რომ "ელჩმა განცხადების დასაწყისშივე განაცხადა, რომ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და ამიტომ მხოლოდ ზოგადი კომენტარით შემოიფარგლა. სამწუხაროდ, ზოგიერთმა მედიასაშუალებამ მისი კომენტარი სახეცვლილად თარგმნა".
ფაქტ-მეტრმა აშშ-ის ელჩის განცხადების ორიგინალივერსია მოიძია და ის ძირითად ქართულ მედიასაშუალებებში გასულ ახალი ამბების ტექსტს შეადარა.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ოფიციალური ვებ-გვერდი: "Let me make two very general comments. Since this is an ongoing judicial process I don't want to talk about the specifics of the trial. But I do want to make two very general comments – one about the process itself and one about the very important stakes involved in this particular case. First of all, on the process itself: of course a very important foundation of any democracy is the rule of law, and the independence of the judiciary, and the objectivity of the whole process. And I would just like to say that any kind of behavior that denigrates the officers of the court or the institution itself is just absolutely unacceptable, would be unacceptable in America, and it should be unacceptable here. So, that's the first point."
Second of all, let me just again say something very general. The last thing I want to do is get very specifically involved in a court case; it is extremely inappropriate for me to do that. Let me just make perfectly clear how I am thinking about this, and let me put it into the American context. If in an election year – and, of course, we are in an election year in America – the leading opposition television station were involved in a court case that would change the ownership and the management of that station, this would be seen as completely intolerable and unacceptable. And all three branches of government, civil society, and the media would do everything that they could to make sure that this would not happen in an election year – for the very simple reason that an election can only be legitimate if everybody has access to the media. And this is a case of a television station that is the leading voice of the opposition. In the United States this would be completely unacceptable – for a change of management and ownership [of the leading opposition television station] – and I hope it will be unacceptable here in Georgia.
რუსთავი 2, news.ge, ipn.ge (ტექსტი იდენტურადაა ნათარგმნი რუსთავი 2-ისა და news.ge-ს მიერ, ipn.ge-ზე კი იგი ოდნავ სახეცვლილი ვერსია გავიდა, ორ ნაწილად - 1, 2): "ნება მომეცით გავაკეთო ორი ზოგადი სახის კომენტარი, ვინაიდან სასამართლო პროცესი ჯერ მიმდინარეობს და არ მინდა მის დეტალებზე ვილაპარაკო. ჩემი პირველი კომენტარი კონკრეტულად პროცესს ეხება და იმ მნიშვნელოვან რისკებს, რომელიც ამ განსაკუთრებულ საქმეშია. დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი საფუძველი არის კანონის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა და მთელი პროცესის ობიექტურობა. ნებისმიერი ქმედება, რომელიც აკნინებს და ჩირქს სცხებს სასამართლოს წარმომადგენლებს ან თავად ინსტიტუტს, აბსოლუტურად მიუღებელია. ეს ასეა ამერიკაში და ასე უნდა იყოს საქართველოშიც.
ახლა, ნება მომეცით უშუალოდ სასამართლო საქმეზე ვილაპარაკო, რაც ძალიან არ შემეფერება, მაგრამ მინდა გარკვევით ვთქვა, რას ვფიქრობ და ამერიკული კონტექსტში გადმოვცე. ჩვენთან რომ საარჩევნო წელი იყოს, რა თქმა უნდა, ეს ასეცაა, და წამყვანი ტელეარხი ჩართული იყოს სასამართლო საქმეში, რომელიც უცვლის მას მფლობელებსა და მენეჯმენტს, ეს იქნება მიუღებელი და მთავრობის სამივე შტო, სამოქალაქო საზოგადოება და მედია შეძლებისდაგვარად ყველაფერს გააკეთებდა, რომ ასე არ მოხდეს საარჩევნო წელს, კიდევ ერთი მარტივი მიზეზის გამო - არჩევნები ლეგიტიმური მხოლოდ მაშინაა, როდესაც მედიასთან ყველას აქვს წვდომა. ეს საქმე კი იმ ტელეარხისაა, რომელიც ოპოზიციის მთავარი ხმაა. ამერიკაში ასეთი არხის მფლობელებისა და მენეჯმენტის შეცვლა მიუღებელი იქნებოდა" - აცხადებს იან კელი".
დასკვნა
ფაქტ-მეტრმა ვერ შეძლო აშშ-ის ელჩის განცხადების ორიგინალსა და მთავარი ქართული მედიასაშუალებების მიერ ნათარგმნ ტექსტებს შორის შინაარსობრივი სხვაობის აღმოჩენა. ტექსტი ინგლისურიდან სწორადაა ნათარგმნი, კონტექსტი დაცულია და გამოტოვებულიც არაფერია.
ამდენად, ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ კახა კალაძის განცხადება არის ტყუილი.