• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვიპროსზე სასტუმრო-კაზინო შეიძინა

დეზინფორმაცია: ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვიპროსზე სასტუმრო-კაზინო შეიძინა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

06/06/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში Eduard Jishkariani, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია (1; 2; 3), უკრაინის პრეზიდენტის მიერ 150 მილიონ ფუნტად სასტუმროს შეძენასთან დაკავშირებით შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს: „თურქული პრესა იტყობინება, რომ 2024 წლის მაისში ზელენსკის ფირმა Film Heritage inc-იმ კიპროსის ქალაქ კიპენიაზე არსებული სასტუმრო-კაზინო Vuni Palace შეიძინა 150 მილიონ ბრიტანული ფუნტ სტერლინგად”, პოსტს თან ახლავს ფოტოები - თურქულ პრესაში გამოქვეყნებული სტატიის ფოტოანაბეჭდი და სასტუმროს ფოტოსურათი.

სინამდვილეში, გავრცელებული მტკიცება იმის შესახებ, რომ ზელენსკის კომპანიამ კვიპროსზე სასტუმრო-კაზინო შეიძინა, ყალბია.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია პირველად თურქულ ვებგვერდზე OdaTV-ზე 2024 წლის 1 ივნისს გამოქვეყნდა. ამჟამად სტატია წაშლილია, თუმცა ხელმისაწვდომია არქივირებული ბმული. სტატიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ზელენსკისთან დაკავშირებულმა ოფშორულმა კომპანიამ სახელად Film Heritage Inc. კვიპროსზე სასტუმრო Vuni Palace შეიძინა. მტკიცებას თან ახლდა ვიდეო სიუჟეტი, რომლის თანახმადაც, ეს ცნობა მომდინარეობდა ამ სასტუმროს ვებგვერდიდან, კერძოდ, ვებგვერდის ბოლოს მითითებული იყო მფლობელის Film Heritage Inc.-ის სახელი. თუმცა სხვა მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ზელენსკის მიერ აღნიშნული შენობის შესყიდვას, სტატიაში არ მოიპოვება.

Film Heritage Inc. ბელიზში დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტის 2021 წლის გამოძიების მიხედვით, ზელენსკისა და მის მეუღლეს ეკუთვნით. თუმცა ზემოთ ხსენებული სასტუმროს ვებგვერდი, სადაც თითქოს ამ კომპანიის მიერ სასტუმროს შეძენის შესახებ ეწერა ინფორმაცია - ყალბი ვებგვერდია, რომელიც მტკიცების გავრცელებამდე რამდენიმე დღით ადრე შეიქმნა. ამის შესახებ ინფორმაცია კვიპროსის ჟურნალისტურმა საგამოძიებო ქსელმა (Cyprus Investigative Reporting Network ) X-ზე დაწერა. მათი ცნობით, ვებგვერდი 2024 წლის 29 მაისს შეიქმნა.

The Vuni Palace Casino Resort-ის ნამდვილი ვებგვერდი შემდეგია - vunipalacehotel.com, რომელიც 2006 წელსაა შექმნილი და იქ არაფერი წერია Film Heritage Inc.-სთან მისი კავშირის შესახებ.

CyprusMail-ის ინფორმაციით Vuni Palace-ის ნამდვილმა მფლობელმა უარყო ჭორები, თითქოს სასტუმრო უკრაინის პრეზიდენტმა შეიძინა.

მტკიცება კვიპროსში უკრაინის საელჩომაც უარყო და განაცხადა, რომ ეს რუსული პროპაგანდის მიერ გავრცელებული ყალბი ამბავია, რომლის მიზანიც უკრაინის პრეზიდენტის საზოგადოების წინაშე დისკრედიტაციაა.

ამ თემასთან დაკავშირებით, კომენტარი კვიპროსის პრეზიდენტმაც გააკეთა. მან განაცხადა, რომ „კვიპროსის რესპუბლიკის ხელისუფლებამ გამოიძია აღნიშნული საკითხი. ჯერჯერობით მსგავსი არაფერი დასტურდება“. საგულისხმოა, რომ რუსული პროპაგანდისტული ვებგვერდები, კერძოდ, Gazeta.ru, Lenta.ru, TASS - სწორედ ამ სათაურით ავრცელებენ აღნიშნულ დეზინფორმაციას, თითქოს ზელენსკის მიერ სასტუმროს შეძენასთან დაკავშირებით კვიპროსზე გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა იმ ფაქტს, რომ მტკიცება ყალბია, გამოცემები მკაფიოდ არ აღნიშნავენ.

ინფორმაცია ამერიკულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამ Snopes.com. ასევე გადაამოწმა.

აღსანიშნავია, რომ ზელენსკის მიერ სხვადასხვა ქვეყანაში ძვირადღირებული ქონების შეძენასთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გავრცელება, რუსული პროპაგანდის ნაწილია, რომლის მიზანიც უკრაინისა და მისი პრეზიდენტის დისკრედიტაციაა. ვრცლად ამ თემასთან დაკავშირებით იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიები (ბმული 1; 2).

-----------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
საფრანგეთი
ჯო ბაიდენი
რუსეთი
ვაჭრობა
კვიპროსი
სასტუმრო
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა