარი იქნება. მისივე თქმით: "

ჯანდაცვის შემდეგ, ყველაზე დიდი ფინანსური რესურსი განათლებაზე იქნება მობილიზებული".

ფაქტ-მეტრმა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის

მიხედვით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 3.2 მილიარდ ლარს, განათლების სამინისტროს ბიუჯეტი კი 975 მილიონ ლარს შეადგენს. განათლების სამინისტროს ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით 15.9%-ითაა გაზრდილი. ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის შემდეგ, განათლების სამინისტროს ბიუჯეტი მართლაც ყველაზე დიდია. მას მოსდევს ინფრასტრუქტურის სამინისტრო 950 მილიონი ლარით, თავდაცვის სამინისტრო 670 მილიონი ლარით და ა.შ.

2016

წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მუხლი 7 პუნქტს მოიცავს. საინტერესოა, თუ როგორ ნაწილდება უწყების ბიუჯეტი შესაბამისი პუნქტების მიხედვით.

შრომის ანაზღაურების პუნქტი 26.7 მილიონი ლარია. განათლებისა და მეცნიერების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და პროგრამების მართვისთვის დაახლოებით 16 მილიონი ლარია განსაზღვრული. 2016 წელს ზოგადი განათლება 572.7 მილიონი ლარით, პროფესიული განათლება - 35.8 მილიონი ლარით, უმაღლესი განათლება კი 106.6 მილიონი ლარით დაფინანსდება. 2016 წელს, მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობისათვის კი 66.7 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

2016

წელს საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მოსწავლეების/სტუდენტების ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით უზრუნველყოფისთვის 25.3 მილიონი ლარი, "ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს" ფარგლებში კი 82.8 მილიონი ლარი დაიხარჯება.

2016

წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, განათლების სამინისტროს ბიუჯეტში შესაბამისი პუნქტები 2015 წელთან შედარებით შემდეგნაირად გაიზარდა:

  ცხრილი 1: 2016

წელს განათლების სამინისტროს ბიუჯეტის პუნქტობრივი ცვლილება 2015 წელთან შედარებით

შრომის ანაზღაურება პოლიტიკის შემუშავება ზოგადი განათლება პროფესიული განათლება უმაღლესი  განათლება კვლევები ტექნოლოგიები ათასწლეულის გამოწვევა
1.2 მლნ - 493 300 79.8 მლნ 4.2 მლნ 12.1 მლნ 4.7 მლნ - 1.5 მლნ 33.9 მლნ
4.6% - 2.9 % 16.1% 13% 12.7% 16.7% - 1.5% 69.4%
წყარო: საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი

როგორც ცხრილიდან ჩანს, განათლების სამინისტროს 2016 წლის ბიუჯეტში, წინა წელთან შედარებით, შემცირება მხოლოდ ორ პუნქტში დაფიქსირდა.

ამ კონტექსტში, ასევე საინტერესოა წინა ხელისუფლების დროს, კონკრეტულად კი 2012 წელს, ბიუჯეტის რესურსების გადანაწილებაც. 2012 წლის მდგომარეობით,

განათლების სამინისტროს ბიუჯეტი 595 მილიონ ლარს შეადგენდა. ის ამ მაჩვენებლით ჩამორჩებოდა ჯანდაცვის სამინისტროს (1 772 მილიონი ლარი), ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს (960.3 მილიონი ლარი) და თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტებს (675.7 მილიონი ლარი).

2012

წელს შრომის ანაზღაურების პუნქტი 21.5 მილიონ ლარი იყო. ზოგადი განათლებისთვის 372.3 მილიონი ლარი იყო განსაზღვრული. პროფესიული განათლება 15 მილიონი ლარი, უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო კვლევების პროგრამა კი 124.2 მილიონი ლარით ფინანსდებოდა. საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 71.5 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი.

2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი 2012 წელთან შედარებით თითქმის 64%-ით გაიზარდა. შესაბამისად, გაიზარდა განათლების სამინისტროს ბიუჯეტში შემავალი პუნქტების (გარდა ორი პუნქტისა) დაფინანსებაც. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2012 წლის განათლების სამინისტროს ბიუჯეტი 2008 წელთან შედარებით 27.9%-ით იყო გაზრდილი (129.8 მლნ ლარი). 2008 წელს 2004 წელთან შედარებით კი, განათლების სამინისტროს ბიუჯეტი 751.5% -

ით (410.5 მლნ ლარი) გაიზარდა.

დასკვნა 2016

წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი 975 მილიონ ლარს შეადგენს. ამ მაჩვენებლით, ის მხოლოდ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ბიუჯეტს (3.2 მილიარდი ლარი) ჩამორჩება. ამასთან, 2012 წელთან შედარებით განათლების სამინისტროს ბიუჯეტი თითქმის 64%-ით გაიზარდა და მოცულობით, სამინისტროებს შორის, მეოთხე ადგილიდან მეორეზე გადაინაცვლა.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, პრემიერ-მინისტრის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი