• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია:  ბილ გეიტსმა აღიარა, რომ  კლიმატის ცვლილება არის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თაღლითობა

დეზინფორმაცია: ბილ გეიტსმა აღიარა, რომ კლიმატის ცვლილება არის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თაღლითობა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

13/02/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში საქართველო უპირველეს ყოვლისა ბილ გეიტსის ინტერვიუს ნაწყვეტს აქვეყნებს. პოსტის მტკიცებით, 2018 წელს ფილანთროპი და ბიზნესმენი ბილ გეიტსი აღიარებდა, რომ კლიმატის ცვლილება არის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თაღლითობა: „ბილ გეითსმა აღიარა, რომ კლიმატის ცვლილება "ახალი მსოფლიო წესრიგი"-ს შექმნის მიზნით გამოწვეული თაღლითობაა. ამ ვიდეოში ის ტრაბახობს, რომ ტერმინმა "სუფთა ენერგიამ“ "აურია ხალხს გონება“. ქარის, მზის, ბატარეის და სხვა განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიები შეიძლება იყოს მოდური, მაგრამ მათ არ შეუძლიათ კლიმატის ცვლილების გადაჭრა“. რეალურად, 2018 წლის სტენფორდის უნივერსიტეტის გლობალურ ენერგეტიკულ ფორუმზე ბილ გეიტსმა აღნიშნა, რომ კლიმატის ცვლილებას მხოლოდ განახლებადი ენერგია ვერ შეაჩერებდა. ბილ გეითს არ განუცხადებია, რომ კლიმატის ცვლილება თაღლითობაა და რომ ის „ახალი მსოფლიო წესრიგის“ შექმნას ემსახურება.

ინტერვიუ 2018 წლის ნოემბერში  სტენფორდის უნივერსიტეტის გლობალურ ენერგეტიკულ ფორუმზეა ჩაწერილი. ცნობილმა ბიზნესმენმა ინტერვიუს სრულ ვერსიაში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ ზედმეტად ოპტიმისტურ აზროვნებაზე, ასევე  ბუნებრივ აირზე, განახლებად ენერგიაზე და განვითარებადი ეკონომიკის პასუხისმგებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, განახლებადი ტექნოლოგიები კარგია, მაგრამ კლიმატის ცვლილების შემაკავებლად საკმარისი არ არის, იმის გათვალისწინებით, რომ „ელექტროენერგია არის სათბურის გაზების ემისიების მხოლოდ 25 პროცენტი“. 

ბილ გეიტსმა ინტერვიუს დროს ისაუბრა ჯგუფზე, რომელიც თვლის, რომ  „კლიმატის ცვლილების პრობლემის გადაჭრა ადვილია“ და აღნიშნა, რომ  ყველაზე დიდ პრობლემას სწორედ ეს ჯგუფი წარმოადგენს. 

ბიზნესმენმა აღნიშნა ისიც, რომ განვითარების მიზნების მიღწევა მხოლოდ ენერგეტიკული სისტემების და სხვა ინფრასტრუქტურის აშენებით არის შესაძლებელი. დასავლეთის პასუხისმგებლობა, გარდა საკუთარი ემისიების შემცირებისა, არის განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების გამოგონება, რომლებიც წიაღისეულ საწვავზე დაფუძნებულ ენერგიაზე ნაკლები ღირს. 

რაც შეეხება მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს და ახალი მსოფლიო დღის წესრიგის კონსპირაციას, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (WEF) საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც 1971 წელს შვეიცარიაში შეიქმნა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ „პროგრესის მიღწევა საზოგადოების ყველა ჯგუფის (პოლიტიკის, ბიზნესის, კულტურის წარმომადგენლების, სხვ.) გაერთიანებითაა შესაძლებელი, რომელთაც აქვთ სურვილი და გავლენა პოზიტიური ცვლილებები განახორციელონ“. კლიმატის ცვლილება WEF-ისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ თემებზე სხვადასხვა სამთავრობო, საზოგადოებრივ და კერძო ჯგუფთან ერთად მუშაობს. 2023 წლის იანვარში ფორუმმა წამოიწყო „Giving to Amplify Earth Action“ (GAEA) ინიციატივა, რომელიც ყოველწლიურად კლიმატის ცვლილების უარყოფითი შედეგების დასაძლევად 3 ტრილიონი დოლარი გამოყოფას გულისხმობს. 

ხაზგასასმელია, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოადგენს. შესაბამისად, მის საქმიანობას ძირითადად ლობისტური და სარეკომენდაციო ხასიათის აქვს. მას სახელმწიფოების პოლიტიკის კონტროლისა და მსოფლიო მოსახლეობისთვის წესების დაწესების უფლებამოსილება არ აქვს. აქედან გამომდინარე, მტკიცება, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი კლიმატის ცვლილების საკითხით „ახალი მსოფლიო დღის წესრიგის შექმნას ცდილობს, მცდარია. მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან დაკავშირებით იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სხვა სტატიები (1,2,3). 

ამდენად, მტკიცება, რომ ბილ გეიტსის თქმით, კლიმატის ცვლილება „ახალი დღის წესრიგის“ შესაქმნელად მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თაღლითობაა, არის ყალბი. 

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#ბილ გეიტსი
#ფერმერების პროტესტი
#განახლებადი ენერგია
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა