• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: შეხვედრისას ჯო ბაიდენმა ჩინეთის პრეზიდენტს ზურგი შეაქცია

დეზინფორმაცია: შეხვედრისას ჯო ბაიდენმა ჩინეთის პრეზიდენტს ზურგი შეაქცია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

21/11/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები ნონა შარაბიძე და ირაკლი ზაქარეიშვილი, რომელთა გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არა ერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3,4,5), ჯო ბაიდენისა და სი ძინპინის   ფოტოს ავრცელებენ. რეალურად, გავრცელებული ფოტო დამუშავებულია, ჯო ბაიდენი სი ძინპინს ზურგს არ აქცევს. 

აშშ-ის პრეზიდენტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს, სი ძინპინს 15 ნოემბერს, სან-ფრანცისკოსთან მდებარე ფილოლის მამულში შეხვდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეთაური აშშ-ში  აზია-წყნარი ოკეანის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა. თეთრი სახლის ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს სამხედრო კონტაქტების განახლების შესახებ, ასევე შეეხნენ ტაივანის, უკრაინისა და ისრაელის საკითხებს. 

ფოტო  სწორედ პრეზიდენტების შეხვედრის კადრებიდან არის ამოჭრილი და დამუშავებული. შეხვედრის მონაკვეთში ჩანს, რომ ბაიდენი და  სი ძინპინი ხელის ჩამორთმევის შემდეგ კარისკენ მიდიან. 

 

 

შეხვედრის კადრებს სხვადასხვა ინგლისურენოვანი გამოცემაც ავრცელებს, მათ შორის ABC News, MSNBC, Reuters , ასევე ჩინური ახალი ამბების გვერდი CCTV Video News Agency, არც ერთ ვიდეოში არ ჩანს, რომ შენობაში შესვლამდე ბაიდენი სი ძინპინს ზურგს აქცევს. 

იგივე ფოტო X პლატფორმაზეც გავრცელდა.  X-ის მომხმარებლებმა ე.წ. „community note“ ფუნქციის [1] საშუალებით, ასევე მიუთითეს, რომ ფოტო დამუშავებულია და შეხვედრის კადრების სანახავად გერმანულენოვან წყარო დაურთეს.

 

[1] X  პლატფორმაზე თავად მომხმარებლებს შეუძლიათ გავრცელებულ სავარაუდოდ შეცდომაში შემყვან ინფორმაციაზე დამატებითი ცნობები  მიუთითონ, რითაც მომხმარებლებს მეტი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ეძლევათ.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#TikTok
#ჯო ბაიდენი
#სი ძინპინი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა