• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მიზნით,  50 ათას ევროს გადაუხდიან მათ, ვინც ბავშვის გაჩენაზე უარს იტყვის

დეზინფორმაცია: კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მიზნით, 50 ათას ევროს გადაუხდიან მათ, ვინც ბავშვის გაჩენაზე უარს იტყვის

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

20/05/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში Гия Амиранович Гогитидзе, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3), ამტკიცებს, რომ მსოფლიოში ახალი ტრენდია, რომლის მიხედვითაც, კლიმატთან ბრძოლის მიზნით, ადამიანებს 50 ათას ევროს გადაუხდიან, თუ ისინი შვილის გაჩენაზე უარს იტყვიან: „მამა-მარჩენლების აზრით, ბავშვები არიან დედამიწისთვის საშიშები, იმიტომ რომ ჩაისუნთქავენ ჟანგბადს და გამოყოფენ ნახშიროჟანგსო“. სინამდვილეში, ინფორმაცია, რომ ადამიანებს შვილის გაჩენაზე უარის თქმის გამო 50 ათას ევროს გადაუხდიან, მცდარია.

 

პირველ რიგში, Facebook-ანგარიშის მიერ გავრცელებული მტკიცება,  რომ 50 ათას ევროს გადაუხდიან მათ, ვინც უარს იტყვის საკუთარ ნაყოფიერებაზე, მცდარია. პოსტის ავტორი ფულად ჯილდოსთან დაკავშირებით ერთ-ერთი გერმანელი აქტივისტის მოთხოვნას მთავრობებს მიაწერს. კერძოდ, გერმანულენოვან სტატიაში, რომლის თარგმანიც რუსული წყაროების მიერაც გავრცელდა (1,2,3), ვკითხულობთ, რომ  აქტივისტმა ერთ-ერთ ინტერვიუში  იმ  ადამიანებისთვის,  რომლებსაც შვილი არ ჰყავთ და ასე დედამიწას იცავენ,  50 000 ევროს გადახდა მოითხოვა.

კლიმატის ცვლილება, რომელიც ტემპერატურისა და ამინდის პირობების გრძელვადიან ცვლილებას უკავშირდება, 21-ე საუკუნეში კაცობრიობის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად სახელდება.  კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზიანის შესამცირებლად მრავალი კვლევა იქმნება. კლიმატის ცვლილების კონტექსტში, ბავშვები ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი კატეგორიაა, განსაკუთრებით, დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში. კლიმატის ცვლილება იწვევს ბუნებრივი კატასტროფების რაოდენობის ზრდას, ამცირებს განათლებაზე, სუფთა წყალსა და საკვებზე წვდომის შესაძლებლობას (აღნიშნულ თემაზე იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

საშუალოდ, ყოველი ადამიანი წელიწადში დაახლოებით 5 ტონა CO₂ გამონაბოლქვზეა პასუხისმგებელი. თუმცა, ეს რიცხვი  მნიშვნელოვნად განსხვავდება იმისდა მიხედვით, თუ რომელ ქვეყანას ვიკვლევთ და მოსახლეობის რა რაოდენობას მოიცავს ეს ქვეყანა. მაგალითად, 2022 წლის მონაცემებით,  შეერთებულ შტატებში საშუალოდ ადამიანი 30-ჯერ მეტ CO₂ გამოყოფს, ვიდრე სუდანში მცხოვრები ადამიანი.

ერთ-ერთი სამეცნიერო კვლევის თანახმად, რომელიც ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ 2009  გამოქვეყნდა, ბავშვის გაჩენა ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი ან იაპონია, გამოიწვევს წელიწადში დაახლოებით 60 ტონა CO2-ის გამოყოფას, რაც დაახლოებით წელიწადში 13 გაზზე მომუშავე მანქანის გამონაბოლქვის ტოლია.

კიდევ ერთი სამეცნიერო კვლევის თანახმად, რომელიც 2017 წელს  Environmental Research Letters-ში გამოქვეყნდა, დაახლოებით იგივე რიცხვი სახელდება. მდიდარ ქვეყანაში ერთით ნაკლები შვილის გაჩენამ შეიძლება შეამციროს ოჯახის ნახშირბადის კვალი 58,6 ტონამდე წელიწადში (დაახლოებით 80 წლის განმავლობაში). 

  

წყარო: Guardian.com

ბავშვის გაჩენის საკითხზე მსჯელობისას, მეცნიერები ადამიანის პირად არჩევანსაც უსვამენ ხაზს. მაგალითად, კიმბერლი ნიკოლასი, შვედეთის ლუნდის უნივერსიტეტის ერთ-ერთი მკვლევარი აცხადებს, რომ ბავშვების გაჩენა ადამიანების პირადი არჩევანია, მაგრამ კლიმატის ცვლილების გავლენა თითოეული ადამიანის ცხოვრების წესზე უგულებელყოფილი არ უნდა იყოს: „ჩვენი, როგორც მეცნიერების საქმეა, გულახდილად ვისაუბროთ მონაცემებზე (...) ჩვენ იძულებულნი ვართ, დავუპირისპირდეთ იმ ფაქტს, რომ ემისიების ამჟამინდელი დონე ნამდვილად ცუდია პლანეტისა და ადამიანებისთვის“.

პირად არჩევანთან ერთად, აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მოსახლეობა განიცდის „დაბერებას“. ეს პროცესი უფრო თვალშისაცემი მაღალი სოციალური და ეკონომიკური განვითარების დონის მქონე ქვეყნებშია (გერმანია, იაპონია, იტალია და სხვ). მაგალითად, იტალიის მოსახლეობის 24%-ზე მეტი 65 წელს გადაცილებულია. ასეთ ქვეყნებში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სამუშაო ძალის სიმცირე და მოხუცებზე ზრუნვის ხარჯების ზრდაა. მოსახლეობის „დაბერების“ თავიდან ასაცილებლად აუცილებელია შობადობის ზრდა. ამისთვის, ქვეყნები ფინანსურ წახალისებას იყენებენ. მაგალითად, სინგაპური ფინანსურად ეხმარება ახლადშექმნილ ოჯახებს და ისეთ პოლიტიკას ახორციელებს, რომლითაც ოჯახებს უმარტივდებათ ოჯახი და სამუშაო დააბალანსონ. 

ამდენად, მტკიცება, რომ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მიზნით, მთავრობები ადამიანებს  50 ათას ევროს გადაუხდიან, თუ ისინი შვილს არ გააჩენენ, ყალბია. 

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ხანძარი სამხრეთ ილინოისში
CO₂
ბავშვის გაჩენა
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა