• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: დასავლეთ უკრაინის სკოლებში „ლგბტ წრეები“ იქმნება

დეზინფორმაცია: დასავლეთ უკრაინის სკოლებში „ლგბტ წრეები“ იქმნება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

08/09/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

Facebook-მომხმარებელი Irakli Jankarashvili, რომლის გავრცელებული დეზინფორმაციაც „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1,2), მორიგ ყალბ მტკიცებას ავრცელებს. მტკიცების თანახმად, დასავლეთ უკრაინის სკოლებში დაწყებითი კლასებისთვის „ლგბტ წრეები“ იქმნება, სადაც მოსწავლეებს „გარყვნილებისა და პროპაგანდის“ შესახებ ასწავლიან. გავრცელებულ მტკიცებას თან ფოტო-ანაბეჭდი ახლავს, რომელიც თითქოს ივანო-ფრანკოვსკის N4 ლიცეუმის ვებგვერდზე „ლგბტ წრეების“ შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ასახავს. აღნიშნული დეზინფორმაცია რუსულენოვანი ანგარიშის მიერაც გავრცელდა (1).

სინამდვილეში, ივანო-ფრანკოვსკის N4 ლიცეუმის ოფიციალურ ვებგვერდზე მსგავსი განცხადება არ გამოქვეყნებულა. ლიცეუმს უკრაინული ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია Stopfake დაუკავშირდა. მათ LGBTQ+ თემთან დაკავშირებული წრეებისა და გაკვეთილების არსებობა უარყვეს. ლიცეუმის წარმომადგენლების თანახმად, გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ ასახავს და ყალბია.

ამასთან, Facebook-ზე გამოქვეყნებულ ფოტო-ანაბეჭდზე ნაჩვენები სექცია „Батькам“ („მშობლებს“) მშობლებისთვისაა განკუთვნილი და სკოლაში ბავშვთა რეგისტრაციასა და კვებას უკავშირდება. ვებგვერდზე LGBTQ+ კლასების ან რაიმე ტიპის პროპაგანდის სწავლების შესახებ ინფორმაცია არ გვხვდება.

ამდენად, გავრცელებული ფოტო-ანაბეჭდი ფოტოშოპითაა დამუშავებული და ყალბია. დასავლეთ უკრაინაში არსებული ივანო-ფრანკოვსკის N4 ლიცეუმის ოფიციალურ ვებგვერდზე „ლგბტ წრეების“ არსებობის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება. მსგავსი კლასების ან გაკვეთილების არსებობა თავად ლიცეუმის წარმომადგენლებმაც უარყვეს.

------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან გურიაში ოთხი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის, ორი წელია გასული და ამათ თითი თითზე არ დაუდევთ

    2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბი...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა - 9.4%.  2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1.1 მლნ-ზე მეტი ადამიანი, ეს მაჩვენებელი უკვე ჩამოსცდა 350 ათასს

    2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლიტიკაში რეალური ცვლილება არ მომხდარა

    [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა