სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშმა ნონა შარაბიძემ, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1,2,3,4), ამჯერად უკრაინის თავდაცვის მინისტრის ალექსეი რეზნიკოვის გაყალბებული ციტატა გაავრცელა. გავრცელებულ პოსტის მიხედვით, რეზნიკოვმა უკრაინის კონტრშეტევასთან დაკავშირებით შემდეგი განაცხადა: „მოსკოვმა კვლავ შეყარა ღრუბლები წითელ მოედანზე, რის გამოც უკრაინაში ისევ წვიმს. ამიტომ, კონტრშეტევა კვლავ გადაიდო“. რეალურად, აღნიშნული ციტატა ყალბია.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მსგავსი განცხადება არცერთ ოფიციალურ გვერდზე არ იძებნება. მსგავსი სიტყვებით, რეზიკოვის განცხადების პოვნა მხოლოდ რუსულენოვან პროპაგანდისტულ გვერდებზეა შესაძლებელი (1, 2).

აღნიშნული ციტატა პროპაგანდისტულმა გვერდებმა 2023 წლის 9 მაისს გაავრცელეს, მას შემდეგ, რაც რეზნიკოვმა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევაზე საუბრისას, მოლოდინები გადაჭარბებულია, რადგან ადამიანების უმეტესობა ელოდება რაღაც უზარმაზარს და ამან შესაძლოა, გამოიწვიოს „ემოციური იმედგაცრუება“.

უკრაინის კონტრშეტევასთან დაკავშირებით, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა რამდენიმე დღის წინ ტელეგრამზე ვიდეო გააზიარა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალების კონტრშეტევა საჯაროდ არ გამოცხადდება. ვიდეოში სოციალურ მედიაში კონტრშეტევასთან დაკავშირებული პოსტებია ნაჩვენები წარწერით - „დაიწყო!“, რასაც გაზიარებული ვიდეოს ბოლოს შემდეგი სიტყვები - „გეგმებს უყვარს სიჩუმე“, მოჰყვება.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი