• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ეპშტეინის კუნძულიდან გამოყვანილი ბავშვები ჰყვებიან, თუ როგორ ძალადობდნენ სექსუალურად პატარებზე და როგორ კლავდნენ მათ სატანისტური რიტუალების დროს

დეზინფორმაცია: ეპშტეინის კუნძულიდან გამოყვანილი ბავშვები ჰყვებიან, თუ როგორ ძალადობდნენ სექსუალურად პატარებზე და როგორ კლავდნენ მათ სატანისტური რიტუალების დროს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

06/02/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში გავრცელდა მომხმარებელი Irakli Zakareishvili, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია (1, 2, 3), ვიდეოპოსტს ავრცელებს, სადაც ნაჩვენებია ორი მცირეწლოვანი. პოსტის აღწერის თანახმად, ისინი ჰყვებიან თუ როგორ კლავდნენ მცირეწლოვნებს სატანისტურ კულტში და აიძულებდნენ მათ, რომ რიტუალური პროცესის დროს სისხლი დაელიათ. პოსტის ავტორის მტკიცებით, ბავშვები ეპშტეინის კუნძულზე იმყოფებოდნენ და იქ მომხდარ დანაშაულებს აღწერენ.

რეალურად, ვიდეოში ნაჩვენები ბავშვები ალისა და გებრიელ დეარმენები არიან. ბავშვების ვიდეოები ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა. მათ საკუთარ მამას, რიკი დეარმენს, სხვადასხვა სახის ცრუ ბრალდება წაუყენეს. საქმე 2015 წელს დაიხურა და რიკი დეარმენი გაამართლეს, თუმცა ცრუ ბრალდებები რიკიზე დღესაც ვრცელდება.

2014 წლის ზაფხულში ელა დრეიპერმა (Ella Draper) განაცხადა, რომ მის 2 შვილზე მისი ყოფილი ქმარი, რიკი დეარმენი ძალადობდა. ბავშვების თქმით, რიკი დეარმენი (Ricky Dearman) 175 მშობლის, მასწავლებლისა და რელიგიური ლიდერისგან შემდგარ სატანისტურ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა.

2015 წელს რიკიმ BBC-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი ორი შვილი მას სექსუალური ხასიათის დანაშაულში სდებდა ბრალს და ამტკიცებდნენ, რომ სატანისტურ კულტში იგი ხალხს ჰყიდდა. ინტერვიუში რიკი ბრალდების დეტალებზე საუბრობდა: „ჩემმა შვილებმა თქვეს, რომ ჩვენ ბავშვებს ვხოცავთ, ჩვილებს ყელს ვჭრით, სისხლისგან ვწურავთ და შემდეგ ამ სისხლს ვსვამთ. ეს უბრალოდ საშინელებაა“.

უზენაეს სასამართლოში გადაწყვეტილების გამოტანისას, ქალბატონმა მოსამართლე პაუფლიმ (Mrs Justice Pauffley) თქვა, რომ ბავშვები იძულებულნი იყვნენ, საშინელი ტყუილები მოეგონებინათ, რადგან მათზე დედისა (ელა დრეიპერი) და დედის ახალი პარტნიორის მხრიდან სერიოზული ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა ხორციელდებოდა.  

საოჯახო სასამართლო პროცესები, როგორც წესი, კონფიდენციალურია, მაგრამ ამ შემთხვევაში სასამართლომ მიიღო უჩვეულო გადაწყვეტილება და განაჩენი გაასაჯაროვა. მან რიკი დეარმენი და ყველა სხვა პირი, რომლებიც ბავშვების ჩვენების საფუძველზე ეჭვმიტანილებად მიიჩნეოდნენ, გაამართლა. 

ლონდონის სამეფო სასამართლომ (Royal Courts of Justice in London) განაჩენი გამოიტანა. დადგინდა, რომ ბრალდებები  მცდარი იყო ბავშვების დედისა და მისი პარტნიორის მიერ იყო შეთხზული. ცრუ ბრალდებები, მათ შორის აღნიშნული ვიდეო მასალაც, ინტერნეტში გავრცელდა. მოსამართლემ შეშფოთება გამოხატა ბავშვებისა და საქმის სხვა მონაწილეების მიმართ, რომელთაც ცრუ ბრალდებები შეეხოთ. ყალბი ინფორმაციის შემცველი ვიდეომასალა წაიშალა, თუმცა ინტერნეტიდან ბევრმა ადამიანმა ბავშვების ინტერვიუები გადმოტვირთა და შესაბამისად, ფაქტობრივად, მათი ინტერნეტიდან სრულად გაქრობა შეუძლებელი გახდა, რადგან სხვადასხვა ინტერნეტ-პლატფორმის მეშვეობით ჩანაწერები კვლავ ვრცელდება. 

ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ვიდეოპოსტში ასახული ბავშვები ეპშტეინის კუნძულიდან იყვნენ გამოყვანილი, სადაც მათზე სექსუალურად ძალადობდნენ და სატანისტური რიტუალების დროს სისხლის დალევას აიძულებდნენ, ყალბია. 

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ეპშტეინი ეპშტეინის კუნძული
ბავშვები
სატანისტური რიტუალები
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა