• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ვიდეო, რომელშიც ნეთანიაჰუ არაბი ოფიციალური პირის მიერ მიწოდებულ მიკროფონზე უარს ამბობს, კოვიდპანდემიის დროს არის გადაღებული

ვიდეო, რომელშიც ნეთანიაჰუ არაბი ოფიციალური პირის მიერ მიწოდებულ მიკროფონზე უარს ამბობს, კოვიდპანდემიის დროს არის გადაღებული

ვერდიქტი: მანიპულირება

01/03/2024
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი Irakli Zakareishvili, რომლის გავრცელებული ყალბი ამბავი „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3), ვიდეოს ავრცელებს და ამტკიცებს, რომ „ბენიამინ ნეთანიაჰუს არაბები „ბინძურებად“ მიაჩნია და არ კადრულობს ხელი მოკიდოს არაბი საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ მიწოდებულ მიკროფონს“. რეალურად, ვიდეო კოვიდპანდემიის დროს არის გადაღებული, მაშინ, როცა ჯერ კიდევ მოქმედებდა კოვიდრეგულაციები. სწორედ ამიტომ ბენიამინ ნეთანიაჰუმ მიწოდებული მიკროფონის აღებამდე ხელებზე სადეზინფექციო ხსნარს ისვამს.

შეხვედრა, რომლის ამსახველი კადრებიც ინტერნეტსივრცეში ვირუსულად ვრცელდება, 2020 წლის 26 ნოემბერს,  ბენ-გურიონის საერთაშორისო აეროპორტში, დუბაისა და ისრაელს შორის პირველი კომერციული რეისის დახვედრის ცერემონიაზე არის გადაღებული. შეხვედრაზე ბენიამინ ნეთანიაჰუ მოვლენის მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ისინი ისრაელ-არაბულ კონფლიქტს ანგრევენ და მას ისრაელ-არაბულ თანამშრომლობად აქცევენ, რათა შექმნან არა მხოლოდ ახალი მომავალი, არამედ ახალი აწმყო.

გავრცელებული მონაკვეთი ამოჭრილია უფრო ვრცელი ვიდეოდან, რომელიც ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ანგარიშების მიერ პლატფორმა X-სა და YouTube-ზე გამოქვეყნდა  (გავრცელებული მონაკვეთი ხელმისაწვდომია 3:02-დან). ვიდეოს სრულ ვერსიაში ჩანს, თუ როგორ მიემართება არაბი ოფიციალური პირისკენ ნეთანიაჰუ მიკროფონის გამოსართმევად, თუმცა ჩერდება, კადრს მიღმა მყოფ ადამიანს ხელის სადეზინფექციო საშუალების მისატანად იხმობს, ხელებზე სადეზინფექციო სითხეს ისხამს და მხოლოდ შემდეგ იღებს მიკროფონს.  ვიდეოს სრულ ვერსიაში ასევე ჩანან ოფიციალური პირები, რომელთაც სახე პირბადით აქვთ დაფარული. 

აღნიშნული ვიდეოს ვირუსულ გავრცელებას საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Reuter-იც გამოეხმაურა. მათ სტატიაში აღნიშნულია, რომ ცერემონიის გამართვიდან ერთი თვის შემდეგ, ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო, ისრაელმა ეროვნული მასშტაბის მესამე „ლოქდაუნი“ გამოაცხადა.

ამგვარად, გავრცელებული ვიდეო კოვიდპანდემიის დროს არის გადაღებული და ინტერნეტსივრცეში არასწორი კონტექსტით გავრცელდა.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ბენიამინ ნეთანიაჰუ
დუბაი
ისრაელი
კოვიდპანდემია
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან გურიაში ოთხი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის, ორი წელია გასული და ამათ თითი თითზე არ დაუდევთ

    2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბი...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა - 9.4%.  2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1.1 მლნ-ზე მეტი ადამიანი, ეს მაჩვენებელი უკვე ჩამოსცდა 350 ათასს

    2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლიტიკაში რეალური ცვლილება არ მომხდარა

    [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა