• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის საქმიანობა გამჭვირვალე არ არის

დეზინფორმაცია: არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის საქმიანობა გამჭვირვალე არ არის

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

10/03/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

მთავრობის მხარდამჭერმა ანონიმურმა Facebook-გვერდმა „პოლიტიკური აბსურდი“ საქართველოს პარლამენტში უმრავლესობის წევრების მიერ ინიციირებული კანონპროექტის საწინააღმდეგოდ დაწყებული საპროტესტო აქციების ფონზე გამოაქვეყნა პოსტერი წარწერით – „თუ არ უჭერ მხარს გრანტიჭამიებს, გააზიარე!“. პოსტერზე გამოსახულნი არიან სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ანა აბაშიძე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ თანადამფუძნებელი თამთა მიქელაძე, და ორგანიზაცია საფარის ხელმძღვანელი, ბაია პატარაია.

Facebook-გვერდის „პოლიტიკური აბსურდი“ მიერ გამოქვეყნებული პოსტი შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის საქმიანობა ან დაფინანსების გზები გამჭვირვალე არაა.

რეალურად, სახალხო დამცველის აპარატი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ კანონის 25-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, პირდაპირ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება: „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, იმ ოდენობით, რომელიც უზრუნველყოფს მისი ფუნქციების ჯეროვნად შესრულებას“.

ამასთან, ზემოთ ჩამოთვლილ არასამთავრობო ორგანიზაციებს ფინანსური ანგარიშები თუ დამფინანსებლების ვინაობა საჯარო და მარტივად ხელმისაწვდომია.

გთავაზობთ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვისა“ და „საფარის“ მიერ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგების ამსახველ დოკუმენტებს, სადაც ორგანიზაციების შემოსავლების, მათი დონორებისა და დანახარჯების დეტალური ნუსხაა (1,2,3,4) მოცემული.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“

„საფარი“

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის”

აღსანიშნავია, რომ Facebook-გვერდი „პოლიტიკური აბსურდი“, 2022 წლის 19 სექტემბერს შექმნილი, ოპოზიციური პარტიების კანდიდატებისა და მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირების დისკრედიტაციის მიზნით მოქმედი გვერდია. ხოლო მათ მიერ სამოქალაქო საზოგადოების საწინააღმდეგო საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გამოქვეყნებული პოსტერი დასპონსორებულია და თანხის გადამხდელად, როგორც სხვა დასპონსორებულ პოსტებში, Ramaz Beridze-ა მითითებული, თუმცა აღნიშნული პიროვნების საკონტაქტო ინფორმაცია და მოცემული მისამართი არარეალურია.

„ფაქტ-მეტრმა“ Facebook-გვერდი „პოლიტიკური აბსურდის“ აქტივობა Facebook-ის რეკლამების ბიბლიოთეკაში (Facebook Ad Library) გადაამოწმა. Facebook Ad Library პოლიტიკური და სოციალური საკითხების შესახებ დასპონსორებულ პოსტებს უყრის თავს და პოლიტიკური შინაარსის რეკლამების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს. ვებგვერდზე შენახული ინფორმაციის თანახმად, „პოლიტიკურმა აბსურდმა“ 28 თებერვლიდან 6 მარტამდე დროის ინტერვალში პოსტების რეკლამირებაში 125 აშშ დოლარი დახარჯა. Facebook-ის რეკლამების ბიბლიოთეკაში „პოლიტიკური აბსურდის“ მიერ დაახლოებით 100 დასპონსორებული პოსტი იძებნება, რისი ღირებულებაც, საერთო ჯამში, 1133 აშშ დოლარია.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიციირებული და მხარდაჭერილი კანონპროექტი არაერთ პრობლემურ ჩანაწერს შეიცავს და ევროკავშირის სამართლებრივ სისტემასთან შეუთავსებელია. ამას ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების განცხადებები ადასტურებს, მათ შორის, გამოხმაურებები ევროკავშირიდან. ისინი პირდაპირ მიუთითებენ, რომკანონპროექტი შეუთავსებელია როგორც ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან, ისე, ზოგადად, ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებთან.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ვენეციის კომისიის2014 წლის მოსაზრებით(რუსულ კანონთან დაკავშირებით), უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების „უცხოეთის აგენტებად” რეგისტრაცია, დემოკრატიულ საზოგადოებაში გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად აუცილებელი ზომა არ არის. კომისიის შეფასებით, მხოლოდ ფაქტი, რომ ორგანიზაცია უცხოურ დაფინანსებას იღებს, ამ ორგანიზაციისთვის „უცხოეთის აგენტის“ სტატუსის მინიჭებას ვერ ამართლებს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) შეფასებით (რუსულ კანონთან დაკავშირებით), „უცხოურ აგენტებად“ რეგისტრაციამ ორგანიზაციებს საჯარო ცხოვრებაში ჩართულობა და საქმიანობის განხორციელება შეუზღუდა. გადაწყვეტილებაში, ასევე აღნიშნულია, რომ „უცხოეთის აგენტის“ სტატუსის შექმნა დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელი არ იყო და ხელისუფლებამ ვერ წარმოადგინა სათანადო და საკმარისი მიზეზები მის შესაქმნელად, ასევე, ვერ აჩვენა, რომ ამით გამჭვირვალობის გაზრდას ხელი შეუწყო.

ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონთან დაკავშირებით, კერძოდ, უნგრული კანონის მაგალითზე, საკუთარი მოსაზრება მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოსაც აქვს დაფიქსირებული. 2020 წლის 18 ივნისს, ევროპული კომისიის მიმართვის საფუძველზე, სასამართლომ კანონი ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებთან შეუსაბამოდ მიიჩნია.

ამასთან, როგორც ცნობილია,ინიციირებული კანონპროექტი აგენტად დარეგისტრირებული სუბიექტების პერსონალური მონაცემების საჯაროობასაც ითვალისწინებს და იუსტიციის სამინისტროს ანიჭებს უფლებას,ნებისმიერ დროს განახორციელოს მონიტორინგი, რაც თავის მხრივ, პერსონალური მონაცემების მოპოვებისა (უცნობია, რა მოცულობით) და დამუშავების საშუალებას იძლევა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი ევროპულ სტანდარტებს ამ თვალსაზრისითაც ეწინააღმდეგება. კერძოდ კი, პერსონალური ინფორმაციის საიდუმლოებისა და პირადი ცხოვრების უფლებას (ვრცლად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში - 1,2, 3).

როგორც გუშინ გახდა ცნობილი, საპროტესტო აქციების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ უცხოელი აგენტების შესახებ პირველი მოსმენით მხარდაჭერილი რუსული კანონის უკან გაწვევის შესახებ გააკეთა განცხადება („კანონის გაწვევის“ პროცედურის შესახებ ინფორმაცია იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში).

--------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
უგულავა
ღარიბაშვილი
მარიამ ლაშხია
მარიამ ლაშხია

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა