სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი Eduard Jishkariani, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1; 2; 3), ამჯერად ფოტოსურათს ავრცელებს და ამტკიცებს, რომ უკრაინაში ახალი რეკლამა ვრცელდება შემდეგი სლოგანით: „ჯობია უკრაინის ჯარში იყო გეი, ვიდრე დეზერტირი ნატურალი“. სინამდვილეში, გავრცელებული ფოტოსურათი ყალბია და მსგავსი შინაარსის რეკლამა უკრაინაში არ ვრცელდება (არქივირებული ბმული).

პირველ რიგში, ფოტოს ძიების ინსტრუმენტის (reverse image search) გამოყენებით, ფოტოსურათი ღია წყაროებში მოვძებნეთ. იდენტური გაფორმებით, ის რუსულ დეზინფორმაციულ ვებგვერდებსა და ტელეგრამ არხებზე იძებნება. ფოტოზე მოცემული პირი ლგბტ აქტივისტი ვიქტორ ფილიპენკოა. ფოტოსურათის ორიგინალი კი მის ერთ-ერთ ინტერვიუში ფიგურირებს.

გავრცელებულ პოსტერზე მარცხენა ქვედა კუთხეში ჩანს ჰეშთეგი #KharkivPride, ანუ ხარკოვის პრაიდი, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს პოსტერი მათ გაავრცელეს. Kharkiv Pride-ის სოციალურ ქსელებში Facebook, X, Instagram მსგავსი რამ არ იძებნება. ინფორმაციისთვის

„ფაქტ-მეტრი“ Kharkiv Pride-ს დაუკავშირდა. ორგანიზაციის წარმომადგენელმა „ფაქტ-მეტრთან“ მიმოწერისას უარყო პოსტერის Kharkiv Pride-სთან კავშირი და განაცხადა, რომ მსგავსი სლოგანი ხარკოვის პრაიდს არ აქვს. 2024 წლის პრაიდის სლოგანი სინამდვილეში შემდეგია: „ერთად თანასწორობისა და გამარჯვებისთვის“.

შესაბამისად, გავრცელებული პოსტერი ყალბია.

----------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5621 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია