• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ბილ გეითსის გენმოდიფიცირებული კოღოები ახალ დაავადებებს გაავრცელებენ

დეზინფორმაცია: ბილ გეითსის გენმოდიფიცირებული კოღოები ახალ დაავადებებს გაავრცელებენ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

15/08/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში მომხმარებელი “ბოლო ჟამის ქრისტიანები”, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს” აქამდე არაერთხელ გადაუმოწმებია (1; 2; 3), მორიგ კონსპირაციულ თეორიას ავრცელებს. პოსტში ვკითხულობთ: “ბილ გეითსის გენმოდიფიცირებული კოღოები ახალ დაავადებებს გაავრცელებენ“... თანდართულ ვიდეოში ბილ გეითსი Oxitec-ის კოღოების პროექტზე საუბრობს. 

აღნიშნულ თემაზე ინფორმაცია ასევე გადაამოწმეს ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციებმა: Verify, Politifact, Factcheck.AFP, Factcheck.org. 

რეალურად, ვიდეოში ბილ გეითსი საუბრობს Oxitec-ის კოღოების პროექტებზე (1, 2), რომლებიც მიზნად არა დაავადების გავრცელებას, არამედ, პირიქით, კოღოების მიერ გადამტანი დაავადების პრევენციას ისახავს. ბილ და მელინდა გეითსის ფონდის  ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მსოფლიოს ქვეყნებში მალარიასთან ბრძოლაა. ფონდის ვებსაიტის მიხედვით, გაზრდილი დაფინანსების, ეფექტური ჩარევისა და პოლიტიკური მხარდაჭერის დამსახურებით, მსოფლიომ თავიდან აირიდა 1.7 მილიარდი მალარიის შემთხვევა და 10.6 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. Oxitec-ი ბრიტანული ბიოტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ბილ გეითსის ფონდის ერთ-ერთი პარტნიორია. აღნიშნული კომპანია ქმნის ისეთ გენურად მოდიფიცირებულ მწერებს, რომლებიც არ გაავრცელებენ დაავადებებს და არ  დააზიანებენ მოსავალსა და საქონელს.  

გენურად მოდიფიცირებული ყველა კოღო მამრობითი სქესისაა, ამიტომ ისინი არ იკბინებიან. მალარიის პროექტის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ, როდესაც გენურად მოდიფიცირებული მამრი კოღოები და მდედრი დაავადების გადამტანი კოღოები გამრავლდებიან, მათი შთამომავლობა დაიღუპება სანამ ზრდასრულობას მიაღწევს, რაც, საბოლოო ჯამში, ნაკლებ დაავადების გადამტან კოღოს ნიშნავს. 

2023 წლის ივნისში ამერიკის შტატებში: ფლორიდასა და ტეხასში იშვიათი მალარიის შემთხვევების გამოაშკარავების შემდეგ, ინტერნეტში გავრცელდა ბრალდებები, თითქოს აღნიშნული ფაქტები სწორედ ბილ და მელინდა გეითსის ფონდის საქმიანობას უკავშირდებოდა. როგორც ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციებმა დაადასტურეს, მალარიის პროგრამა Oxitec-ს ამერიკაში საერთოდ არ აქვს და ზემოხსენებული შემთხვევები ბილ გეითსს არანაირად არ უკავშირდებოდა. 

ამდენად, მტკიცება, თითქოს ბილ გეითსის გენმოდიფიცირებული კოღოები ახალ დაავადებებს გაავრცელებენ, მცდარია. 

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#ბილ გეითსი
#გენმოდიფიცირებული კოღოები
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა