Facebook-ანგარიში Patiko Antiliberasti Mxilebadze, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია “ფაქტ-მეტრს” აქამდეც გადაუმოწმებია, სოციალურ ქსელში ფოტომანიპულაიცას ავრცელებს. გამოქვეყნებული ფოტო უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთად ასახავს, რომლებიც სურათს, თითქოს, ნუდისტური ქანდაკების ფონზე იღებენ.

რეალურად, აღნიშნული ფოტო მასალა რედაქტირებულია და ზელენსკისა და ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის ამსახველი კადრები კიევში 2023 წლის 3 თებერვალს გამართულ ევროკავშირი-უკრაინის სამიტზეა გადაღებული.

ამასთან, ქანდაკებას, რომელიც ფოტოსურათზე ჩანს, "And Life is Over There" ეწოდება და ის ჰააგაში, ნიდერლანდებში მდებარეობს.

ამდენად გავრცელებული ფოტო რედაქტირებულია და რეალობას არ ასახავს.

-----------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი