• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ჰენრი კისინჯერის თანახმად, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი მესამე სამყაროს ქვეყნების  მოსახლეობის დეპოპულაცია უნდა იყოს

დეზინფორმაცია: ჰენრი კისინჯერის თანახმად, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი მესამე სამყაროს ქვეყნების მოსახლეობის დეპოპულაცია უნდა იყოს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

17/10/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში ანგარიში „ბოლო ჟამის ქრისტიანები“, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3), ამერიკელი დიპლომატისა და სახელმწიფო მოღვაწის, ჰენრი კისინჯერის ციტატას ავრცელებს. ციტატის თანახმად, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი მესამე სამყაროს ქვენების მიმართ მოსახლეობის დეპოპულაცია უნდა იყოს, რადგან აშშ-ის ეკონომიკა საზღვარგარეთიდან, განსაკუთრებით ნაკლებად განვითარებული ქვეყნებიდან, დიდი და მზარდი რაოდენობით მინერალებს მოითხოვს. რეალურად, გავრცელებული ციტატის პირველი ნაწილი სრულად გაყალბებული, ხოლო მეორე ნაწილი, რომელიც  1974 წელს გამოქვეყნებული მემორანდუმიდან არის აღებული და მოსახლეობის ხელოვნურად შემცირების კონსპირაციასთან მცდარად არის დაკავშირებული.

დეზინფორმაცია მიზნად ისახავს, შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს უკვე წლებია, რაც აშშ-ის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი მოსახლეობის ხელოვნური დეპოპულაციაა. პოსტში მინიშნებაა გაკეთებული, რომლის მიხედვით ამ „გეგმის“ განხორციელების ერთ-ერთ ინსტრუმენტი მოსახლეობის ვაქცინაციაა.

აღნიშნული დეზინფორმაცია სოციალურ ქსელში აქამდეც გავრცელებულა (იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ მიერ 2021 წლის 26 ივლისს გამოქვეყნებული სტატია).

გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ ციტატის პირველი ნაწილი - მესამე სამყაროს ქვეყნების დეპოპულაციის პრიორიტეტულობის შესახებ, სანდო მედიასაშუალებების ვებგვერდებზე საერთოდ არ იძებნა. განცხადების მეორე ნაწილი, 1974 წელს ჰენრი კისინჯერის მიერ მომზადებული ეროვნული უსაფრთხოების კვლევის მემორანდუმიდან არის ამოღებული. დოკუმენტში ვკითხულობთ:

„რაც არ უნდა გაკეთდეს მიწოდების შეფერხებისგან თავის დასაცავად და შიდა ალტერნატივების შესაქმნელად, აშშ-ს ეკონომიკას დასჭირდება მინერალების ფართო და მზარდი რაოდენობა საზღვარგარეთიდან, განსაკუთრებით ნაკლებად განვითარებული ქვეყნებიდან. ეს ფაქტი აძლიერებს აშშ-ის ინტერესს მომწოდებელი ქვეყნების პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობის მიმართ. რამდენადაც შობადობის შემცირების გზით შემცირებულ დემოგრაფიულ წნეხს ასეთი სტაბილურობის გაზრდა შეუძლია, დემოგრაფიული პოლიტიკა რელევანტური ხდება აშშ-ის რესურსების მარაგებისა და ეკონომიკური ინტერესებისთვის“.

გარდა ამისა, მინერალებთან და საწვავთან დაკავშირებულ ქვეთავში ასევე ვკითხულობთ: „მოსახლეობის სწრაფი ზრდა თავისთავად არ არის ამოწურვად ბუნებრივ რესურსებზე ზეწოლის (წიაღისეული და სხვა მინერალები) ძირითადი ფაქტორი, რამდენადაც მათზე მოთხოვნა უფრო მეტად დამოკიდებულია სამრეწველო გამომუშავებაზე, ვიდრე ხალხის რაოდენობაზე. მეორე მხრივ, მსოფლიო მზარდადაა დამოკიდებული მინერალურ რესურსებზე განვითარებადი ქვეყნებიდან და თუ მოსახლეობის სწრაფი ზრდა შეაფერხებს მათ პერსპექტივას ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური პროგრესისთვის, მიღებულმა არასტაბილურობამ შესაძლოა შეარყიოს პირობები ამ რესურსების გაფართოებული წარმოებისა და უწყვეტი ნაკადების მიწოდებისთვის“. 

კისინჯერი აღნიშნავს, რომ მოსახლეობის ზრდა ბუნებრივ რესურსებზე ზეწოლის ძირითადი ფაქტორი არ არის. ხოლო ვინაიდან განვითარებად ქვეყნებში მოსახლეობის ზრდას მოკლევადიან პერიოდში სოციალური წესრიგის დარღვევა შეუძლია, რომელმაც შემდგომში ბუნებრივი რესურსების მიწოდებაზეც შეიძლება მოახდინოს გავლენა, იგი ამ ქვეყნებში არსებული დემოგრაფიული პოლიტიკის მნიშვნელობაზეც საუბრობს.  

არსებული მტკიცებულებები აჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჰენრი კისინჯერი მოსახლეობის რაოდენობასა და რესურსების მიწოდებას შორის არსებულ კავშირს ხაზს უსვამს, არსად ახსენებს, რომ აშშ-მა მესამე სამყაროს ქვეყნებში საგარეო პოლიტიკის  მთავარ პრიორიტეტად მოსახლეობის დეპოპულაცია უნდა დაისახოს.

ამგვარად,  ციტატა, რომელსაც სოციალურ ქსელში ჰენრი კისინჯერს მიაწერენ, ყალბია. 

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#ჰენრი კისინჯერი
#აშშ-ის საგარეო პოლიტიკა
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა