• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
მანიპულირება: ვოლოდიმირ ზელენსკიმ მზადყოფნა გამოაცხადა, ებრძოლოს რუსეთს ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე, თუ ხელისუფლებაში დონალდ ტრამპი მოვა

მანიპულირება: ვოლოდიმირ ზელენსკიმ მზადყოფნა გამოაცხადა, ებრძოლოს რუსეთს ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე, თუ ხელისუფლებაში დონალდ ტრამპი მოვა

ვერდიქტი: მანიპულირება

08/12/2023
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ნონა შარაბიძე, რომლის გავრცელებული ყალბი ამბავი „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3), ამტკიცებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მზადყოფნა გამოაცხადა, ებრძოლოს რუსეთს ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე, თუ ხელისუფლებაში დონალდ ტრამპი მოვა. პრეზიდენტის განცხადება მოჭრილია და ზელენსკის ნათქვამს ისე წარმოაჩენს, თითქოს უკრაინა, დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, მარტო იომებს. რეალურად, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კომენტარი ტრამპის განცხადებების კონტექსტში გააკეთა და აღნიშნა, რომ თუ დონალდ ტრამპი, გაპრეზიდენტების შემთხვევაში, უკრაინას დახმარებას შეუმცირებს/შეუწყვეტს, უკრაინელები მაინც იბრძოლებენ.

Facebook-მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს თან ერთვის Moscow Times-ის სტატიის ფოტოანაბეჭდი. სტატია 2023 წლის 9 ნოემბერს გამოქვეყნდა სათაურით - „ზელენსკიმ მზაობა განაცხადა ებრძოლოს რუსეთს აშშ-ის გარეშე, თუ ხელისუფლებაში მოვა ტრამპი“ (“Зеленский заявил о готовности сражаться с Россией без США, если к власти придет Трамп”). სტატიის ძირითად ნაწილში განცხადების სრულ ვერსიას ვკითხულობთ, რომ  ზელენსკის თანახმად, თუ დონალდ ტრამპი აშშ-ის ხელისუფლებაში დაბრუნდება და ვაშინგტონი უკრაინის ომში პოზიციას შეიცვლის, მაშინ კიევი რუსეთთან ბრძოლას ამერიკის მხარდაჭერის გარეშე განაგრძობს. 

თავის მხრივ, Moscow Times-ის სტატია  2023 წლის 8 ნოემბერს Reuters-ის მიერ ორგანიზებული პრესკონფერენციის ვიდეოჩანაწერს ეყრდნობა. პრესკონფერენციაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ მართლაც გამოთქვა მზადყოფნა, ებრძოლოს რუსეთს აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე, თუმცა განცხადების კონტექსტი Facebook-მომხმარებლის მტკიცებისგან სრულიად განსხვავებული იყო. Reuters-ის კორესპონდენტებთან მსოფლიო გამოწვევებზე საუბრისას, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა (იხილეთ 2:18:56-დან), რომ უკრაინელ ხალხს აშინებს რესპუბლიკელების დამოკიდებულება უკრაინის ომთან დაკავშირებით. პრეზიდენტის განცხადებით, თუ შეერთებული შტატები შეცვლის პოზიციას, და თუ ლიდერების ცვლილება ზოგიერთ ინსტიტუტში, მათ შორის კონგრესში, თეთრ სახლში,  აშშ-ის საგარეო პოლიტიკის კურსის ცვლილებას გამოიწვევს, მაშინ უკრაინელებს აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე მოუწევთ ბრძოლა. თუმცა ამ შემთხვევაში ამერიკელებს უნდა ესმოდეთ, რომ ისინი მაინც იბრძოლებენ, რადგან უკრაინელებისთვის თავისუფლება ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა, რაც კი გააჩნიათ.

დონალდ ტრამპი, რომელიც 2024 წლის არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციაში წამყვანი კანდიდატია, აშშ-ის კიევისადმი მხარდაჭერას აკრიტიკებს. მან 2023 წლის მაისში ისიც განაცხადა, რომ ხელახლა არჩევის შემთხვევაში, ომის დასრულება უკრაინაში 24 საათში შეუძლია. 

2023 წლის 5 ნოემბერს ვოლოდიმირ ზელენსკიმ NBC-ის პრესკონფერენციაზე „Meet the Press“ დონალდ ტრამპის განცხადებას უპასუხა, რომ მას 24 საათის ნაცვლად მხოლოდ 24 წუთი დასჭირდებოდა, რათა აეხსნა, თუ რატომ არის ომის ასე მარტივად დასრულება და რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკება შეუძლებელი, მაშინაც კი, თუ პროცესებს ტრამპი ჩაუდგება სათავეში. ამასთანავე, ზელენსკიმ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი უკრაინაში მიიწვია, რათა ენახა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ 2022 წლის თებერვალში წამოწყებული კონფლიქტის შედეგები და მიმდინარეობა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმავე პრესკონფერენციაზე ასევე აღნიშნა, რომ თუ დონალდ ტრამპი არ ცდილობს და მზად არ არის რუსეთის პრეზიდენტს უკრაინული ტერიტორიები და ქვეყნის დამოუკიდებლობა შესთავაზოს, მაშინ პუტინთან მშვიდობის დამყარება შეუძლებელია. ხოლო თუ ომის გადაწყვეტის ტრამპისეული იდეა უკრაინის ტერიტორიის პუტინისთვის გადაცემას გულისხმობს, მაშინ ეს არ არის მშვიდობის ფორმულა. 

კითხვაზე, თუ რამდენად დაუჭერდა დონალდ ტრამპი მხარს უკრაინას ომში, თუ ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებდა, ზელენსკიმ უპასუხა, რომ ის დარწმუნებული არ იყო, თუმცა გამოთქვა იმედი, რომ მხარდაჭერა მხოლოდ პრეზიდენტზე არაა დამოკიდებული და მნიშვნელოვნად ემყარება ამერიკელი საზოგადოების აზრს, იმ ადამიანების აზრს, რომელთა გადასახადებს და შეხედულებებსაც ეფუძნება აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. 

ამრიგად, Facebook-ანგარიშის მიერ გავრცელებული ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადების  ფრაგმენტი მანიპულაციურად ვრცელდება და პრეზიდენტის ნათქვამის კონტექსტს უგულებელყოფს. 

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#უკრაინა
#ტრანსგენდერთა ხილვადობის დღე
#კლაუდიუ ტარზიუ
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა