წლის 26 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ წინა ხელისუფლება ბიუჯეტის კორექტირებას ახდენდა და ამის ხარჯზე 100%-იან შესრულებას აჩვენებდა, ხოლო 2014 წელს ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა არ მომხდარა და რეალური ციფრები დაიდო.
ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ პრემიერ-მინისტრი ბიუჯეტის „კორექტირებაში“ საბიუჯეტო კანონში ცვლილებების შეტანას გულისხმობდა, რომელიც 2013-2014 წლებში მართლაც არ განხორციელებულა.
2014წლის დასაწყისში დაგეგმილი ხარჯების სრულად ათვისების კუთხით, ბიუჯეტის შესრულებაში მნიშვნელოვანი ჩამორჩენა შეინიშნებოდა. თუმცა, საბოლოოდ, 2014 წლის ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილი გადაჭარბებით, ხოლო გადასახდელების გეგმა 98.9%-ით შესრულდა. მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად ბიუჯეტის გეგმა შესრულდა, 2014 წლის განმავლობაში განხორციელებულმა არათანაბარმა ხარჯვამ ბიუჯეტის რეალურად შესრულებასთან დაკავშირებით კითხვები წარმოშვა. კერძოდ, 2014 წლის დეკემბერში ბიუჯეტიდან გადარიცხულმა თანხამ 1 253 მლნ ლარი შეადგინა, მაშინ როცა წლის განმავლობაში, საშუალოდ, თვეში 600-700 მლნ იხარჯებოდა. მნიშვნელოვანი ხარჯვა წლის ბოლო დღეებში, 25-დან 31 დეკემბრამდე განხორციელდა. ამ დღეებში მხარჯავი დაწესებულებებისთვის 489 მილიონი ლარი გადაირიცხა. ლოგიკურია ითქვას, რომ ამ თანხით დასაფინანსებელი პროექტების განხორციელება 2015 წლისთვის გადაიდო, ბიუჯეტის შესრულება კი, არა მხოლოდ დაგეგმილი თანხების გადარიცხვას, არამედ წლის განმავლობაში დაგეგმილი პროექტების განხორციელებასაც ნიშნავს.
ფაქტ-მეტრმა 2004-2012 წლების ბიუჯეტი და მათი შესრულება გადაამოწმა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2004-2012 წლებში ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა მართლაც ხდებოდა. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ 2004-2012 წლების ბიუჯეტში ცვლილებები მეტწილად შემოსავლების და გადასახდელების ზრდის მიმართულებით ხდებოდა. განსაკუთრებით 2004-2007 წლების პერიოდში,როცა ბიუჯეტში მიღებული შემოსავლები ნახევარი მილიარდი ლარით აღემატებოდა წლის დასაწყისში დაგეგმილს, ხოლო 2007 წელს ბიუჯეტში მიღებულმა შემოსავლებმა თავდაპირველ გეგმას 2 320 მლნ ლარით გადააჭარბა, რაც იმ პერიოდის მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგი იყო.
ცხრილი 1: ბიუჯეტი 2004–2007 წლებში, მლნ ლარი (იხ.დეტალურად)
2004 |
||||||||
პირველადი გეგმა |
შეცვლილი გეგმა |
შესრულება |
პირველადი გეგმის მიმართ |
შეცვლილი გეგმის მიმართ |
||||
შემოსავლები და გრანტები |
1742.2 |
2216.2 |
2283 |
131.0% |
103.0% |
|||
საგადასახადო შემოსავლები |
1293 |
1746.2 |
1811.2 |
140.1% |
103.7% |
|||
გადასახდელები |
1926.2 |
1731.6 |
1926.2 |
100.0% |
111.2% |
|||
2005 |
||||||||
შემოსავლები და გრანტები |
1945.8 |
2497.6 |
2607.9 |
134.0% |
104.4% |
|||
საგადასახადო შემოსავლები |
1554.8 |
1726.2 |
1836 |
118% |
106.4% |
|||
გადასახდელები |
2260.7 |
2842 |
2618.5 |
115.8% |
92.1% |
|||
2006 |
||||||||
შემოსავლები და გრანტები |
3068.6 |
3601.4 |
3773.2 |
123.0% |
104.8% |
|||
საგადასახადო შემოსავლები |
2263 |
2536.4 |
2633.1 |
116.4% |
103.8% |
|||
გადასახდელები |
2260.7 |
3878.5 |
3822.5 |
169.1% |
98.6% |
|||
2007 |
||||||||
შემოსავლები და გრანტები |
3712.2 |
5948.6 |
6032.5 |
162.5% |
101.4% |
|||
საგადასახადო შემოსავლები |
2968.1 |
4324.8 |
4391.1 |
147.9% |
101.5% |
|||
გადასახდელები |
4077.8 |
5469.8 |
5469.8 |
134.1% |
100.0% |
|||
ანალოგიურად, 2008-2012 წლების ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა შემოსავლების და გადასახდელების ზრდის მიმართულებით ხდებოდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია 2008 წელი, როცა მიუხედავად გადატანილი ომისა, ბიუჯეტის შემოსავლები, მათ შორის გრანტები და საგადასახადო შემოსავლები, 362 მლნ ლარით გაიზარდა. რაც შეეხება პროცენტულ შესრულებას, ეს მონაცემი შეცვლილი გეგმის მიმართ 107%, ხოლო თავდაპირველი გეგმის მიმართ 125.8% იყო.
ცხრილი 2: 2008
წლის ბიუჯეტი, მლნ ლარი
პირველადი გეგმა |
შეცვლილი გეგმა |
შესრულება |
პირველადი გეგმის მიმართ |
შეცვლილი გეგმის მიმართ |
|
შემოსავლები და გრანტები |
5155.3 |
5463.6 |
5517.6 |
107.0% |
101.0% |
საგადასახადო შემოსავლები |
4506 |
4552 |
4541.5 |
100.8% |
99.8% |
გადასახდელები |
5705 |
6929.5 |
6758.8 |
118.5% |
97.5% |
ცხრილი 3:
ბიუჯეტი 2009-2012, მლნ ლარი
2009 |
|||||
პირველადი გეგმა |
შეცვლილი გეგმა |
შესრულება |
პირველადი გეგმის მიმართ |
შეცვლილი გეგმის მიმართ |
|
შემოსულობები |
6334.1 |
6465.4 |
6362.4 |
100.4% |
98.4% |
შემოსავლები და გრანტები |
5510.1 |
4945.6 |
4916.9 |
89.2% |
99.4% |
გადასახდელები |
6856.3 |
6956.6 |
6754.1 |
98.5% |
97.1% |
2010 |
|||||
შემოსულობები |
6759.7 |
7088.2 |
7097.8 |
105.0% |
100.1% |
შემოსავლები და გრანტები |
5188.1 |
5363.5 |
5421.4 |
104.5% |
101.1% |
გადასახდელები |
6759.7 |
7085.2 |
6972.3 |
103.1% |
98.4% |
2011 |
|||||
შემოსულობები |
6995.1 |
7658.7 |
7447.7 |
106.5% |
97.2% |
შემოსავლები და გრანტები |
5995.8 |
6471.5 |
6442.3 |
107.4% |
99.5% |
გადასახდელები |
7107 |
7569.7 |
7459.2 |
105.0% |
98.5% |
2012 |
|||||
შემოსულობები |
8015.3 |
8158 |
8004 |
99.9% |
98.1% |
შემოსავლებიდაგრანტები |
6839.3 |
7158.2 |
7115.3 |
104.0% |
99.4% |
გადასახდელები |
7915.4 |
8091.5 |
7806.8 |
98.6% |
96.5% |
როგორც ცხრილებიდან ჩანს, 2004-2012 წლებში შეცვლილი ბიუჯეტის შესრულება 96-111%-ის ფარგლებში მერყეობდა, ხოლო ცვლილების გარეშე ბიუჯეტის ფაქტიური შესრულება 115-169% იყო. შესაბამისად, პრემიერი მართალია, როცა აცხადებს, რომ კორექტირება (იგულისხმება ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა) იმისთვის ხდებოდა, რომ ბიუჯეტის შესრულება 100%-იან ფარგლებში ეჩვენებინათ. თუმცა, პრემიერის განცხადების კონტექსტი, რომ რეალურად გეგმის მიმართ ჩამორჩენა ხდებოდა და ეს ბიუჯეტში ცვლილებების შეტანით ინიღბებოდა, ცალსახად მცდარია. პირიქით, თავდაპირველ გეგმაში ცვლილებების შეტანის საჭიროება გაზრდილი შემოსავლებით და ბიუჯეტის გადაჭარბებული შესრულებით იყო გამოწვეული. შესაბამისად, ბიუჯეტის თავდაპირველი გეგმა ცვლილების შემდეგ კი არ იკლებდა, არამედ იზრდებოდა.
დასკვნა 2004-2012
წლებში ბიუჯეტის გეგმის ცვლილება მართლაც ხორციელდებოდა, ხოლო 2013 და 2014 წლების ბიუჯეტების კანონში ცვლილებების შეტანა არ მომხდარა.
2004-2012წლებში ბიუჯეტში ცვლილება იმიტომ ხდებოდა, რომ შემოსავლები იზრდებოდა და ხშირად ბიუჯეტის შემოსავლების შესრულება თავდაპირველ გეგმას 25-30%-ითაც აჭარბებდა. ცვლილება გეგმის 100%-იანი შესრულების მიზნით არ ხდებოდა, პირიქით, გეგმაში ცვლილებების შეტანის საჭიროება გაზრდილი შემოსავლებით და ბიუჯეტის გადაჭარბებული შესრულებით იყო გამოწვეული. შესაბამისად, ბიუჯეტის თავდაპირველი გეგმა ცვლილების შემდეგ კი არ იკლებდა, არამედ იზრდებოდა. ამ ფაქტორის გამო, პრემიერის პათოსი, რომ წინა ხელისუფლების დროს ბიუჯეტის ცვლილების შედეგად ხდებოდა გეგმის მოჩვენებითი შესრულება, ცალსახად არასწორია.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მცდარი.