Facebook მომხმარებელი ავრცელებს ბრიტანელი პოლიტიკოსის დევიდ კურტენის მიერ Twitter-ზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს, სადაც კურტენის კითხვაზე თუ რომელი პრეზიდენტია საუკეთესო (Who is the best President?): ბაიდენი, პუტინი, ზელენსკი თუ მაკრონი, გამოკითხვაში მონაწილეთა 85.7% პასუხობს პუტინს. აღნიშნულ გამოკითხვას Facebook მომხმარებლი თან ურთავს რიტორიკულ კითხვას: „ლიბერალებო და შუაშისტებო, გამოიღვიძეთ, ინგლისიც რუსეთუმები და პუტინისტებია?“, რითიც ცდილობს Twitter-ის მომხმარებელთა მცირე ნაწილის აზრის მთელ ინგლისზე განზოგადებას და მცდარი სურათის შექმნას, თითქოს ინგლისში მოსახლეობის უმრავლესობა პუტინის მხარდამჭერია.

ბრიტანელმა პოლიტიკოსმა დევიდ კურტენმა 2020 წელს ბრიტანეთის დამოუკიდებლობის პარტია დატოვა და შეუერთდა პარტიას - Heritage Party (UK), რომლის ერთ-ერთი დამაარსებელიც თავად არის. Heritage Party წარმოადგენს მემარჯვენე პოპულისტურ პარტიას. დევიდ კურტენი შემჩნეულია ანტივაქსერული მესიჯებისა და პროპაგანდის გავრცელებაში. ამასთანავე, კურტენი აკეთებდა ცრუ განცხადებებს, რომ კოვიდპანდემია ჩვეულებრივი გრიპის ვირუსზე უარესი არ არის.

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე კურტენის მიერ გაკეთებული განცხადებები ემთხვევა ფართოდ გავრცელებულ ყალბ პრორუსულ ნარატივს, რომ თითქოს პუტინის მიზანი უკრაინის დენაციფიკაცია და დემილიტარიზაციაა. 2023 წლის 14 დეკემბერს კურტენმა გამოაქვეყნა ტვიტერ პოსტი, სადაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის რიში სუნაკის გადაწყვეტილებას უკრაინაში ბრიტანული ტანკების გაგზავნის შესახებ არასწორი, ხოლო ზელენსკის რეჟიმს ნაცისტების მიერ მხარდაჭერილი უწოდა.

2023 წლის 16 მარტს დევიდ კურტენმა, რომელსაც ტვიტერზე 113 ათასი მიმდევარი ჰყავს, გამოკითხვა ჩაატარა: „ვინ არის საუკეთესო პრეზიდენტი?“ გამოკითხვაში 11,002 ადამიანიდან 85.7%-მა პუტინის სასარგებლოდ მისცა ხმა. Facebook-მომხმარებლის მიერ აღნიშნული გამოკითხვით მანიპულირება და მისი განზოგადება მთელი ინგლისის მოსახლეობაზე (55 მილიონი) მიზნად ისახავს საზოგადოებაში პრორუსული განწყობების გაღვივებას.

--------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5403 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი