• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ერაყში პარიზის ოლიმპიადის საპირისპიროდ ქრისტიანების  სოლიდარობის აქცია გაიმართა

დეზინფორმაცია: ერაყში პარიზის ოლიმპიადის საპირისპიროდ ქრისტიანების სოლიდარობის აქცია გაიმართა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

15/08/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები ერაყში გამართული აღლუმის ვიდეოს ავრცელებენ (1, 2) (დაარქივებული ბმული) და მას პარიზის ოლიმპიადას უკავშირებენ. ერთ-ერთი Facebook-ანგარიში ამტკიცებს, რომ ერაყში „იესოს აღლუმი“ ოლიმპიადის დასრულებას დაამთხვიეს. ხოლო,  Facebook-ანგარიში „ფან ტინა“, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არა ერთხელ გადაუმოწმებია, (1; 2; 3) წერს, რომ ქრისტიანების სოლიდარობის აქცია „პარიზის სატანისტური ოლიმპიადის საპირისპიროდ“ ჩატარდა: „ესენი მუსლიმები არიან და თუნდაც ჩვენ ქრისიტანები, როცა კაცმა არ გააპროტესტა ეს მარაზმი ქვეყანაში?!!“,- ვკითხულობთ პოსტის აღწერაში. რეალურად, ვიდეო თავდაპირველად 2022 წელს გავრცელდა და პარიზის ოლიმპიადას არ უკავშირდება. ვიდეო იმ ადგილზეა გადაღებული, სადაც 2022 წელს სამხედრო აღლუმი ჩატარდა და მასში მონაწილეობას  Kataib Babiliyoun-ის „ქრისტიანული კომპონენტის“ წევრები იღებენ. 

გადამოწმების შემდეგ დგინდება, რომ აღნიშნული ვიდეო სოციალურ ქსელებში თავდაპირველად 2022 წლის ივლისში Facebook-ზე გამოქვეყნდა. მოგვიანებით კი X პლატფორმაზეც გავრცელდა. პოსტების აღწერაში ვკითხულობთ, რომ აღლუმში „ქრისტეს ბრიგადის“ წარმომადგენლები მონაწილეობენ. 

ერაყში 2022 წლის 23 ივლისს სამხედრო აღლუმი გაიმართა, რომელშიც შეიარაღებული ძალების რამდენიმე ბრიგადა  მონაწილეობდა. აღლუმის ვიდეო სრული ჩანაწერი YouTube პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი.  Facebook-ანგარიშების მიერ გავრცელებული ვიდეოც იმავე ადგილას არის გადაღებული, სადაც აღლუმი ჩატარდა.

როგორც გავრცელებულ კადრებში, ასევე აღლუმის ვიდეოში, იდენტური ბანერები ჩანს, რომელზედაც აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი, სახალხო მობილიზაციის ძალების მეთაურის მოადგილეა გამოსახული. ის  2020 წელს ირანელ  ყასემ სოლეიმანთან ერთად  ბაღდადის აეროპორტში მოკლეს. 

აღლუმის კადრებში ხელში ჯვრებით Kataib Babiliyoun-ის (50-ე ბრიგადის) წარმომადგენლები გადაადგილდებიან. სამხედრო დაჯგუფება Kataib Babiliyoun 2017 წელს ქალდეველი ქრისტიანი რაიან ალ-კილდანის მიერ დაარსდა.

Facebook-ანგარიშების მიერ გავრცელებული კადრებზეც ვიდეოში წარმოდგენილ პირებს მსგავსი მაისურები აცვიათ. თუმცა, აღლუმზე ისინი ხატებს არ მიაბრძანებენ, შესაბამისად, სავარაუდოდ,   ვიდეო ძირითადი მსვლელობისთვის მზადებიდან გავრცელდა. 

 

კადრი სამხედრო აღლუმიდან

კადრი Facebook-ანგარიშების მიერ გავრცელებული ვიდეოდან

აღსანიშნავია, რომ ინტერნეტ სივრცეში არ იძებნება წყარო, რომელიც დაადასტურებდა, რომ ერაყში პარიზის ოლიმპიადის მიმდინარეობისას, სოლიდარობის მარში ჩატარდა. გავრცელდა მხოლოდ ინფორმაცია, რომ ერაყში სასულიერო პირებმა ოლიმპიადის გახსნის ცერომონია დაგმეს და მას „სამარცხვინო და ქრისტიანული რელიგიის დაცინვა“ უწოდეს.   

ცნობისთვის, 2024 წლის 26 ივლისს, პარიზში, ზაფხულის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია გაიმართა, რომელიც დაახლოებით 4 საათი გაგრძელდა და რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა. სწორედ ზაფხულის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის ერთ-ერთი სეგმენტი მიამსგავსეს „საიდუმლო სერობას“, რომელზეც ქრისტესა და მოციქულების უკანასკნელი ვახშამია ასახული. 

პარიზის ოლიმპიადასთან დაკავშირებით მრავალი დეზინფორმაციული მტკიცება გავრცელდა, რასაც  „ფაქტ-მეტრი“ არაერთხელ გამოეხმაურა   (1,2,3, 4, 5).

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
პარიზის ოლიმპიადა
სამხედრო აღლუმი
ერაყი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა