• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: რუსეთიდან ევროკავშირის მიმართულებით პირდაპირი ფრენები სრულდება

დეზინფორმაცია: რუსეთიდან ევროკავშირის მიმართულებით პირდაპირი ფრენები სრულდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

02/06/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

Facebook-მომხმარებელი Теимураз Бакрадзе სოციალურ ქსელში დეზინფორმაციას ავრცელებს. მტკიცების თანახმად, რუსეთთან ფრენების აღდგენის გამო ევროკავშირის დემარშის პარალელურად, რუსეთიდან ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით პირდაპირი ფრენები სრულდება. გავრცელებულ პოსტს თან ერთვის ფოტოანაბეჭდი, სადაც ჩანს, რომ ონლაინ პლატფორმა Avia Charter მომხმარებელს მოსკოვი-ბერლინის პირდაპირ ფრენებს სთავაზობს.

ფოტოანაბეჭდი, რომელსაც Facebook-მომხმარებელი აქვეყნებს, Avia Charter-ის ვებგვერდიდან არის აღებული, სადაც სხვადასხვა ავიაკომპანიის ფრენების ნახვა სერვისის ღირებულებისა და ფრენის დროების მიხედვით არის შესაძლებელი. ინფორმაცია, თითქოს, მოსკოვიდან ბერლინის მიმართულებით პირდაპირი ფრენები სრულდება, აღნიშნულ ვებგვერდზე მართლაც არის განთავსებული, თუმცა, ის სიმართლეს არ შეესაბამება – რუსულ ავიაკომპანიებს ევროკავშირის საჰაერო სივრცეში შესვლა და მომსახურების მიღება აკრძალული აქვთ. რუსეთში ფრენა შეზღუდული აქვთ ევროკავშირში რეგისტრირებულ ავიაკომპანიებსაც – ევროკავშირის მიერ რუსული ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვას რუსეთის სატრანსპორტო ფედერალურმა სააგენტომ (როსავიაცია) კონტრსანქციებით უპასუხა და ევროკავშირში რეგისტრირებულ თვითმფრინავებს რუსეთში ფრენა აუკრძალა.

Air Charter-ის ვებგვერდზე ბერლინის მიმართულებით პირდაპირი ფრენების სექციაში ფრანგული ავიაკომპანია AirFrance-ის 2023 წლის 17 ნოემბრის რეისი ჩანს.

აღნიშნული ბილეთის არჩევის შემდგომ ვებგვერდი AirFrance-ის 17 ნოემბრის ხუთ რეისს გვთავაზობს, თუმცა იქვე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მოსკოვი-ბერლინის პირდაპირი ფრენა არც ერთი მათგანი არ არის. Avia Charter-ის თანახმად, AirFrance მოსკოვი-პარიზი-ბერლინის რეისს ასრულებს, თუმცა არც ეს ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს – AirFrance-ის ოფიციალურ ვებგვერდზე მოსკოვი-პარიზი-ბერლინის ფრენა არ იძებნება.

27 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ავიაკომპანიებისთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა და მომსახურების მიღება აკრძალა. იმავე დღეს, ავიაკომპანია Air France-მა რუსეთში ფრენებისა და რუსეთის ავია სივრცის გამოყენების შეწყვეტის შესახებ განაცხადა.

ევროსაბჭოს 2014 წლის 31 ივლისის რეგულაცია No 833/2014 -ის თანახმად:

1. აკრძალულია დოკუმენტის XI დანართში ჩამოთვლილი, ავია ან კოსმოსური ინდუსტრიისათვის განკუთვნილი საქონლისა და ტექნოლოგიების (თვითმფრინავები და მისი ნაწილები, კომპონენტები), ასევე XX დანართში ჩამოთვლილი საავიაციო საწვავის და მისი დანამატების მიყიდვა, მიწოდება, გადაცემა ან ექსპორტი, პირდაპირ ან ირიბად, ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის, ორგანიზაციისა და სტრუქტურისათვის რუსეთში, ან რუსეთში გამოსაყენებლად.

2.აკრძალულია XI დანართში მითითებულ აქტივებთან დაკავშირებით დაზღვევისა და გადაზღვევის სერვისის მიწოდება ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის, ორგანიზაციისა და სტრუქტურისათვის რუსეთში, ან რუსეთში გამოსაყენებლად.

3.აკრძალულია ნებისმიერი შემდეგი სახის სერვისის ან მათი ნებისმიერი კომბინაციის, გარდა გაფრენის წინა ინსპექტირებისა, მიწოდება ნებისმიერი თვითმფრინავისა და თვითმფრინავის კომპონენტისათვის (XI დანართის შესაბამისად) პირდაპირ ან ირიბად ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის, ორგანიზაციისა და სტრუქტურისათვის რუსეთში, ან რუსეთში გამოსაყენებლად: კაპიტალური რემონტი, შეკეთება, ინსპექტირება, ჩანაცვლება, მოდიფიცირება ან ხარვეზის აღმოფხვრა.

4.აკრძალულია:

4.1. ტექნიკური დახმარების, საბროკერო მომსახურების ან სხვა სერვისის მიწოდება დაკავშირებული პირველ პარაგრაფში ნახსენებ საქონელსა და ტექნოლოგიებთან და ამ საქონლისა და ტექნოლოგიების უზრუნველყოფასთან, წარმოებასთან, მომსახურებასა და გამოყენებასთან, პირდაპირ ან ირიბად, ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის, ორგანიზაციისა და სტრუქტურისათვის რუსეთში, ან რუსეთში გამოსაყენებლად.

4.2. დაფინანსება ან ფინანსური დახმარების მიწოდება დაკავშირებული პირველ პარაგრაფში ნახსენებ საქონელსა და ტექნოლოგიებთან, ან ამ საქონლისა და ტექნოლოგიების ნებისმიერი გაყიდვის, მიწოდების, გადაცემის ან ექსპორტის, ან ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფისათვის, პირდაპირ ან ირიბად, ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის, ორგანიზაციისა და სტრუქტურისათვის რუსეთში, ან რუსეთში გამოსაყენებლად.

5.აკრძალულია დაშვება, აფრენა ან გადაფრენა ევროკავშირის ტერიტორიაზე ნებისმიერი იმ თვითმფრინავისათვის, რომელიც გამოიყენება რუსული ავიაკომპანიის მიერ ნებისმიერი ფორმით, ან რეგისტრირებულია რუსეთში ან არ არის რეგისტრირებული რუსეთში მაგრამ მფლობელობაშია ან დაქირავებულია ნებისმიერი რუსი/რუსული ფიზიკური ან იურიდიული პირის, ორგანიზაციის ან სტრუქტურის მიერ, ან ნებისმიერი სხვა ფორმით იმყოფება მათი კონტროლის ქვეშ.

ამდენად, მტკიცება, რომ რუსეთიდან ევროკავშირის ქვეყნების, კერძოდ, გერმანიის მიმართულებით პირდაპირი ფრენები სრულდება, ყალბია. რუსულ ავიაკომპანიებს ევროკავშირის საჰაერო სივრცეში შესვლა და მომსახურების მიღება აკრძალული აქვთ. რუსეთში არც ევროკავშირში რეგისტრირებული ავიაკომპანიები დაფრინავენ.

---------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა