• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
იმერეთში მოსახლეობის რაოდენობა მინიმუმამდეა შემცირებული, სოციალურად დაუცველთა რიცხვი კი რეკორდულად გაზრდილია

იმერეთში მოსახლეობის რაოდენობა მინიმუმამდეა შემცირებული, სოციალურად დაუცველთა რიცხვი კი რეკორდულად გაზრდილია

სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის თანახმად, იმერეთში, 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 442 300 ადამიანი ცხოვრობს, აქედან 82 837 პირი საარსებო შემწეობის მიმღებია

12/11/2024
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის თანახმად, იმერეთში, 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 442 300 ადამიანი ცხოვრობს, აქედან 82 837 პირი საარსებო შემწეობის მიმღებია. თუ საანგარიშო პერიოდად 2017-2024 წლებს ავიღებთ, ვნახავთ, რომ მოსახლეობის რიცხოვნობა, 2017 წელთან შედარებით, 72 100 ადამიანით შემცირდა, ხოლო საარსებო შემწეობას მიმღებთა რაოდენობა 16 115-ით გაიზარდა.

„ფაქტ-მეტრმა” უკვე შეისწავლა, როგორი დემოგრაფიული სურათია საქართველოს რამდენიმე რეგიონში და მოსახლეობის რა ნაწილი მიიჩნევა სოციალურად დაუცველ კატეგორიად. კერძოდ, ჩვენ უკვე გამოვაქვეყნეთ კვლევები გურიის, ზემო და ქვემო სვანეთის, მესტიისა და აჭარის შესახებ. ამჯერად იმერეთში არსებულ მდგომარეობას გაგაცნობთ.

პირობითად, საანგარიშო პერიოდად 2017-2024 წლები ავირჩიეთ. იმერეთში სულ თორმეტი მუნიციპალიტეტია. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის 1 იანვრის მდგომარეობით, მოსახლეობის რაოდენობა, 2017 წელთან შედარებით, ყველა მუნიციპალიტეტში შემცირებულია და საერთო ჯამში, დღეს იმერეთში 72 100-ით ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე საანგარიშო პერიოდის საწყის ეტაპზე ცხოვრობდა.

ცხრილი 1. იმერეთის მოსახლეობა, 2017-2024 წლები


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

მონაცემები დიაგრამაზე ასე გამოიყურება:

დიაგრამა 1. იმერეთის მოსახლეობის ჯამური რიცხოვნობა 2017-2024 წლების მიხედვით


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2017 წლიდან დღემდე, მოსახლეობის რიცხოვნობა 17 200-ით შემცირდა ქალაქ ქუთაისში. ზოგადად, მოსახლეობის შემცირებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. მათ შორისაა ემიგრაციის მაღალი მაჩვენებელი. საქართველოში, მათ შორის, იმერეთში, შემცირებულია ცოცხლად დაბადებულთა მაჩვენებელი, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა აჭარბებს შობადობის მაჩვენებელს.

ცხრილი 2. ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა იმერეთში, ბუნებრივი მატება


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2019 წლის ჩათვლით, ქალაქ ქუთაისში ბუნებრივი მატების კოეფიციენტი დადებითი იყო, მაგრამ 2020-2021 წლებში, ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების შემდეგ, გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა და ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობას გადააჭარბა. შემდეგ წლებში გარდაცვალება მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა ბუნებრივი მატება მომდევნო წლებშიც უარყოფით ნიშნულზე შენარჩუნდა.

იმავე პერიოდში, პანდემიის გამო, გარკვეულ ეკონომიკურ საქმიანობაზე შეზღუდვები დაწესდა, რის შედეგადაც, მოსახლეობის ნაწილის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. მთავრობამ მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. ამასთანავე, ბაზაში თითქმის ყველა განმცხადებელი დაარეგისტრირა და საარსებო შემწეობაც დაუნიშნა. მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლიდან პანდემიური შეზღუდვები მოიხსნა და ეკონომიკურმა პარამეტრებმა აღდგენა დაიწყო, იმერეთში რეგისტრირებულების რაოდენობა მაინც გაცილებით მაღალ ნიშნულზეა, ვიდრე პანდემიამდელ წლებში იყო.

ცხრილი 3. მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობა იმერეთში, 2017-2023 წლების დეკემბრისა და 2024 წლის სექტემბრის მიხედვით


წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო

ცხრილი 3 აჩვენებს, რომ 2017 წლის შემდეგ, მიუხედავად მოსახლეობის რაოდენობის შემცირებისა, იმერეთში ბაზაში რეგისტრირებულების რაოდენობა, ჯამურად, 17 024-ით გაიზარდა.

დიაგრამა 2. მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობის ჯამური რაოდენობა იმერეთში, 2017-2023 წლების დეკემბრისა და 2024 წლის სექტემბრის მიხედვით


წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო

როგორც ვხედავთ, 2024 წლის სექტემბრის მიხედვით, ბაზაში რეგისტრირებულების ჯამური რიცხოვნობა 180 790 ადამიანს შეადგენს. ეს კი იმერეთის მთლიანი მოსახლეობის 40.9%-ია. 2017 წელს ბაზაში რეგისტრირებული იყო იმერეთის მთლიანი მოსახლეობის 31.8%.

პანდემიამდელ წლებთან შედარებით, მკვეთრად გაიზარდა საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რიცხოვნობაც.

ცხრილი 4. საარსებო შემწეობის მიმღები პირები იმერეთში, 2017-2023 წლების დეკემბრისა და 2024 წლის სექტემბრის მიხედვით


წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო

ცხრილ 4-ზე ასახული მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ 2024 წლის სექტემბერში, 2017 წელთან შედარებით, იმერეთში საარსებო შემწეობას იღებს 16 115-ით მეტი ადამიანი, ხოლო 2023 წლის დეკემბერთან შედარებით, შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 3 754-ით გაიზარდა. მათი წილი მოსახლეობის მთლიან რაოდენობასთან მიმართებით ასე გამოიყურება:

დიაგრამა 3. შემწეობის მიმღებ პირთა წილი იმერეთის მთლიან მოსახლეობასთან მიმართებით, 2017-2024 წლები


წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ავტორის გამოთვლები

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, იმერეთში დღეს ყველაზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, ხოლო საარსებო შემწეობის მიმღებთა წილი ყველაზე მაღალ ნიშნულზე სწორედ 2024 წლის სექტემბერში დაფიქსირდა.

თეგები:
რეგიონი
იმერეთი
სოციალურად დაუცველი მოსახლეობა
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა