ბოლო სამი წლის განმავლობაში შიდა ქართლში ა(ა)იპ-ების რაოდენობისა და მათი ბიუჯეტის ზრდის შესახებ ოპოზიციამ ყურადღება არაერთხელ გაამახვილა. ამ თემაზე ხშირად საუბრობს კასპის საკრებულოს წევრი (პოლიტიკური მოძრაობა „გირჩი“) მიხეილ ბექაური. ადგილობრივი ბიუჯეტის არასწორად გადანაწილებასა და ა(ა)იპ-ებში გაბერილ შტატებზე ბექაურის გორელი კოლეგა, კახა ტოლიაშვილიც საუბრობს, რაზეც ფაქტ-მეტრი ჯერ კიდევ გასულ წელს წერდა. მუნიციპალური არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ჩამოყალიბებასა და მათ უფლებებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-20 მუხლი

არეგულირებს, რომლის თანახმადაც მუნიციპალიტეტს უფლება აქვს თავისი საქმიანობის კოორდინაციის მიზნით დააფუძვნოს ა(ა)იპ ან/და გახდეს მისი წევრი. აღნიშნული იურიდიული პირი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის სახელით ორგანიზება გაუწიოს ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებული კანონპროექტების წინასწარ განხილვასა და კონსულტაციებს, ითანამშრომლოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში უცხოურ ასოციაციებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

ფაქტ-მეტრი შიდა ქართლის ა(ა)იპ-ების რაოდენობითა და მათზე დახარჯული თანხების მოცულობით დაინტერესდა.

  ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერია: 2014

წელს ქალაქ გორის ბიუჯეტი 18 729 400 ლარი იყო. ამ თანხიდან 23 ა(ა)იპ-ის დასაფინანსებლად 6 493 000 ლარი დაიხარჯა.

2015

წელს ა(ა)იპ-ების რაოდენობა ერთით გაიზარდა, ქალაქის 17 528 300 ლარიანი ბიუჯეტიდან კი ა(ა)იპ-ების დასაფინანსებლად 8 693 000 ლარი გამოიყო.

2016

წელს, მერიამ ა(ა)იპ-ების რაოდენობა ისევ 23 მდე შეამცირა, ხოლო მათი დაფინანსებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან (19 040 100  ლარი) 8 479 000 ლარი დაიხარჯა.

მიმდინარე წელს, ქალაქ გორის ბიუჯეტი 19 879 600 ლარია, საიდანაც ა(ა)იპ-ებისთვის 7 587 000 ლარია გათვალისწინებული. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ქალაქ გორის მერიას გასულ წლებთან შედარებით ყველაზე მეტი ა(ა)იპ ჰყავს და წელს მათი რაოდენობა 23-დან 27 მდე გაიზარდა.

გორის თემი: 2014

წელს გორის თემის მთლიანი ბიუჯეტი 11 235 000 ლარით განისაზღვრებოდა, აქედან 1 966 000 ლარი ხუთი ა(ა)იპ-ის დასაფინანსებლად გამოიყო.

2015

წელს გორის თემის ბიუჯეტი 10 821 000 ლარს შეადგენდა, ამ დროს ა(ა)იპ-ების რაოდენობა უკვე რვამდე გაიზარდა და მათ დასაფინანსებლად 3 948 000 ლარი დაიხარჯა.

გასულ წელს გორის თემის მთლიანი ბიუჯეტი 12 830 000 ლარი იყო, ხოლო ცხრა ა(ა)იპ-ის დაფინანსებას 5 858 000 ლარი მოხმარდა.

რაც შეეხება მიმდინარე წელს, თემის ბიუჯეტი 14 684 800 ლარია, ა(ა)იპ-ები (იგივე რაოდენობა რაც გასულ წელს) კი 5 915 400 ლარით ფინანსდება.   კასპის მუნიციპალიტეტი: კასპის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით,

ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2014-2015 წლებში ხუთი, 2016-2017 წლებში კი შვიდი ა(ა)იპ დაფინანსდა. 2014 წელს კასპის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 18 028 800 ლარით განისაზღვრა, საიდანაც ა(ა)იპ-ების დასაფინანსებლად 2 609 100 ლარი დაიხარჯა.

2015

წელს 15 765 800 ლარიანი ბიუჯეტიდან, ა(ა)იპ-ები 3 093 200 ლარით დაფინანსდა. 2016 წელს კასპის ბიუჯეტმა 15 739 900 ლარი შეადგინა და ა(ა)იპ-ებისთვის 3 457 100 ლარი გამოიყო.

მიმდინარე წლის 14 446 000 ლარიანი ბიუჯეტიდან კი, 3 248 800 ლარი ა(ა)იპ-ებისთვის არის გათვალისწინებული.

  ხაშურის მუნიციპალიტეტი: 2014 წელს ხაშურის ადგილობრივი ბიუჯეტიდან

 (13 712 100 ლარი) 11 ა(ა)იპ-ის დასაფინანსებლად 3 302 5000 ლარი დაიხარჯა. 2015 წელს 14 316 000 ლარიანი ბიუჯეტიდან, 13 ა(ა)იპ-ისთვის 3 877 500 ლარი გამოიყო. 2016 წელს ა(ა)იპ-ების რაოდენობა აღარ შეცვლილა, მათი დაფინანსება კი 4 492 310 ლარამდე გაიზარდა, მაშინ როდესაც ხაშურის მთლიანი ბიუჯეტი 14 519 900 ლარი იყო.

2017 წელს ხაშურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ბიუჯეტიდან (15 000 800 ლარი) სულ 10 ა(ა)იპ ფინანსდება, მათზე დასახარჯი ჯამური თანხა კი 4 445 000 ლარს შეადგენს.

ქარელის მუნიციპალიტეტი:

რაც შეეხება ქარელის მუნიციპალიტეტს, 2014 წელს 10 481 073 ლარიანი ბიუჯეტიდან ხუთი ა(ა)იპ-ის დასაფინანსებლად 1 634 300 ლარი დაიხარჯა. 2015 წელს ქარელის ადგილობრივი ბიუჯეტი 16 215 903 ლარით განისაზღვრა, საიდანაც ექვსი მუნიციპალური ა(ა)იპ-ისთვის 2 192 298 ლარი გამოიყო. 2016 წელს სულ ხუთი ა(ა)იპ დარჩა, მუნიციპალიტეტის მთლიანი ბიუჯეტი 14 09 0349 ლარამდე შემცირდა (2015 წელთან შედარებით), ხოლო ა(ა)იპ-ების დაფინანსება 3 589 862 ლარამდე გაიზარდა.

2017 წელს ქარელის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 14 091 665-ია, ა(ა)იპ-ების რაოდენობა აღარ შეცვლილა, ხოლო მათი დაფინანსებისთვის გამოყოფილი მთლიანი თანხა 3 482 010 ლარია.

ცხრილი 1:

ა(ა)იპ-ების დაფინანსება მუნიციპალიტეტებისა და წლების მიხედვით (ლარი)

მუნიციპალიტეტი 2014 2015 2016 2017 სულ
ქალაქი გორი 6 493 900 8 693 000 8 479 400 7 587 300 31 253 600
გორის თემი 1 966 100 3 948 400 5 858 400 3 088 300 14 861 200
კასპი 2 609 100 3 093 200 3 457 100 3 248 800 12 408 200
ხაშური 3 302 500 3 877 500 4 492 310 4 445 000 16 117 310
ქარელი 1 634 300 2 192 298 3 589 862 3 482 010 10 898 470

როგორც ცხრილიდან ჩანს, ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე მეტი თანხა ა(ა)იპ-ების დასაფინანსებლად ქალაქ გორში დაიხარჯა. აღნიშნული მიმართულებით დახარჯული თანხების სიმცირე კი ქარელის მუნიციპალიტეტს ახასიათებს. მთლიანობაში კი, ბოლო სამი წლის მანძილზე შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში შექმნილი ა(ა)იპ-ების დასაფინანსებლად 85 538 780 ლარია გამოყოფილი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ 2016 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2014 წლის არჩევნების შემდეგ ქვეყნის მასშტაბით შიდა ქართლი ერთადერთი რეგიონი აღმოჩნდა, სადაც ა(ა)იპ-ების რაოდენობა (73-დან 65-მდე) შემცირდა (ცალკე ა(ა)იპ-ად დარეგისტრირებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ერთ იურიდიულ პირად გაერთიანდნენ), თუმცა ამას დასაქმებულთა რაოდენობა არ შეუმცირებია, პირიქით, სხვა რეგიონების მსგავსად, მათი რაოდენობა შიდა ქართლშიც გაიზარდა. კვლევის მიხედვით, თუ 2014 წლის არჩევნებამდე შიდა ქართლის მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 1 847-ით განისაზღვრებოდა, 2015-2016 წლებში ეს რიცხვი 2 298-მდე გაიზარდა.