• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: აშშ-მა 1969 წელს შეწყვიტა 10 000-დოლარიანი კუპიურის გამოშვება, რომელსაც „დიდება სატანას“ ეწერა

დეზინფორმაცია: აშშ-მა 1969 წელს შეწყვიტა 10 000-დოლარიანი კუპიურის გამოშვება, რომელსაც „დიდება სატანას“ ეწერა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

05/12/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი Irakli Zakareishvili, რომლის გავრცელებული ყალბი ამბავი „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3), ამტკიცებს, რომ 10,000-დოლარიანი კუპიურის გამოშვება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 1969 წელს შეწყვიტა, კუპიურას „დიდება სატანას“ აწერია. რეალურად, კუპიურის ფოტო დამუშავებულია და მას სატანის მადიდებელი ფრაზა არ აწერია.

 

პოსტში გავრცელებული ფოტოს TinEye.com-ის მეშვეობით მოძიების შედეგად დადგინდა, რომ კონსპირაციული თეორია, რომლის მიხედვითაც, 10 000-დოლარიან კუპიურაზე დატანილია ფრაზა, რომელმაც მდიდარ ადამიანებში სატანის თაყვანისცემა უნდა წაახალისოს, ინტერნეტსივრცეში პირველად 2015 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ ხშირად ვრცელდებოდა.

10 000-დოლარიანი კუპიურა პირველად 1918 წელს დაიბეჭდა, თუმცა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტისა და ფედერალური სარეზერვო სისტემის გადაწყვეტილებით, გამოუყენებლობის გამო, კუპიურის გაცემა 1969 წელს შეწყდა. მიუხედავად იმისა, რომ კუპიურა გამოყენებაში 1969 წლამდე რჩებოდა, ის 1945 წლის შემდეგ არ დაბეჭდილა, მსგავსად, 500, 1,000, 5 000-დოლარიანი კუპიურებისა. 

კონსპიროლოგები ავრცელებენ 10 000-დოლარიანი კუპიურის გადიდებულ ვერსიას, თუმცა არ ასახელებენ წყაროს, რაზე დაყრდნობითაც მსგავსი განცხადებები კეთდება.  მართალია, მიმოქცევაში დარჩენილი კუპიურები ფართო საზოგადოებისთვის მიუწვდომელია, თუმცა შეგვიძლია დავაკვირდეთ აშშ-ის გრავიურისა და ბეჭდვის ბიუროს  მიერ წარმოდგენილ ფოტოს:

 

ფოტოზე ნათლად ჩანს, რომ არანაირი ფრაზა, მით უმეტეს, სატანის მადიდებელი, ქაღალდის ფულზე დატანილი არ არის. 

ამგვარად, Facebook-მომხმარებლის მიერ გავრცელებული ფოტო დამუშავებულია და 10 000-დოლარიან კუპიურას ფრაზა - „დიდება სატანას“, არ აწერია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#დოლარი
#კუპიურა
#უკრაინა
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

    2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
  • 2022-2024 წლებში საშუალო ხელფასი 1300-დან 2217 ლარამდე გაიზარდა

    2022-2024 წლებში საშუალო ხელფასი 1300-და...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • 2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან გურიაში ოთხი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის, ორი წელია გასული და ამათ თითი თითზე არ დაუდევთ

    2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბი...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა