• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ინტერნეტსივრცეში ვოლოდიმირ ზელენსკის ყალბი სატელეფონო ჩანაწერი ვრცელდება

ინტერნეტსივრცეში ვოლოდიმირ ზელენსკის ყალბი სატელეფონო ჩანაწერი ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

18/12/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში მომხმარებელი Patiko Antiliberasti Mxilebadze, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3), ვოლოდიმირ ზელენსკისა და ოლენა ზელენსკას შორის გამართული სატელეფონო საუბრის ჩანაწერს აქვეყნებს. მეუღლესთან საუბრის ჩანაწერში უკრაინის პრეზიდენტი დასავლელ პარტნიორებს აკრიტიკებს და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს „ფარისეველს“, ხოლო აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს „კლოუნს“ უწოდებს. ჩანაწერში ვოლოდიმირ ზელენსკი ამტკიცებს, რომ მოკავშირეები მას კორუფციასთან ბრძოლას აიძულებენ, რაც ომის პირობებში შეუძლებელია. ჩანაწერში უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ კორუფციის გარეშე პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაიშლება, რამდენადაც უკრაინაში ახლა ფულს ყველა იპარავს. რეალურად, ჩანაწერის ავთენტურობა არ დასტურდება.

აუდიოჩანაწერი პირველად 2023 წლის 6 დეკემბერს ანტი-უკრაინული The Intel Drop-ის მიერ გამოქვეყნდა. ის დეზინფორმაციის გამავრცელებელ საერთაშორისო ვებგვერდებზე (იხილეთ, ბმული 1 და ბმული 2) სწრაფად გავრცელდა. აღსანიშნავია, რომ მაგალითად, ნიგერიული გამოცემა The Nation-მა წარსულში ოლენა ზელენსკას შესახებ დეზინფორმაცია გამოაქვეყნა, თითქოს მან ამერიკაში ვიზიტისას, ნიუ-იორკში Cartier-ის მაღაზიაში მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ აუდიოჩანაწერის გამავრცელებელი The Intel Drop-ი ჩანაწერის გამოქვეყნებისას წყაროს არ უთითებს. სტატიის თანდართულ კომენტარში ვკითხულობთ, რომ აუდიოჩანაწერის წარმომავლობა გაურკვეველია, თუმცა დასავლეთსა და უკრაინაში ზელენსკის შემცირებული პოპულარულობის გათვალისწინებით, ის უკრაინული და დასავლური სადაზვერვო სააგენტოების მიერ უნდა იყოს გავრცელებული. ამის მიუხედავად, აღნიშნული ჩანაწერი არც ერთ სანდო დასავლურ თუ საერთაშორისო მედიასაშუალებას არ გამოუქვეყნებია.

აუდიოჩანაწერის შესახებ კომენტარი უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტრომ გააკეთა. მათ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ აუდიოჩანაწერი ყალბია და მსახიობების მიერ არის შექმნილი. მსახიობებს ძლიერი რუსული აქცენტი და ატიპიური გამოთქმა აქვთ, განსხვავებით ზელენსკის მეტყველებისგან. მათი მტკიცებით, დეზინფორმატორები არ ერიდებიან უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ ყალბი ჩანაწერების შექმნასა და გამოყენებას, რათა ლიდერების ურთიერთდაპირისპირება და კიევისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების შეწყვეტა გამოიწვიონ.

ჩანაწერის გავრცელებას უკრაინული ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია VoxUkraine-იც გამოეხმაურა. მათ მიერ გამოქვეყნებულ ანალიზში ვკითხულობთ, რომ საუბრისას ვოლოდიმირ ზელენსკი სასაუბრო ენას უკრაინულიდან რუსულზე, და პირიქით, ხშირად ცვლის, ამასთანავე, უკრაინულ სიტყვებს წვალებითა და რუსული აქცენტით გამოთქვამს. ოლენა ზელენსკა კი რუსული აქცენტით ისე საუბრობს, თითქოს უკრაინული ენა საერთოდ არ იცის.  YouTube-ზე გამოქვეყნებული ვიდეო კი YouTube-ს წესების დარღვევის გამო საერთოდ წაშლილია.

ამდენად, ინტერნეტსივრცეში გავრცელებული სატელეფონო ჩანაწერის ავთენტურობა არ დასტურდება.  

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#ოლენა ზელენსკა
#ვოლოდიმირ ზელენსკი
#აუდიოჩანაწერი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა