სადაც მან საქართველოს მაღალი საერთაშორისო რეიტინგები (მათ შორის მე-9 ადგილი Doing Business-ში) ეჭვქვეშ დააყენა.
ფაქტ-მეტრი ამ საკითხით დაინტერესდა და გიორგი ვაშაძის განცხადება გადაამოწმა.
2013წლის იანვარში, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი დავოსის ეკონომიკურ ფორუმს დაესწრო. ფორუმზე იგი სიტყვითაც გამოვიდა და მისი თქმით, დამსწრე საზოგადოებისგან "ძალიან დიდი ტაშიც" დაიმსახურა. მისივე განცხადებით, ამაზე ყურადღება ანატოლი ჩუბაისმაც გაამახვილა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტაში არასდროს ყოფილა. სიტყვით გამოსვლის შემდეგ მან შეკითხვებსაც უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა საქართველოში ბიზნესის სიმარტივეს ეხებოდა. ამ საკითხის კომენტირებისას ივანიშვილი აღნიშნავდა: "მე გავაანალიზე პლუსები და მინუსები, იმაზეც გავაკეთე აქცენტი, რომ ბევრი რამ ხელოვნურად არის შექმნილი და დავარწმუნე, რომ ამ მე-9 ადგილით საქართველოში ინვესტიციები არ შემოდიოდა და ეს არ არის გადამწყვეტი. ის, რომ ერთ დღეში შეიძლება დააფუძნო კომპანია, საბაჟოდან ერთ დღეში შეიძლება გამოიტანო ტვირთი, რეალურად არაფერს განსაზღვრავს და არაფერს წყვეტს. მთავარი პირობა, რაც არ სრულდებოდა, იყო ის, რომ ჩვენს ქვეყანაში კერძო საკუთრება არ იყო დაცული. დავპირდი, რომ განუხრელად იქნება დაცული საკუთრების უფლება, საქართველოში ვერავინ გაბედავს კერძო საკუთრებაში ჩარევას. კარგი ექსპერიმენტი იქნება საქართველოში და უყურეთ-მეთქი, ვუთხარი. მე-9 ადგილს დავკარგავთ, მაგრამ ინვესტიციები წამოვა საქართველოში, რამდენადაც განმსაზღვრელი არის ის, რომ საკუთრება უნდა იყოს დაცული და კონკურენტუნარიანი ბაზარი უნდა იყოს, რაც არ არსებობდა საქართველოში და კარტელური შეთანხმებებით და მონოპოლიებით იმართებოდა ყველაფერი".
ბიძინა ივანიშვილის გარდა, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის საწყის პერიოდში მსგავს განცხადებებს მთავრობის სხვა წევრებიც აკეთებდნენ. იმ დროისთვის, ეუთოში საქართველოს ელჩის, ამჟამად ფაქტ-მეტრის რედაქტორის, პაატა გაფრინდაშვილის თქმით, 2012 წელს, დუბლინში, ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში, მონტენეგროს საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ლუკშიჩმა ქართველ კოლეგასთან გამართული ორმხრივი შეხვედრის დროს განაცხადა, რომ მონტენეგროსთვის ძალიან შთამბეჭდავი იყო საქართველოში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმები. ამ კონტექსტში, Doing Business-ში საქართველოს მაღალი პოზიცია, მე-16 ადგილი (მონტენეგრო მაშინ 56-ე ადგილზეიყო), მინისტრის თქმით, სამაგალითო იყო. მან ქართველ კოლეგას ამ კუთხით გამოცდილების გაზიარებაც სთხოვა. პასუხად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ მას განუცხადა, რომ საქართველოს წარმატებების მაჩვენებლები სხვადასხვა რეიტინგში, მაგალითად Doing Business-ში, გაყალბებული იყო.
ეს ტენდენცია დროთა განმავლობაში შეიცვალა. დღეს საერთაშორისო რეიტინგებს მთავრობა დიდ ყურადღებას აქცევს და მათ შეფასებებს ხშირად იმოწმებს. ამის ნათელი მაგალითია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები Heritage Foundation-ის, კორუფციის რისკების და სხვა რეიტინგების შესახებ (იხ. ბმული 1, ბმული 2).ხშირად, პრემიერი ამ რეიტინგებს უცხოელი ინვესტორებისთვის საქართველოს ბიზნესგარემოს გასაცნობად იყენებს. შესაბამისად, ის მათ სიზუსტეს ენდობა.
რეიტინგებს, მათ შორის Doing Business, დიდ ყურადღებას უთმობენ მთავრობის სხვა წევრები და "ქართული ოცნების" დეპუტატები (იხ. ბმული 1, ბმული 2, ბმული 3).ბუნებრივია, მთავრობის მიერ ამ რეიტინგების დამოწმება ცალსახად მისასალმებელი მოვლენაა. მსგავსი რეიტინგები ამა თუ იმ ქვეყნის შესახებ ობიექტურ ინფორმაციას აძლევს პოტენციურ ინვესტორს, რაც ქვეყნის მომავალზე დადებითად აისახება. თუმცა, დასანანია, რომ "ქართული ოცნების" მთავრობა თავიდანვე ამ პრინციპებით არ ხელმძღვანელობდა.
დავუბრუნდეთ უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას. მისი თქმით, შესაძლოა Doing Business-ში საქართველოს მე-9 ადგილი დაეკარგა, თუმცა, ამით საინვესტიციო გარემოს არაფერი დააკლდებოდა და ქვეყანაში შემოსული ინვესტიციების მოცულობა მზარდი იქნებოდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო მონაცემებით, ზემოხსენებულ რეიტინგში საქართველო მე-9 ადგილზე აღარ არის (იხ. ბმული).ამავდროულად, განსაკუთრებული ზრდის ტემპით არც ინვესტიციების მაჩვენებლები გამოირჩევა.
ცხრილი 1:
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2005-2014 წლებში (მლნ აშშ დოლარი)
წელი |
სულ |
I კვ |
II კვ |
III კვ |
IV კვ |
2005 |
449.8 |
89.4 |
105.9 |
75.6 |
178.9 |
2006 |
1 190.4 |
146.0 |
306.9 |
280.7 |
456.7 |
2007 |
2 014.8 |
421.4 |
401.5 |
489.1 |
702.9 |
2008 |
1 564.0 |
537.7 |
605.4 |
134.7 |
286.2 |
2009 |
658.4 |
114.0 |
177.2 |
173.2 |
194.0 |
2010 |
814.5 |
166.5 |
208.3 |
225.6 |
214.1 |
2011 |
1 117.2 |
209.7 |
248.3 |
316.6 |
342.6 |
2012 |
911.6 |
261.2 |
217.7 |
199.0 |
233.7 |
2013 |
941.9 |
252.3 |
207.9 |
254.8 |
226.9 |
2014* |
923.3 |
265.3 |
150.5 |
507.5 |
დასკვნა 2013
წლის დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე, მაშინდელმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა Doing Business-ის კვლევაში საქართველოს რეიტინგის სიზუსტე და მისი მნიშვნელობა ეჭვქვეშ დააყენა. მსგავს განცხადებებს აკეთებდნენ მთავრობის სხვა მაღალჩინოსნებიც. მოგვიანებით, ეს ტენდენცია შეიცვალა და დღეს მთავრობა ხშირად იშველიებს სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგს.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგის ვაშაძის განცხადება არის სიმართლე.