• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ზელენსკის თქმით, უკრაინა მზადაა, აშშ-ს ფინანსურად დაეხმაროს

დეზინფორმაცია: ზელენსკის თქმით, უკრაინა მზადაა, აშშ-ს ფინანსურად დაეხმაროს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

08/12/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ნონა შარაბიძე, რომლის გავრცელებული ყალბი ამბავი „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3), მორიგ დეზინფორმაციას ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის ფინანსურად დაეხმაროს ამერიკის შეერთებულ შტატებს. ავტორის მტკიცებით, უკრაინა აშშ-ს 8 მილიარდი დოლარის ოდენობის ფინანსურ დახმარებას გადასცემს, თუმცა „ამისთვის აშშ-ის კონგრესმა უკრაინას ჯერ დაპირებული 24 მილიარდი უნდა გადაუხადოს“. რეალურად,  უკრაინის პრეზიდენტს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

აღნიშნული ინფორმაცია ერთადერთ რუსულენოვან ტელეგრამ არხზე იძებნება. არხის სახელწოდებაა „პოლიტიკური იუმორი“ და აღწერის თანახმად, ის იუმორისტულ კონტენტს ქმნის.  

ამდენად, აღნიშნული ციტატა რუსული ტელეგრამ არხის მიერაა გამოგონილი. ამასვე ადასტურებს ის ფაქტიც, რომ უკრაინის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული იდენტური ან შინაარსობრივად მიმსგავსებული განცხადება სანდო მედიასაშუალებების ვებგვერდებზე არ იძებნება. ინფორმაცია არც ვოლოდიმირ ზელენსკის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე იძებნება. 

ამგვარად, მტკიცება, რომ თითქოს ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის ფინანსურ დახმარებაზე მზაობა განაცხადა, ყალბია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#ტრანსგენდერთა ხილვადობის დღე
#უკრაინა
#დაფინანსება
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაბალია, რადგან გასულ წელს ვერ  მოხერხდა „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოებზე კონტრაქტის გაფორმება

    სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

    2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
  • 2022-2024 წლებში საშუალო ხელფასი 1300-დან 2217 ლარამდე გაიზარდა

    2022-2024 წლებში საშუალო ხელფასი 1300-და...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა