სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ვიდეოს ავრცელებს და ამტკიცებს, რომ დაბინძურებული ქალაქის კადრები პარიზშია გადაღებული. რეალურად, გავრცელებული ვიდეო რეალური არ არის და ის ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერაა გენერირებული.

ვიდეო თავდაპირველად ანტიდასავლური და პრორუსული TikTok-ანგარიშის მიერ გამოქვეყნდა და მას შემდეგ ვირუსულად ვრცელდება (იხ. ბმული 1, 2, 3, 4, 5).

გავრცელებულ ვიდეოზე შესამჩნევია წყაროს ნიშანი (Watermark), რომლითაც ვიდეო იქნა გენერირებული. ჩანს, რომ ის „Illusions Maker-ის“ მეშვეობით შეიქმნა.

აღნიშნული აპლიკაციის მოძიების შედეგად დადგინდა, რომ ინტერნეტსივრცეში მსგავსი სახელით მრავალი აპლიკაციაა ხელმისაწვდომი, რომელთა მიზანიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ოპტიკური ილუზიის შექმნაა.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.