• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: აშშ-ს თურქეთში და სირიაში მიწისძვრის გამოწვევა HAARP ტექტონიკური იარაღის მეშვეობით შეეძლო

დეზინფორმაცია: აშშ-ს თურქეთში და სირიაში მიწისძვრის გამოწვევა HAARP ტექტონიკური იარაღის მეშვეობით შეეძლო

ვერდიქტი: ტყუილი

20/02/2023
ტყუილი
განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში ფართოდ გავრცელებული შეთქმულების თეორიის მიხედვით, აშშ-ს თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის გამოწვევა ტექტონიკური იარაღის გამოყენებით შეეძლო. შეთქმულების თეორიის ცენტრში ამერიკული სამეცნიერო პროგრამა HAARP-ია, რომელსაც ტექტონიკურ და კლიმატურ იარაღად დაუსაბუთებლად წარმოაჩენენ (1, 2, 3, 4, 5, 6, 7).

აღნიშნულ ყალბ ამბავს საფუძვლად ინტერნეტში გავრცელებული ვიდეო მასალები უდევს - მტკიცების თანახმად, მასალები აჩვენებს, თუ როგორ ნათდება ცა 6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში მომხდარ მიწისძვრამდე რამდენიმე წუთით ადრე, „ელექტრომაგნიტური დარტყმა“ კი შედეგად მიწისძვრას იწვევს.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მიწისძვრის დროს დაფიქსირებულ ნათებებს „სეისმურ იარაღთან“ საერთო არაფერი აქვს. მეცნიერთა ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ მსგავსი ნათების წყარო მიწისძვრის დროს მთის გარკვეული ტიპის ქანებში ელექტრონული მუხტების გააქტიურებაა. წარსულში ამ ტიპის მოვლენები მიწისძვრების დროს სხვადასხვა ქვეყანაში დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ იდენტური შეთქმულების თეორია რუსულ ენაზეც ფართოდ გავრცელდა და „სეისმური იარაღის“ გამოყენებაში ბრალი აშშ-ს დასდეს. სოციალური ქსელის რუსული ანგარიშები მოტივად პოლიტიკურ უთანხმოებებს ასახელებენ - მათი მტკიცებით, 6 თებერვლის მიწისძვრა ვაშინგტონმა თურქეთის დაუმორჩილებლობისა და დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოების გამო მოაწყო.

სინამდვილეში, „ტექტონიკური იარაღის“ შესახებ არსებული შეთქმულების თეორია არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდება, ხოლო HAARP (ატმოსფეროს მაღალი სიხშირის ტალღებით კვლევის პროგრამა) ამერიკულ სამეცნიერო-კვლევითი პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც, დედამიწის ატმოსფეროს ზედა ნაწილი იონოსფეროს იკვლევენ და მას მიწისძვრების ხელოვნურად გამოწვევასთან ან ამინდის მართვასთან საერთო არაფერი აქვს.

ინჟინერმა დევიდ ნაიდიჩმა 2010 წლის მაისში სამეცნიერო ვებგვერდ Skeptic.com-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში შეთქმულების თეორიის ავტორების HAARP-სადმი განსაკუთრებული ინტერესი ამგვარად ახსნა: «ეს გიგანტური, მაღალენერგიული, პენტაგონის მიერ დაფინანსებული და ალიასკის შორეულ უდაბნოში მდებარე პროექტია, რომელიც იონოსფეროს ეთამაშება. [ამდენად] მისი მიზნები ჩვეულებრივი ადამიანებისთვის გაურკვეველია“.

მეცნიერულ წრეებში „ტექტონიკური იარაღის“ მსგავსი მოწყობილობის შექმნა მხოლოდ ჰიპოტეტურად განიხილება. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ თავად რუსი სეისმოლოგი ალექსეი ნიკოლაევი, რომელიც ტერმინ „ტექტონიკური იარაღი“-ს ავტორად ითვლება, მიიჩნევს, რომ „მიწისძვრის ხელოვნურად გამოწვევა - საკმაოდ საეჭვო ამოცანაა“.

ამდენად, მტკიცება, თითქოს, აშშ-ს HAARP-ის მეშვეობით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის ხელოვნურად გამოწვევა შეეძლო, მხოლოდ შეთქმულების თეორიაა, რომელსაც არანაირი მეცნიერული საფუძველი არ გააჩნია.

-------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ნულანდი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა