• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: „ემბრიონის სუპი“ ებრაულ-თალმუდისტური კერძია

დეზინფორმაცია: „ემბრიონის სუპი“ ებრაულ-თალმუდისტური კერძია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

16/01/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი Irakli Zakareishvili, რომლის გავრცელებული ყალბი ამბავი „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3), ფოტოს ავრცელებს, რომელიც, მისი მტკიცებით, ებრაულ-თალმუდისტურ კერძს, „ემბრიონის სუპს“ ასახავს. რეალურად, ფოტო 2000 წელს არის გადაღებული და ის ჩინელი არტისტის წარმოდგენის ნაწილი იყო. კერძი „ემბრიონის სუპი“ არ არსებობს და შესაბამისად, მას ებრაულ-თალმუდისტურ კულტურასთან საერთო არაფერი აქვს.

 

პოსტში გავრცელებული ფოტოების TinEye.com-ის მეშვეობით მოძიების შედეგად დადგინდა, რომ ისინი ინტერნეტსივრცეში 2008 წლიდან განსხვავებული აღწერილობით ყოველწლიურად ვრცელდება. აღნიშნულ ფოტოებს სხვადასხვა დროს მსოფლიოში მიმდინარე ამა თუ იმ მოვლენას  მცდარად უკავშირებდნენ.  

ყველაზე ხშირად ფოტოები ვრცელდება მტკიცებასთან ერთად, რომ ჩინელები კანიბალიზმის მიმდევრები არიან და „ბავშვის სუპი“ ჩინური კერძია. 2019-2020 წლებში აღნიშნული ფოტოები კორონავირუსის კონტექსტშიც გავრცელდა. ქვეყნდებოდა Facebook-პოსტები მტკიცებით, რომ კორონავირუსის გავრცელება ჩინელი ხალხის მიერ ბავშვების ჭამამ გამოიწვია. აღნიშნული დეზინფორმაციის ვირუსულ გავრცელებას ჯერ კიდევ 2020 წელს გამოეხმაურნენ ისეთი ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციები, როგორებიცაა PolitiFact, Rappler, Verafiles. 

რეალურად, ფოტოები 2000 წელს არის გადაღებული და ჩინელი ხელოვანის ჟუ იუს წარმოდგენას, ე.წ. „პერფორმანსს“ ასახავს. აღნიშნული ფოტოები ხშირად ვრცელდებოდა სურათებთან ერთად, რომლებზეც თავად ჟუ იუ არის ასახული და თითქოს ბავშვის ხორცს ჭამს. კადრები მტკიცებასთან ერთად ვრცელდებოდა, რომ მასზე „ყველაზე ცხელი ტაივანური კერძი“ იყო ნაჩვენები. ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციის Snopes-ის თანახმად, საკითხით სამართალდამცავი ორგანოები დაინტერესდნენ, FBI და Scotland Yard. მათი მიზანი იყო, განესაზღვრათ ფოტოების გადაღების დრო და ადგილი და  მასზე ასახული ადამიანის იდენტიფიცირება მოეხდინათ.  

გამოძიებით დადგინდა, რომ  ფოტოებზე გამოსახული მამაკაცი ჩინელი პერფორმანს-არტისტი ჟუ იუა, რომელმაც შანხაის ხელოვნების ფესტივალზე 2000 წელს დადგა პერფორმანსი სახელწოდებით „ადამიანების ჭამა“. ფოტოებმა აჟიოტაჟის ტალღა 2003 წელს კიდევ ერთხელ გამოიწვია, როცა ერთ-ერთმა ბრიტანულმა ტელევიზიამ კადრები ტელევიზიით აჩვენა. პერფორმანსის ავტორის კომენტარის მიხედვით, იგი საყვედურებს მართლაც იმსახურებდა, თუმცა მისი, როგორც ხელოვანის „პასუხისმგებლობა“ იყო, ხელოვნებისა და მორალის შესახებ გაეჩაღებინა დებატები. 

რაც არ უნდა ყოფილიყო ჟუ იუს მიზანი, ცხადია, რომ არ არსებობს ებრაული, ჩინური თუ ტაივანური კერძი, რომელსაც ემბრიონისგან ან ჩვილებისგან ამზადებენ.  

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#ებრაული კერძი
#არესტოვიჩი
#ემბრიონი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა