სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას გაყალბებული ციტატა ვრცელდება. გავრცელებული პოსტის მიხედვით, ლომჯარიამ 2021 წელს განაცხადა: „არ გვინდა რუსი ტურისტებით დატვირთული სამგზავრო თვითმფრინავები საქართველოს მიწაზე, გვირჩევნია რუსული ბომბდამშენების გამაყრუებელი ხმა და რუსული ტანკების ღრჭიალი“. საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველის მიმართ მადისკრედიტებელი კამპანია უკვე დიდი ხანია ქვეყანაში მუშაობს და მასთან დაკავშირებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2,3, 4, 5).

გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ მსგავსი ციტატა არც ერთ საძიებო სისტემაში, სანდო მედიასაშუალებების ვებგვერდზე არ იძებნება და მხოლოდ ზემოთ აღნიშნულ ფეისბუქ პოსტშია მოცემული.

რუსული თვითმფრინავების შესახებ ნინო ლომჯარიამ ფეისბუქ პოსტი რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა, რომლითაც ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას - გაეუქმებინა სავიზო რეჟიმი საქართველოსთან, გამოეხმაურა. „რუსული თვითმფრინავი ბოლოს ჩემი სახლის აივნიდან დავინახე, თავზე გადაგვიფრინა ხმაურით და თბილისი დაბომბა…“, - წერია პოსტში.

რაც შეეხება რუსი ტურისტების საკითხს, ნინო ლომჯარიამ რამდენიმე თვის წინ აღნიშნა: „ცოტა არ იყოს მიკვირს, რატომ უკვირთ მმართველი პარტიიდან პოლიტიკოსებს, რომ შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ნეგატიური განწყობები რუსეთის ხელისუფლების და იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც შეიძლება იბრძოდნენ ამ ქვეყნის წინააღმდეგ ან მომავალში, როცა მათი ხელისუფლება დაუძახებს, იბრძოლონ. ეს ძალიან ბუნებრივია, რომ მოქალაქეებმა სიყვარული არ გამოხატონ“. აღნიშნული განცხადება ლომჯარიამ ირაკლი კობახიძის ბრიფინგის შემდეგ გააკეთა. კობახიძის თქმით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიმართ ქსენოფობიის გაღვივების მიზანი საქართველოს ომში ჩართვაა.

შესაბამისად, Facebook-ზე გავრცელებული ნინო ლომჯარიას ციტატა ფაბრიკაციას წარმოადგენს და საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5417 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი