მინისტრების ჯამური ანაზღაურება 2015 წლის 9 თვეში, 2012 წლის ცხრა თვესთან შედარებით, 20%-ით, ხოლო მინისტრების მოადგილეების შრომის ანაზღაურება 10%-ით შემცირდა".
საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო თანამდებობრივ სარგოს (ე.წ. ხელფასი), პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატს მოიცავს. პრემია საჯარო სამსახურის ფინანსური წახალისების ფორმას წარმოადგენს. რაც შეეხება დანამატს, ის ზეგანაკვეთური სამუშაოს, ასევე დამატებითი ფუნქციების შესრულებისას გაიცემა ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებით. ფაქტ-მეტრი ამ თემაზე ადრეც წერდა (იხ. ბმული). ფინანსთა მინისტრის განცხადების გადასამოწმებლად ფაქტ-მეტრმა სამინისტროებს მიმართა და 2012-2015 წლებში (9 თვე) მინისტრებზე და მინისტრის მოადგილეებზე გაცემული შრომის ანაზღაურება გამოითხოვა. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის, შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროებიდან ინფორმაცია დღემდე არ მიგვიღია.რაც შეეხება კულტურის და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს, აღნიშნულმა უწყებებმა არასრულყოფილი (ინფორმაცია არ იყო თვეების მიხედვით გაწერილი) სტატისტიკა მოგვაწოდეს, რის გამოც ამ სამინისტროების მონაცემები კვლევაში ვერ გამოვიყენეთ. იუსტიცის სამინისტროს შემთხვევაში კი, 2012 წელს მინისტრის მოადგილეზე გაცემული შრომის ანაზღაურება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული არ არის. შესაბამისად, ფაქტის გადასამოწმებლად ცხრილ 1-ში მოცემული ათი სამინისტროს მონაცემები გავაანალიზეთ.
აღნიშნული ათი სამინისტროს გარდა, ჩვენ ასევე მიმოვიხილეთ კულტურისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების მონაცემებიც, ოღონდ ამ უწყებების შემთხვევაში ჩვენ 2012 წელს გაცემული შრომის ანაზღაურება 2014 წლის მონაცემებს, ხოლო იუსტიციის სამინისტროს შემთხვევაში, 2012 წელს მინისტრზე გაცემული შრომის ანაზღაურება 2014 წლის მონაცემებს შევადარეთ.
ცხრილი 1: 2012-2015
წლებში (9 თვე) მინისტრებსა და მინისტრების მოადგილეებზე გაცემული შრომის ანაზღაურება (ლარი)
2012 წელი | 2015 წელი | ||||||||
სამინისტრო | ხელფასი | პრემია | დანამატი | ჯამი | ხელფასი | პრემია | დანამატი | ჯამი | ცვლილება |
სპორტის მინისტრი | 31860 | 31860 | 0 | 63720 | 31860 | 0 | 24390 | 56250 | -11.7% |
მინისტრის მოადგილეები | 99990 | 99990 | 0 | 199980 | 78230 | 8390 | 66890 | 153510 | -23% |
ფინანსთა მინისტრი | 31854 | 32160 | 26067 | 90081 | 31860 | 24390 | 56250 | -37% | |
მინისტრის მოადგილეები | 126081 | 190350 | 77370 | 393801 | 86842 | 4800 | 144960 | 236602 | -39% |
თავდაცვის მინისტრი | 31859 | 0 | 9090 | 40949 | 35400 | 0 | 42322 | 77722 | 89.0% |
მინისტრის მოადგილეები | 99235 | 135824 | 39797 | 274856 | 83829 | 0 | 91452 | 175281 | -36% |
ჯანდაცვის მინისტრი | 31859 | 49960 | 0 | 81819 | 31860 | 21680 | 53540 | -36% | |
მინისტრის მოადგილეები | 96306 | 184573 | 0 | 280879 | 65495 | 9160 | 62560 | 137215 | -51% |
დევნილთა მინისტრი | 31860 | 33985 | 0 | 65845 | 31860 | 24390 | 56250 | -14.7% | |
მინისტრის მოადგილეები | 103985 | 64640 | 0 | 168625 | 123175 | 124470 | 247645 | 46.8% | |
ენერგეტიკის მინისტრი | 85689 | 56250 | -43% | ||||||
მინისტრის მოადგილეები | 339308 | 220580 | -34.9% | ||||||
რეგიონული განვითარების მინისტრი | 28159 | 28320 | 0 | 56479 | 31860 | 24390 | 56250 | 0% | |
მინისტრის მოადგილეები | 83244 | 92880 | 0 | 176124 | 70689 | 12585 | 69858 | 153132 | -13% |
გარემოს დაცვის მინისტრი | 31897 | 24300 | 0 | 56197 | 35400 | 24390 | 59790 | 6% | |
მინისტრის მოადგილეები | 72532 | 41120 | 0 | 113652 | 85446 | 1125 | 84843 | 171414 | 50% |
სასჯელაღსრულების მინისტრი | 31683 | 40965 | 0 | 72648 | 35400 | 24390 | 59790 | -17.6% | |
მინისტრის მოადგილეები | 70117 | 110725 | 0 | 180842 | 51600 | 650 | 46230 | 97830 | -45.9% |
საგარეო საქმეთა მინისტრი | 31860 | 31860 | 0 | 63720 | 31860 | 24390 | 56250 | -11.7% | |
მინისტრის მოადგილეები | 147601 | 172390 | 10620 | 330611 | 125458 | 13830 | 125542 | 264830 | -19.8% |
როგორც ცხრილიდან ჩანს, 2012 წლის 9 თვეში აღნიშნულ ათ სამინისტროში მინისტრებსა და მინისტრების მოადგილეებზე გაცემულმა შრომის ანაზღაურებამ ჯამში 3 მლნ 136 ათასი ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2015 წლის 9 თვეში 2 მლნ 446 ათასი ლარი იყო, რაც 21%-ით ნაკლებია 2012 წლის მონაცემებზე. რაც შეეხება პრემიებს, 2015 წელს მინისტრებსა და მინისტრების მოადგილეებზე გაცემული პრემიების ოდენობა 2012 წელთან შედარებით 96%-ით შემცირდა. თუმცა, ამის სანაცვლოდ, 2012 წლიდან 545%-ით გაიზარდა დანამატების მოცულობა. საერთო ჯამში, მინისტრებზე და მინისტრების მოადგილეებზე გაცემული პრემიები 1 მლნ 315 ათასი ლარით შემცირდა, ხოლო დანამატების ოდენობა 889 ათასი ლარით გაიზრდა.
თუ ხელფასს, პრემიას და დანამატს შევაჯამებთ, ვნახავთ, რომ მთლიანობაში, 2015 წლის 9 თვის მონაცემებით, მინისტრებზე გაცემული შრომის ანაზღაურება 13%-ით, ხოლო მინისტრების მოადგილეების შემთხვევაში 24%-ით შემცირდა. რაც შეეხება სოფლის მეურნეობისა და კულტურის სამინისტროებს, 2012 წლის მონაცემებით, აღნიშნულ უწყებებში მინისტრებსა და მინისტრის მოადგილეებზე გაცემულმა შრომის ანაზღაურებამ 369 ათასი ლარი შეადგინა, ხოლო 2014 წელს ეს მაჩვენებელი 21%-ით შემცირდა. იუსტიცის სამინისტროს შემთხვევაში, 2012 წელს მინისტრის შრომის ანაზღაურებამ 42 479 ლარი შეადგინა, 2014 წლის მონაცემებით კი, ეს მაჩვენებელი გაორმაგდა და 87 500 ლარი შეადგინა.
ასევე აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ 2012 წლის შემდეგ პრემიებისა და დანამატების დარეგულირებისთვის კანონმდებლობაში ცვლილებები რამდენჯერმე განხორციელდა. მაგალითად: განისაზღვრა დანამატი (მინისტრებისთვის), ასევე განისაზღვრა პრემიის ზედა ზღვარი და სიხშირე (იხ. ბმული).დასკვნა
ათი სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, 2012 წლის 9 თვეში მინისტრებზე გაცემულმა შრომის ანაზღაურებამ 677 ათასი ლარი შეადგინა. 2015 წლის მონაცემებით კი, ეს მაჩვენებელი 13%-ით შემცირდა. რაც შეეხება მინისტრების მოადგილეების შრომის ანაზღაურებას, 2012 წლის 9 თვის მონაცემებით, ის 2 მლნ 458 ათასი ლარი იყო, 2015 წელს კი 24%-ით შემცირდა.
სოფლის მეურნეობის და კულტურის სამინისტროების შემთხვევაში, მინისტრებზე და მინისტრების მოადგილეებზე გაცემული შრომის ანაზღაურება 2012 წელთან შედარებით 2014 წელს 21%-ით შემცირდა. რაც შეეხება იუსტიციის მინისტრის შრომის ანაზღაურებას, 2014 წელს ეს მაჩვენებელი (2012 წელთან შედარებით) 105%-ით გაიზარდა.
მიუხედავად იმისა, რომ ფაქტ-მეტრმა ყველა სამინისტროდან (ეკონომიკის, შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროები) ინფორმაციის მიღება ვერ შეძლო, სამინისტროების უმრავლესობიდან მიღებული ინფორმაციით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ 2015 წლის ცხრა თვეში, 2012 წლის ცხრა თვესთან შედარებით, მინისტრებისა და მათი მოადგილეების შრომის ანაზღაურება ჯამში შემცირებულია.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ნოდარ ხადურის განცხადება არის სიმართლე.