• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: სიმპსონებმა „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსი იწინასწარმეტყველეს

დეზინფორმაცია: სიმპსონებმა „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსი იწინასწარმეტყველეს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

21/08/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „მაია თვალთვაძე“, რომლის გავრცელებული ყალბი ამბები „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია (ბმული 1, 2, 3 ) ვიდეოს ავრცელებს (დაარქივებული ბმული).  ვიდეოში წარმოდგენილი კადრები აჩენს მტკიცებას, რომ „სიმპსონებმა“ 2024 წლის „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის ეპიდემია იწინასწარმეტყველეს. რეალურად, ვიდეოში წარმოდგენილი კადრები სერიალ „სიმპსონების“ სხვადასხვა ეპიზოდიდან არის აღებული და არც ერთი მათგანი „მაიმუნის ყვავილს“ არ ეხება. აღნიშნული ვიდეო  იმ კონსპირაციის გაგრძელებაა, რომლის მიხედვითაც „სიმპსონები“ მომავალს წინასწარმეტყველებენ (1, 2, 3, 4).

 

მტკიცება, რომ სიმპსონებმა „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელება იწინასწარმეტყველეს ჯერ კიდევ 2022 წელს გაჩნდა, როცა ვირუსი ენდემურ ზონას, დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკას გასცდა და ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში დაიწყო გავრცელება. აღნიშნულ თემა ისეთმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციებმა გადაამოწმეს, როგორიც არის USA TODAY და Reuters. 

პირველი სცენა ვიდეოში არის სიმპსონების 25-ე  სეზონის მე-5 სერიიდან, სახელწოდებით “Labor Pains”, რომელიც  2013 წელს გამოქვეყნდა. 

 

შემდეგი კადრი, რომელშიც  სერიალის გმირ ჰომერს გამონაყარი აქვს, მე-17 სეზონის მე-3 სერიიდან “Milhouse of Sand and Fog” არის აღებული, რომელიც ეთერში  2005 წლის 25 სექტემბერს გავიდა. სერიაში ჰომერს ქალიშვილ მეგისგან ჩუტყვავილა გადაედება. 

 

ვიდეოში მეგის კადრიც იმავე ეპიზოდიდან გავრცელდა. აღსანიშნავია, რომ ამ კადრში მინიშნება არის  წარწერაზე „Pox”.  როგორც აღინიშნა, მეგის ჩუტყვავილა ჰქონდა (ინგლისურად chickenpox), წარწერაში pox სწორედ ამ სიტყვიდან და არა „მაიმუნის ყვავილიდან“ (ინგლისურად monkeypox) არის აღებული. 

 

ამდენად, მცდარია მტკიცება, რომ „სიმპსონებმა“  „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის გავრცელება იწინასწარმეტყველეს. 

აღსანიშნავია, რომ ანიმაციასთან დაკავშირებით უკვე მრავალი წელია კონსპირაციული თეორიები ვრცელდება. „სიმპსონებს“ ხშირად მიაწერენ სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენის, მაგალითად, Covid-19-ისა და პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის, იგივე ნოტრ-დამის ხანძრის წინასწარმეტყველებას. მაგალითად, Covid-19-თან დაკავშირებით, კონსპიროლოგებმა გაავრცელეს მონაკვეთი, სადაც პერსონაჟი კენტ ბროკმანი თავის სტუდიაში ახალ ამბებს წარადგენს, ეკრანზე კი თითქოს ჩანს წარწერა „CORONA VIRUS“. რეალურად, მონაკვეთი დამუშავებულია და სინამდვილეში ეკრანზე წარწერა „Apocalypse Meow“ ჩანს. რაც შეეხება, ნოტრ-დამის ხანძარს, ანიმაციის ეპიზოდიდან კონსპიროლოგებმა ტაძრის კადრი დაამუშავეს და მას ფონზე ცეცხლის გამოსახულება დაუმატეს, რითაც ამტკიცებდნენ, რომ „სიმპსონებმა“ ხანძარი იწინასწარმეტყველეს. 

ცნობისთვის, 14 აგვისტოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) აფრიკაში “მაიმუნის ყვავილის” (Mpox) მორიგი აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა. 

ამ ეტაპზე, „მაიმუნის ყვავილის“ ახალი შტამის (clade Ib) ეპიდაფეთქება კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და მის ირგვლივ მდებარე აფრიკულ ქვეყნებში არის დაფიქსირებული. შესაძლებელია, რომ მოგზაურობის შედეგად ვირუსი გლობალურად გავრცელდეს, თუმცა ამ დროისთვის ჯანდაცვის ორგანიზაციები ვირუსის იმგვარ აფეთქებას, რომ პანდემია გამოიწვიოს, არ ელოდებიან. პანდემიის გამომწვევი ვირუსები, როგორც წესი უფრო ადვილად ვრცელდება, ვიდრე „მაიმუნის ყვავილი“. კორონავირუსისგან (COVID-19) განსხვავებით, „მაიმუნის ყვავილი“ ჰაერწვეთოვანი გზით არ ვრცელდება, რაც გლობალურად ვირუსის სწრაფ გავრცელებას აფერხებს. ამასთან ვირუსისთვის დამახასიათებელია ხილული გამონაყარი, რაც აიოლებს, ვირუსით ინფიცირებისგან თავის დაცვას (ვრცლად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ჩუტყვავილა
სიმპსონები
მაიმუნის ყვავილი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა