• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
მანიპულირება: ურსულა ფონ დერ ლაიენს „არასწორი აზროვნების“ წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია სურს

მანიპულირება: ურსულა ფონ დერ ლაიენს „არასწორი აზროვნების“ წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია სურს

ვერდიქტი: მანიპულირება

03/06/2024
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში მაია თვალთვაძე, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია  (1, 2, 3) „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია, ევროკომისიის პრეზიდენტის გამოსვლის ვიდეოს ავრცელებს და წერს: „ურსულა ფონ დერ ლაიენს სურს ევროკავშირის მოსახლეობის „ვაქცინაცია“ „არასწორი აზროვნების“ წინააღმდეგ. რეალურად, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირში არა „არასწორი მოაზროვნეების“ გაჩუმებაზე, არამედ ინფორმაციით მანიპულირებასა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე ისაუბრა. მან გავრცელებულ მონაკვეთში ინფორმაციით მანიპულირება ვირუსს შეადარა და პრევენციის  შესაძლო გზებზე ისაუბრა.

 

14 მაისს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტზე არჩევნების კონტექსტში დეზინფორმაციისა და საინფორმაციო მანიპულაციების საფრთხეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უცხოური ჩარევის წინააღმდეგ და ევროპული დემოკრატიის დასაცავად უფრო ძლიერი მოქმედება არის საჭირო. მისი თქმით, ევროპარლამენტის არჩევნების მიმდინარეობისას მოსალოდნელი იქნება დეზინფორმაციისა და ჰაკერული თავდასხმების ზრდა. ევროკომისიის პრეზიდენტმა გამოსვლისას ასევე ისაუბრა „ევროპული დემოკრატიის ფარის“ შესახებ, რომელიც  მისი ხელახლა არჩევის შემთხვევაში დაფუძნდება. ეს „ამბიციური ევროპული პროექტი“,  მისივე თქმით, ფოკუსირებული იქნება  საგარეო ჩარევისა და მანიპულირების ყველაზე დიდ საფრთხეებზე. 

აქვე აღსანიშნავია, რომ ჩეხეთის რესპუბლიკამ, საფრანგეთმა და გერმანიამ გააკრიტიკა რუსეთი მისი პროპაგანდისტული ოპერაციებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, ყალბი ამბების ვებსაიტების შექმნა, რომლებიც ავრცელებენ ანტიევროპულ და ანტიუკრაინულ ნარატივებს. კრიტიკა ასევე ეხება იმ ევროპელი პოლიტიკოსის დაფინანსებას, რომლებიც  რუსულ პროპაგანდას ავრცელებენ. მაგალითად, ურსულა ფონ დერ ლაიენის ერთ-ერთი კონკურენტის მაქსიმილიან კრას (ალტერნატივა გერმანიისთვის AFD) საქმის გამოძიება მიმდინარეობს,  მას  რუსეთისა და ჩინეთისთვის სავარაუდო კორუფციასა და შპიონაჟისთვის ედავებიან. 

რაც შეეხება უშუალოდ მტკიცებას, ევროკომისიის პრეზიდენტმა ინფორმაციის მანიპულირება შეადარა ვირუსს და აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ საზოგადოებაში იმუნიტეტი უნდა შეიქმნას. მისი თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ  დეზინფორმაციის წინასწარ გაქარწყლება (Prebunking) უკეთესია, ვიდრე გავრცელების შემდეგ რეაგირება (Debunking). პრევენცია მათ შორის მოიცავს ინდივიდების განათლებას, მედიაწიგნიერებას, თუ მაგალითად, როგორ უნდა ამოიცნონ ადამიანებმა ყალბი ამბები. [14:02-დან] „იფიქრეთ ინფორმაციის მანიპულირებაზე, როგორც ვირუსზე. იმის ნაცვლად, რომ ინფექცია განკურნოთ მას შემდეგ, რაც ის გავრცელდა (Debunking), უმჯობესია ვაქცინაცია, რათა ჩვენი ორგანიზმი იყოს „იმუნიზებული“ (Prebunking). რადგან დეზინფორმაცია ეყრდნობა ადამიანებს,  რომლებიც მას სხვებს გადასცემენ - აუცილებელია, მათ იცოდნენ, რა არის მსგავსი ინფორმაციის გავლენა და რა არის მის უკან არსებული  ტექნიკა“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. 

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ურსულა ფონ დერ ლაიენი
ევროპარლამენტის არჩევნები
ინფორმაციით მანიპულირება
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა