შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წლის მარტის თვეში რეგისტრირებულ დანაშაულთასტატისტიკაგამოაქვეყნა, რომელიც 2017 წლის მარტის თვის მონაცემებსაც მოიცავს, რაც ამ დრომდე საზოგადოებისთვის ცნობილი არ ყოფილა. აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით,2018 წლის მარტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა 1 925 ერთეულით გაიზარდა.ამასთან, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დანაშაულის გახსნის მაჩვენებლი 12.34 პროცენტული პუნქტითაა შემცირებული.
რაც შეეხება იანვარ-მარტის კუმულატიურ სტატისტიკას, შინაგან საქმეთა სამინისტროს ის ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია. შსს-სგან განსხვავებით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა პირველიკვარტლისდანაშაულის სტატისტიკა, ჩვეულებისამებრ, მიმდინარე წლის 5 მაისს გამოაქვეყნა. თუმცა, რა თქმა უნდა, ის ვერ ჩაანაცვლებს შსს-ს მიერ გამოსაქვეყნებელ სტატისტიკას, რადგან მხოლოდ რეგისტირებულ დანაშაულთა საერთო რაოდენობისა და ძირითადი სახის დანაშაულების შესახებ მონაცემებს შეიცავს.
საქსტატის კვარტალურ მონაცემებზე დაყრდნობით, ირკვევა რომ2018 წლის იანვარ-მარტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა 3 960 ერთეულით გაიზარდა. რაც შეეხება დანაშაულის გახსნის მაჩვენებელს, სამწუხაროდ, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ამ სახის ინფორმაციას არ იძლევა, შესაბამისად, სანამ შესაბამის მონაცემებს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ გამოაქვეყნებს, 2017-2018 წლის იანვარ-მარტში რეგისტრირებულ დანაშაულთა გახსნის მაჩვენებლის შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ იქნება.
გრაფიკი 1: 2013-2018 წლებში, პირველი კვარტლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებულ დანაშაულათა საერთო რაოდენობა
წყარო:საქსტატი
როგორც გრაფიკიდან ჩანს, 2018 წლის პირველ სამ თვეში რეგისტრირებულ დანაშაულთა მაღალი ზრდა (იხ. 2018 წლისიანვრისადათებერვლისთვეში დანაშაულის ზრდის შესახებ ფაქტ-მეტრის სტატიები), ლოგიკურად, იანვარ-მარტის კუმულატიურ სტატისტიკაშიც აისახა და შედეგად2018 წლის პირველ კვარტალში არა მხოლოდ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უპრეცედენტოდ მაღალი ზრდა (3 960 ერთეული) დაფიქსირდა, არამედ 2013 წლიდან მოყოლებული, ყველაზე მაღალ ნიშნულს სწორედ წელს მიაღწია (14 000 დანაშაული).
ცხრილი 1:პირველი კვარტლის (იანვარი-მარტი) მონაცემები ძირითადი სახის დანაშაულების მიხედვით
2013 | 2014 | 2015 | 2016 | 2017 | 2018 | |
საერთო რაოდენობა | 11 708 | 10 583 | 8 970 | 9 748 | 10 040 | 14 000 |
სიცოცხლის წინააღმდეგ | 414 | 255 | 256 | 326 | 337 | 570 |
ჯანმრთელობის წინააღმდეგ | 1 143 | 860 | 1 107 | 1 218 | 1 100 | 2 471 |
დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ | 175 | 96 | 133 | 163 | 149 | 489 |
დანაშაული ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ | 13 | 4 | 5 | 5 | 5 | 23 |
დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ | 4 989 | 3 606 | 3 203 | 3 613 | 3 713 | 5 936 |
დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ | 677 | 622 | 445 | 599 | 537 | 473 |
ნარკოტიკული დანაშაული | 1 754 | 2 987 | 1 272 | 1 350 | 1 581 | 952 |
სატრანსპორტო დანაშაული | 1 036 | 865 | 915 | 1 076 | 994 | 1 025 |
სამოხელეო დანაშაული | 343 | 104 | 115 | 113 | 130 | 171 |
დანაშაული მმართველობის წესის წინააღმდეგ | 600 | 546 | 828 | 447 | 557 | 669 |
წყარო:საქსტატი
როგორც უკვე აღვნიშნეთ, შსს-ს 2018 წლის იანვარ-მარტის სტატისტიკის არ არსებობის პირობებში, მხოლოდ საქსტატის კვარტალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით, შეუძლებელია იმის დადგენა თუ კონკრეტულად რომელი დანაშაული შემცირდა ან გაიზრდა. თუმცა, საერთო სურათის შესაქმნელად პირველ ცხრილში მოცემული ძირითადი სახის დანაშაულების შესახებ მონაცემები დაგვეხმარება. ამ მაჩვენებლების თანახმად,2018 წლის იანვარ-მარტში რეგისტრირებული ძირითადი სახის დანაშაულების უმრავლესობა (სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, ოჯახისა და არასრულწლოვნის, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები) მნიშვნელოვნად აღემატება არა მხოლოდ 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს, არამედ 2013 წლიდან მოყოლებული, ნებისმიერი წლის მონაცემს.
თითქმის ანალოგიური მდგომარეობაა მხოლოდ მარტში რეგისტრირებულ დანაშაულებთან მიმართებითაც. კერძოდ,2018 წლის მარტში, როგორც რეგისტრირებულ დანაშაულთა საერთო რაოდენობა(გრაფიკი 2), ისე ძირითადი სახისდანაშაულთაუმრავსლესობა წინა წლების ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით საგრძნობლად არის გაზრდილი.
გრაფიკი 2:2013-2018 წლებში, მარტის თვეში, ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებულ დანაშაულათა საერთო რაოდენობა
რაც შეეხება რეგისტრირებულ დანაშაულთა გახსნის მაჩვენებელს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით მისი დრამატული კლება მარტის თვეშიც შეინიშნება (როგორც ეს იანვრისა და თებერვლის თვის შემთხვევებში იყო). კერძოდ,მინდინარე წლის მარტში 2014-2017 წლების ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით, ყველაზე დაბალი გახნის მაჩვენებელი დაფიქსირდა. მასზე დაბალი, მხოლოდ, 2013 წელს იყო (25.57%) და ისიც მხოლოდ 1.34 პროცენტული პუნქტით.
გრაფიკი 3: 2013-2018 წლებში, მარტის თვეში რეგისტრირებულ დანაშაულთა გახსნის მაჩვენებელი
აღსანიშნავია, რომ ფაქტ-მეტრი ადრეც წერდა იმ შესაძლო ეჭვებზე, რასაც ერთი მხრივ რეგისტრირებული დანაშულის მოულოდნელი და შესამჩნევი ზრდა, ხოლო მეორე მხრივ დანაშაულის გახნის მაჩვენებელის ასევე შესამჩნევი კლება იწვევს. კერძოდ, აღნიშნული ცვლილებები მას შემდეგ გახდა თავლშისაცემი, რაც შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, კრიმინილათან დაკავშირებით მეტი გამჭვირვალობის პოლიტიკა აირჩია და საზოგადოებას დანაშაულების შესახებ რეალური სურათის (თუნდაც არსასიამოვნო) მიწოდებას დაპირდა. შესაბამისად, მისი მინისტრობის დროს დაფიქსირებული მონაცემები კრიმინალური მდგომარეობის მართლაც მკვეთრად გაუარესების ან წინა წლებში დანაშაულის დაფარვის მანიშნებელი შეიძლება იყოს. არც ორივე ზემოხსნებული მიზეზის თანაარსებობაა გამორიცხული.