• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელებში დავით ევგენიძის ციტატა მანიპულაციურად ვრცელდება

სოციალურ ქსელებში დავით ევგენიძის ციტატა მანიპულაციურად ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

03/05/2024
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში მიხეილ განუბაჟებელი, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია (1, 2, 3), დავით ევგენიძის ციტატას მანიპულაციურად ავრცელებს. ჩანაწერის მის მიერ გავრცელებული ფრაგმენტი ქმნის წარმოდგენას, თითქოს, დავით ევგენიძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის კონტექსტში ევროკავშირისა და დასავლეთის წინააღმდეგ განცხადება გააკეთა. რეალურად, დავით ევგენიძემ „ვერასდროს ვერავინ ვერ გახდება ჩვენი ბატონი“ საბავშვო მუსიკალური პროექტ „რანინას“ ერთ-ერთი მონაწილის შეფასებისას განაცხადა. გადაცემა თებერვლის დასაწყისში იქნა ჩაწერილი და მიმდინარე მოვლენებთან კავშირი არ აქვს.

ციტატა 28 აპრილს, კონტექსტის გარეშე, მანიპულაციურად  ტელეკომპანია „იმედის“ მიერაც  გავრცელდა.

27 აპრილს „პირველი არხის“ ეთერში გადაცემულ საბავშვო მუსიკალურ პროექტ „რანინას“ მონაწილეების შეფასებისას, რომლებმაც კონკურსში „ჩაკრულო“ შეასრულეს, დათო ევგენიძემ განაცხადა (იხილეთ გადაცემის სრული ჩანაწერი 1:00:17-დან): - „მინდა განვაცხადო, არამარტო საქართველოსთვის, მთელმა მსოფლიომ მინდა გაიგოს - ვერასდროს ვერავინ ვერ გახდება ჩვენი ბატონი, არ არსებობს. ჩვენ ვართ ჩვენი მრწამსის, ჩვენი რელიგიის მატარებლები და ეს იქნება სანამ კაცობრიობა არსებობს, საქართველო იქნება ისეთი, როგორიც დღეს მოვისმინეთ აქ, ამ სცენაზე“. ციტატა კონტექსტის გარეშე ვირუსულად გავრცელდა „ქართული ოცნების“ მიერ ხელახლა ინიციირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მხარდამჭერების მიერ. მათ მიიჩნიეს, რომ დავით ევგენიძე დასავლეთის წინააღმდეგ გამოდიოდა.

სოციალურ ქსელში ციტატის მანიპულაციურ გავრცელებას მუსიკოსი თავად გამოეხმაურა. მან „ნეტგაზეთთან“ საუბრისას განაცხადა, რომ გადაცემა დაახლოებით თვე-ნახევრის წინ, თებერვალში ჩაიწერა, როცა „რუსული კანონი“ დღის წესრიგში არ იდგა, შესაბამისად, მისი ციტატა რელიგიასა და ქვეყნის ბატონობასთან დაკავშირებით, არასწორი ინტერპრეტაციებით ვრცელდება. იმ ადამიანების გასაგონად, ვინც მისი ციტატა „დასავლეთის ბატონობის“ საწინააღმდეგოდ აღიქვა, მან ასევე განაცხადა: „რუსი ბატონი უნდათ? მაინტერესებს, რუსი არ იყო ჩვენი ბატონი? არ ცდილობდა, რომ ყოფილიყო? ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, რა ერის წარმომადგენელია ბატონი. მე ბატონი არ მინდა“.

„მე ვერ ვაძლევ ვერანაირ კომენტარს, როცა არ ვიცი კანონი. ზედაპირულად მე კომენტარებს ვერ ვაკეთებ. მე ვინმემ უნდა გამარკვიოს, მითხრას, რა კანონია. თუ რუსულია, მაშინ წინააღმდეგი ვიქნები. ყველაფერ რუსულის წინააღმდეგი ვარ. ოკუპირებული აქვთ ჩვენი სამოთხე – აფხაზეთი და სამაჩაბლო. […]

ევროინტეგრაცია არის მნიშვნელოვანი. ახლა კი არა, საქართველოს მთელი ისტორიის მანძილზე, ჩვენ ყოველთვის მივილტვოდით ევროპისკენ. სულხან-საბასგან დაწყებული და ერეკლე II-სგან ჩავვარდით რუსების ხელში, სამწუხაროდ. რა ვთქვა მეტი. მე თვითონ შვილი მყავს პარიზში. აქ რომ საბჭოთა კავშირი იყო, მაშინ ვცხოვრობდი ევროპაში და ოთხი წელი კანარის კუნძულებზე, საფრანგეთში და ნიუ-იორკში 1988 წელს. მე ნუ მასწავლიან, რა არის დასავლეთში. რუსეთიდან ვაგინე და ისე წამოვედი, გადარჩენილი ვარ, რომ არ მომკლეს. არ შეიძლება ბულინგის ენით საუბარი ყველას მიმართ“, - განაცხადა ევგენიძემ „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.

ამრიგად, სოციალურ ქსელებში დავით ევგენიძის ციტატა კონტექსტის გარეშე ვრცელდება და მუსიკოსის ნათქვამს მანიპულაციურად წარმოადგენს, თითქოს, მან განცხადება ევროკავშირისა და დასავლეთის წინააღმდეგ გააკეთა.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
დათო ევგენიძე
ციტატა
ოლაფ შოლცი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა