• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: რუმინეთი მზად არის ისტორიული ტერიტორიების სანაცვლოდ ნატო-ს წევრობა დათმოს

დეზინფორმაცია: რუმინეთი მზად არის ისტორიული ტერიტორიების სანაცვლოდ ნატო-ს წევრობა დათმოს

ვერდიქტი: მანიპულირება

02/02/2024
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი Abuladze Paata, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3), ინფორმაციას აქვეყნებს. მისი მტკიცებით, უკრაინის სრულად გაკონტროლების შემთხვევაში, თუ რუსეთი რუმინეთს ისტორიულ მიწებს დაუბრუნებს, რუმინეთი მზად არის, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი (NATO) დატოვოს. რეალურად, ისტორიული ტერიტორიების სანაცვლოდ ნატო-ს დატოვების განცხადება არა რუმინეთის ხელისუფლებას, არამედ ცალკეულ  რუმინელ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ეკუთვნის. 

უკრაინასა და რუმინეთს შორის წარსულში არსებული ტერიტორიული უთანხმოება ძირითადად  9 კუნძულს უკავშირდება. კუნძულები თავდაპირველად რუმინეთის შემადგენლობაში შედიოდა, თუმცა 1945 წელს სსრკ-ის მიერ იქნა ოკუპირებული. 1947 წლის პარიზის სამშვიდობო ხელშეკრულებით კუნძულები კვლავ რუმინეთის შემადგენლობაში დაბრუნდა. მოგვიანებით, ტერიტორიები რუმინეთსა და სსრკ-ს შორის სპეციალური პროტოკოლით გაიყო, თუმცა პროტოკოლი არც ერთი მხარის მიერ რატიფიცირებული არ ყოფილა. სსრკ-ის დაშლის შემდეგ, უკრაინის შემადგენლობაში დარჩა ზემოხსენებულ კუნძულთაგან 6, რომლებზეც პრეტენზიას რუმინეთი აცხადებდა. 

დავა 1997 წელს გადაწყდა, როდესაც ნატოში გასაწევრიანებლად რუმინეთმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას „რუმინეთსა და უკრაინას შორის კეთილმეზობლობისა და თანამშრომლობის შესახებ“ (‘Treaty on the relations of good neighbourliness and cooperation between Romania and Ukraine’). ხელშეკრულების ხელმომწერი მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებდნენ, რომ მათ შორის არსებული საზღვარი ახლაც და მომავალშიც ხელშეუხებელი დარჩებოდა, თავს შეიკავებდნენ ყოველგვარი მცდელობისგან, რომლითაც ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და საზღვრის ურღვეობას ხელყოფდნენ. 

2024 წლის 24 იანვარს კლაუდიუ ტარზიუმ, ულტრა-მემარჯვენე ექსტრემისტული რუმინული პოლიტიკური გაერთიანების ლიდერმა, იასში სიტყვით გამოსვლისას რუმინეთის ტერიტორიული გაერთიანების მნიშვნელობაზე ისაუბრა.  მან განაცხადა, რომ რუმინეთი არ იქნება ჭეშმარიტად სუვერენული მანამ, სანამ სახელმწიფო მის ბუნებრივ საზღვრებში არ რეინტეგრირდება. ტარზიუმ ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია ბესარაბიის ჩრდილოეთ ბუკოვინას, სამხრეთ ბესარაბიის, ჰერტას მიწის, ტრანსკარპათიისა და ყველა იმ ტერიტორიის დაბრუნება, რაც ოდესღაც რუმინელ ხალხს ეკუთვნოდა. 

„რუმინელთა გაერთიანების ალიანსის“ (‘Alliance for the Union of Romanians’ - AUR) ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის შემადგენლობაში არსებული რუმინული ტერიტორიების სანაცვლოდ, მზადაა, ნატოში რუმინეთის წევრობა დათმოს (გამოსვლის ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე, 1:01:00-დან). კლაუდიო ტარზიუ პოლიტიკოსია, რომელმაც რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან რამდენიმე დღის შემდეგ რუსეთთან თანამშრომლობისა და ურთიერთობების დათბობისთვის მზადყოფნა განაცხადა, თუ, რა თქმა უნდა, რუსეთსაც სურდა ეს. 

რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიას, AUR ანტი-უკრაინული და პრორუსული ალიანსია, რომელსაც პარტიის წევრები აღწერენ, როგორც „სუვერენულს“ და „კონსერვატიულს“.  პარტიას ხელმძღვანელობს ჯორჯე სიმიონი, რომელსაც რუსეთის საიდუმლო სამსახურთან, FSB-სთან თანამშრომლობის ბრალდებით, რამდენიმე წლის წინ უკრაინასა და მოლდოვას რესპუბლიკაში შესვლა აუკრძალეს. 

ამრიგად, განცხადება რუმინეთის მიერ ისტორიული ტერიტორიების სანაცვლოდ ნატო-ს წევრობის დათმობის შესახებ, ულტრა-მემარჯვენე პარტიის ლიდერს ეკუთვნის და არა - რუმინეთის ხელისუფლებას.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#AUR
#მანიპულირება
#კლაუდიუ ტარზიუ
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა