მიმდინარე წლის მარტში შსს-მ 2018 წლის თებერვლის თვეში რეგისტრირებულ დანაშაულთასტატისტიკაგამოაქვეყნა, რომელიც 2017 წლის თებერვლის მონაცემებსაც მოიცავს, რაც ამ დრომდე საზოგადოებისთვის ცნობილი არ ყოფილა.

საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მონაცემების თანახმად, 2018 წლის თებერვალში სულ 4 589 დანაშაულია რეგისტრირებული, რომელთა 24.89% (1 142 დანაშაული) საანგარიშო პერიოდშივე გაიხსნა.

2013-2018 წლების თებერვალში რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ყველაზე მეტი დანაშაული 2018 წელს დარეგისტრირდა. ამასთან, ბოლო 5 წლის (2014-2018) განმავლობაში ყველაზე დაბალი გახსნის მაჩვენებელი სწორედ წელს დაფიქსირდა.

შსს-მ იანვარ-თებერვლის კუმულატიურისტატისტიკაც(რაც არ წარმოადგენს ორ თვეში რეგისტრირებულ დანაშაულთა არითმეტიკულ ჯამს, არამედ მონაცემები გარკვეული პროცედურული ცვლილებების გათვალისწინებით არის დამუშავებული) გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც 2018 წელს რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 2 014-ით აღემატება.

გრაფიკი 1:2013-2018 წლებში იანვარ-თებერვალში რეგისტრირებულ დანაშაულთა საერთო რაოდენობა

image001

როგორც აღვნიშნეთ, იანვარ-თებერვლის კუმულატიური სტატისტიკა აღნიშნულ ორ რეგისტრირებულ დანაშაულთა არითმეტიკულ ჯამს არ წარმოადგენს. მაგალითად, 2018 წლის იანვარში 4 410 დანაშაული დარეგისტრირდა (იანვრის თვის სტატისტიკური მონაცემების სანახავად იხილეთ ფაქტ-მეტრისსტატია), ხოლო თებერვალში 4 589. მათი ჯამი 8 999-ს უდრის, რაც 128 ერთეულით აღემატება იანვარ-თებერვლის კუმულატიურ სტატისტიკაში მოცემულ მონაცემებს. ამის მიზეზი ორი თვის განმავლობაში განხორციელებული ის პროცედურული ცვლილებებია, რომელთაც რიგი დანაშაულების კუმულატიური სტატისტიკიდან ამორიცხვა გამოიწვიეს.

გრაფიკი 2:2013-2018 წლებში თებერვლის თვეში რეგისტრირებულ დანაშაულთა საერთო რაოდენობა

image002

დავუბრუნდეთ კონკრეტულად თებერვლის თვეს, წინა წლებთან შედარებით 2018 წლის თებერვალში თითქმის ყველა სახის დანაშაულის მატება შეინიშნება. კერძოდ, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საგრძნობლად არის გაზრდილი სიცოცხლის წინააღმდეგ (+76), ჯანმრთელობის წინააღმდეგ (+416), ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ (+88), ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ (+6), საკუთრების წინააღმდეგ (+706), მმართველობის წესის წინააღმდეგ (+69) მიმართული დანაშაულები.

2018 წელს წინა წელთან შედარებით საგრძნობლად იკლო ნარკოტიკულმა დანაშაულებმა (-266), რასაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში (თებერვლის თვე) ზრდის ტენდენცია ახასიათებდა. მცირედით, თუმცა 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მიმდინარე წლის თებერვალში შემცირებულია სატრანსპორტო დანაშაულების რაოდენობაც (-2).

ცხრილი 1:2013-2018 წლების თებერვალში რეგისტრირებულ დანაშაულთა სტატისტიკა დანაშაულის ძირითადი სახეობების მიხედვით

2013 2014 2015 2016 2017 2018
საერთო რაოდენობა 3 813 3 535 3 144 3 337 3 399 4 589
სიცოცხლის წინააღმდეგ 185 108 103 123 132 208
ჯანმრთელობის წინააღმდეგ 361 251 360 364 360 776
დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ 71 28 47 58 43 131
დანაშაული ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ 7 2 1 3 0 6
დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ 1 646 1 179 1 054 1 236 1 214 1 920
დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ 201 199 158 202 156 164
ნარკოტიკული დანაშაული 489 1 014 386 439 573 307
სატრანსპორტო დანაშაული 362 302 365 449 391 389
სამოხელეო დანაშაული 127 39 39 44 46 50
დანაშაული მმართველობის წესის წინააღმდეგ 159 170 392 126 161 230

როგორც ვხედავთ, რეგისტრირებულ შემთხვევათა რაოდენობის მიხედვით მიმდინარე წლის მონაცემები (დანაშაულთა სახეების მიხედვით) უმეტეს შემთხვევაში აჭარბებს არა მხოლოდ 2017 წლის ანალოგიურ პერიოდს, არამედ 2013 წლიდან მოყოლებული ნებისმიერი წლის მონაცემებს.

გრაფიკი 3: 2013-2018 წლებში თებერვლის თვეში რეგისტრირებული სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები

image003

მართალია სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების რაოდენობა წინა წელთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ზრდა ძირითადად თვითმკვლელობამდე მიყვანის შემთხვევების ხარჯზე მოხდა (208 შემთხვევიდან 172 თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტია). საანგარიშო პერიოდში განზრახ მკვლელობის 8, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის 2, ხოლო მკვლელობის მცდელობის (როგორც 108-ე, ასევე 109-ე მუხლებით) 10 შემთხვევა დაფიქსირდა.

ცხრილი 2:2013-2018 წლებში თებერვლის თვეში რეგისტრირებული სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები

2013 2014 2015 2016 2017 2018
სულ რაოდენობა 185 108 103 123 132 208
მათ შორის
1 განზრახ მკვლელობა (მ.108) 8 10 5 9 8 8
2 განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში (მ.109) 2 2 1 3 2 2
3 მკვლელობის მცდელობა (მ.19-108) 14 6 5 7 5 7
4 მკვლელობის მცდელობა (მ.19-109) 1 0 0 0 0 3
5 თვითმკვლელობამდე მიყვანა (მ.115) 143 74 83 83 99 172
6 სხვა დანარჩენი (მ.110-116) 17 16 9 21 18 16

შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებში ყველაზე თვალშისაცემ ცვლილებად დანაშაულის გახსნის მაჩვენებლის კლება შეიძლება მივიჩნიოთ, რომელმაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს სწორედ წელს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ გახსნის უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებლი წლების განმავლობაში ხელისუფლებისთვის პოლიციის კარგი მუშაობის ინდიკატორი,ოპოზიციის ნაწილისთვისკი დანაშაულის დაფარვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშანი იყო.

გავრცელებულიმოსაზრებით, როდესაც პოლიციელს გახსნის მაღალ მაჩვენებელზე აქვს სწორება, ის დაინტერესებულია შედარებით მარტივად გახსნადი დანაშაულები დაარეგისტრიროს და ისეთი დანაშაულები, რომელთა ჩამდენი პირის იდენტიფიცირებაც ნაკლებად სავარაუდოა სტატისტიკის მიღმა დატოვოს, რაც ერთი მხრივ ამცირებს რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობას, ხოლო მეორე მხრივ, ზრდის გახსნის მაჩვენებელს.

შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა გიორგი გახარიამ არაერთხელ დაადასტურა სამინისტროს მზაობა კვლავ გამოაქვეყნოს რეალური სურათის ამსახველი დანაშაულის სტატისტიკა. მისი დაპირებისამებრ, მართლაც გასაჯაროვდა სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც არა მხოლოდ რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა გაიზარდა, არამედ ამავე დროს საგრძნობლად შემცირდა გახსნის მაჩვენებელიც.

გრაფიკი 4:2013-2018 წლებში თებერვლის თვეში რეგისტრირებულ დანაშაულთა გახსნის მაჩვენებელი

image006

თეგები: