სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება ინფორმაცია (1,2,3,4,5), რომ რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისში, მცხეთასა და რუსთავში მოსახლეობას დაბინძურებული სასმელი წყალი მიეწოდება. Facebook-მომხმარებლები მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ ორი-სამი დღის განმავლობაში ონკანის წყლის დალევას უნდა მოერიდონ.

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, Georgian Water and Power-მა აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება უკვე გააკეთა. კომპანია განმარტავს, რომ დეზინფორმაცია უსაფუძვლოდ ვრცელდება და ქალაქ თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მოსახლეობას მაღალი ხარისხის სასმელი წყალი მიეწოდება. GWP-ის ცნობით, სასმელი წყლის ხარისხი ლაბორატორიის სპეციალისტების მიერ 24-საათიან რეჟიმში კონტროლდება.

„კომპანია ადასტურებს, რომ მოსახლეობას მაღალი ხარისხის სასმელი წყალი მიეწოდება. ხარისხის კონტროლს ჯივიპის ლაბორატორიის სპეციალისტები უწყვეტი ციკლით, 24-საათიან რეჟიმში აწარმოებენ. სასმელი წყლის ხარისხი თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში სრულად აკმაყოფილებს როგორც ეროვნული რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციებსა და ევრო რეგულაციებს. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მიერ წყალაღება ხდება სანიტარული ზონებით დაცული ტერიტორიებიდან, რომელთაც ზედამხედველობას კომპანია უწევს. მოპოვებული ნედლი წყლის დამუშავება ტექნოლოგიური პროცესის სრული დაცვით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს”, – ნათქვამია GWP-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

-------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი