• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: „ოხმატდეტის“ საავადმყოფოდან ექიმის კადრები დადგმულია

დეზინფორმაცია: „ოხმატდეტის“ საავადმყოფოდან ექიმის კადრები დადგმულია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

24/07/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „ქართველი კონსერვატორი“, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1; 2; 3), ფოტოს  შემდეგი აღწერით ავრცელებს: „გამოჩნდა ვიდეო, სადაც პოლიციელი სისხლს ასხამს ექიმის ხალათს ბავშვთა საავადმყოფოდან. 

ეს უკრაინაში ბავშვთა საავადმყოფო რომ დაიბომბა ის კადრებია“, - ნათქვამია პოსტში. 

ვიდეოში, რომელსაც Facebook-ანგარიში აქვეყნებს, ჩანს თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანი, რომლის უკანაც პოლიციელი დგას და ხელოვნურ სისხლს ასხამს. აღნიშნული ვიდეოთი დეზინფორმატორები მიანიშნებენ, რომ „ოხმატდეტის“ საავადმყოფოს დაბომბვის შემდეგ, მათ Facebook-გვერდზე გამოქვეყნებული ფოტო, სადაც ჩანს ექიმი სისხლიანი ტანსაცმლით, დადგმულია. 

„ოხმატდეტის“ ბავშვთა საავადმყოფომ 2024 წლის 8 ივლისს Facebook-ზე ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც რუსეთის მიერ დაბომბვის შემდგომ არსებული სიტუაციაა აღბეჭდილი. ერთ-ერთ ფოტოზე ჩანს ექიმი, რომელსაც სისხლიანი ტანსაცმელი აცვია. 

რეალურად, არა საავადმყოფოს მიერ გავრცელებული ექიმის ფოტო, არამედ დეზინფორმატორების მიერ გავრცელებული ვიდეოა დადგმული, რათა უკრაინელთა დისკრედიტაცია მოახდინოს. 

უკრაინულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია „StopFake”-მა აღნიშნული ინფორმაცია გადაამოწმა. ისინი წერენ, რომ ვიდეო რუსების მიერაა დადგმული, თუმცა მათ რამდენიმე დეტალი გამორჩათ, რის გამოც ამ ინფორმაციის სიყალბე დგინდება.

„ოხმატდეტის“ საავადმყოფოს ექიმის მხოლოდ ერთი ფოტო აქვს გამოქვეყნებული, სადაც ის ზურგით ჩანს. თუმცა სხვა ფოტოებიც იძებნება. მაგალითად, უკრაინელი ჟურნალისტი კრისტინა ბერდინსკიხ, სოციალურ ქსელში ექიმის ფოტოს სხვა რაკურსითაც აქვეყნებს. 

პირველი განსხვავება - რუსების მიერ გავრცელებულ ვიდეოში „ექიმს“ განსხვავებული ფეხსაცმელი აცვია.

ექიმის ფეხსაცმელი უკრაინელი ჟურნალისტის ფოტოდან:

ექიმის ფეხსაცმელი რუსულენოვანი ანგარიშების მიერ გავრცელებული ვიდეოდან:

მეორე განსხვავება - გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოში პიროვნებებს სხვადასხვა ტანსაცმელი აცვიათ. მაგალითად, „ოხმატდეტის“ მიერ გავრცელებულ ფოტოში ექიმის შარვალს უკან ჯიბე აქვს, ხოლო პერანგს ნაკერი. თუმცა ვიდეოში მყოფი „ექიმის“ ტანსაცმელს მსგავსი დეტალები არ აქვს.

ფოტო „ოხმატდეტის“ Facebook_გვერდიდან:

ფოტოანაბეჭდი ყალბი ვიდეოდან:

მესამე დეტალი - პოლიციელი. უკრაინის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრი, უკრაინის პოლიციაზე დაყრდნობით, რამდენიმე უზუსტობაზე მიუთითებს. პირველ რიგში, „პოლიციელს“ ბათინკები აცვია, მაშინ, როცა უკრაინელი პოლიციელები სპორტულ ფეხსაცმელს იყენებენ. უკრაინული პოლიცია ყურადღებას ამახვილებს, რომ მსახიობს ვიდეოში „დაავიწყდა“ ქამრის გაკეთებაც, რომელზეც იარაღი, რაცია, აფთიაქი და ა.შ. არის განთავსებული. გარდა ამისა, შევრონი ეროვნული პოლიციის სიმბოლოებით, მან უნიფორმის ტარების წესის დარღვევით დაიმაგრა.

შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია ყალბია. 

რუსეთის მიერ კიევში ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვასთან დაკავშირებით, იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია. 

---------------------------- 

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ევროკავშირი
ბავშვთა საავადმყოფო
კიევი
\"ოხმატდეტი\"
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა