• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ლუბლიანის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს მთავარმა ექთანმა, რომელიც ვაქცინის ფლაკონებზე იყო  პასუხისმგებელი, თანამდებობა დატოვა

დეზინფორმაცია: ლუბლიანის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს მთავარმა ექთანმა, რომელიც ვაქცინის ფლაკონებზე იყო პასუხისმგებელი, თანამდებობა დატოვა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

13/02/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

Facebook-ანგარიში სოციალურ ქსელში Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ, ის ამტკიცებს, რომ ლუბლიანის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს მთავარმა ექთანმა, რომელიც, თითქოს, ვაქცინის ფლაკონებზე იყო პასუხისმგებელი, თანამდებობა დატოვა. ამასთან, Facebook-მომხმარებლის მტკიცებით, ექთანმა ხალხს აჩვენა „კოდები“, რომლებიც მიუთითებს, რომ ვაქცინის ამპულებში არის ფიზიოლოგიური ხსნარი, ი-რნმ ან სიმსივნის გამომწვევი მუტაციური გენი. აღსანიშნავია, რომ ყალბი მტკიცებები ლუბლიანის საავადმყოფოს ექთნის გადადგომასა და Covid-19-ის ვაქცინის შესახებ უცხოენოვან ვებგვერდებზე ჯერ კიდევ 2021 წლიდან ვრცელდებოდა.

სინამდვილეში, ლუბლიანის სამედიცინო ცენტრის (University Medical Centre in Ljubljana (UKCL) მედდა თანამდებობიდან არ გადამდგარა, ხოლო „კოდები“, რომლებზეც გავრცელებულ პოსტშია საუბარი, Covid-19-ის ვაქცინების შემადგენლობას საერთოდ არ ეხება.

AFP Belgrade-მა მთავარ მედდად წოდებული პიროვნების ვინაობა გაარკვია და დაადგინა, რომ აღნიშნული პიროვნება არის ვენერა კანელაკი, რომელიც, სამედიცინო ცენტრის სპიკერის თქმით, UKCL-ის მთავარი ექთანი არასდროს ყოფილა: „ჩვენ უარვყოფთ ამ ამბავს და მის ყველა ინტერპრეტაციას... ქალბატონი ვიდეოში, რომელსაც თქვენ ახსენებთ, არ არის მთავარი მედდა UKCL-ში“, - განაცხადა ცენტრის სპიკერმა. მეტიც, მისი თქმით, პიროვნება, რომელიც ვიდეოში ჩანს, არასდროს ყოფილა ლუბლიანის საუნივერსიტეტო კლინიკაში დასაქმებული. „ეს მოვლენა არასდროს მომხდარა ჩვენს დაწესებულებებში. UKCL და მისი ხელმძღვანელობა (მთავარი მედდა, ზდენკა მრაკი) მტკიცედ უჭერს მხარს ვაქცინაციას, როგორც Covid-19-ის შემდგომი გავრცელების პრევენციის ყველაზე ეფექტურ საშუალებას“ ,- დასძინა მან.

ამასთან, დაწესებულების ოფიციალური ვებგვერდიდან ვიგებთ, რომ UKCL-ის მოქმედი მთავარი მედდა ზდენკა მრაკია, რომელიც სამედიცინო ცენტრის მთავარი ექთანი ჯერ კიდევ პანდემიის დაწყებამდე გახდა.

რაც შეეხება ვიდეოს, რომელიც YouTube-ზე 2021 წლის 20 ნოემბერს აიტვირთა, წესების დარღვევის გამო პლატფორმიდან გამოქვეყნებიდან 6 დღეში წაიშალა. ამასთან, აღნიშნულ კლიპში კანალეკს არ უთქვამს, რომ ის UKCL-ში მუშაობს და შესაბამისად, არც გადადგომის შესახებ გაუკეთებია განცხადება. ხოლო „კოდი“, რომელზეც ის საუბრობდა, არის ვაქცინირებული პერსონის უნიკალური კოდი (Unique Vaccination Certificate (UVC), რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღების მტკიცებულებას წარმოადენს და ვაქცინის შემადგენლობასთან არ არის დაკავშირებული.

გარდა ამისა, კანალეცს ვიდეოში არ უხსენებია, რომ ვაქცინის ამპულები, რომლებზეც ციფრი სამია გამოსახული, mRNA-ს ან ონკოგენს (გენი, რომელსაც სიმსივნის გამოწვევა შეუძლია) შეიცავს. მან განაცხადა, რომ სერტიფიკატები, რომლებზეც ციფრი ერთი იყო გამოსახული, ნიშნავს, რომ ვაქცინირებულებმა „პლაცებო“ მიიღეს. თუმცა, 2021 წლის დეკემბერში, როდესაც ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია, AFP Fact Check კანალეცს დაუკავშირდა, მან, თუ საიდან მოიპოვა აღნიშნული ინფორმაცია, დეტალების გამხელისგან თავი შეიკავა

სინამდვილეში, პლაცებოს გამოყენება მხოლოდ ვაქცინის კლინიკური კვლევების დროს მოხდა, რომელშიც ჯამში 44 047 ადამიანი მონაწილეობდა. მათ 50%-ს Pfizer-ის ვაქცინის მაგივრად პლაცებო გაუკეთდათ. მას შემდეგ, რაც მესამე ფაზის კლინიკური კვლევები დასრულდა და ვაქცინას ავტორიზაცია მიენიჭა, პლაცებო ვაქცინის ნაცვლად არ გამოუყენებიათ.მაგალითად, Pfizer-ის კლინიკური კვლევის ბოლო - მესამე ეტაპი, 2020 წლის 18 ნოემბერს დასრულდა.

ამასთან, ციფრი ერთი ვაქცინაში ფიზიოლოგიური ხსნარის არსებობას არ აღნიშნავს. „უნიკალური ვაქცინაციის სერტიფიკატი მიჰყვება საერთო სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს ადამიანებს ან კომპიუტერებს, ამოიცნოს პიროვნების უნიკალური სერტიფიკატი“,- ვკითხულობთ ევროკავშირის დოკუმენტში ვაქცინაციის სერტიფიკატის შესახებ.

აღსანიშნავია ისიც, რომ მტკიცება, თითქოს, ვაქცინა სიმსივნეს იწვევს, უსაფუძვლოა. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც ვაქცინებს სიმსივნესთან აკავშირებს. ამასთან, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური კვლევები და ვაქცინაციის შემდგომი მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ დამტკიცებულ ვაქცინებს სიმსივნის გაზრდილი რისკი არ აქვს.

გარდა ამისა, მტკიცება, თითქოს mRNA ვაქცინები ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენს და ადამიანის დნმ-ს, გენომს აზიანებს, ყალბია. ვაქცინები, მათ შორის - mRNA ვაქცინები, ადამიანის უჯრედის ბირთვში, სადაც ადამიანის დნმ (გენეტიკური მასალა) ინახება, ვერ აღწევს. შესაბამისად, ფართოდ გავრცელებული ყალბი მტკიცების მიუხედავად, ვაქცინებს ადამიანის დნმ-ზე გავლენა არ აქვს. ვაქცინის ერთადერთი ფუნქცია დაავადებების წინააღმდეგ იმუნიტეტის ჩამოყალიბებაა. ვაქცინაციიდან რამდენიმე დღეში, რაც ორგანიზმი ცილას ან ცილის ნაწილს წარმოქმნის, რნმ-ის მოლეკულა იშლება და ორგანიზმი მისგან თავისუფლდება.

შეგახსენებთ, რომ ვაქცინების შემადგენლობა საჯაროა და ყველასთვის ხელმისაწვდომია (იხილეთ ინფორმაცია ვაქცინების შემადგენლობაზე: Pfizer-BioNTech, Moderna, Johnson & Johnson, Valneva, Nuvaxovid, AstraZeneca).

----------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
შოკოლადი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა