• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ბრაზილიაში დაკავებულ მომიტინგეებს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით იძულებით ცრიან

დეზინფორმაცია: ბრაზილიაში დაკავებულ მომიტინგეებს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით იძულებით ცრიან

ვერდიქტი: მანიპულირება

24/01/2023
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში, Facebook-მომხმარებელმა მაია თვალთვაძემ, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია, პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ბრაზილიაში მომიტინგეების დაკავებაზე საუბრობს. პოსტი ამტკიცებს, რომ გამოცემა Eśtadao-ს მიხედვით, არეულობაში მონაწილე დაპატიმრებულ მომიტინგეებს საკნებში ათავსებენ და COVID-19-ისა და სხვადასხვა დაავადების წინააღმდეგ იძულებით ცრიან. აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

2023 წლის 8 იანვარს, ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოსონაროს მხარდამჭერებმა შეიარაღებული ძალების ბარიკადები გაარღვიეს და კონგრესსა და პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრნენ. დემონსტრანტები, ოქტომბერში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ახლად არჩეული პრეზიდენტის, ლულა და სილვას გადადგომას ითხოვენ. ბრაზილიაში საპროტესტო ტალღა პრეზიდენტ ლულა და სილვას ინაუგურაციიდან ერთ კვირაში დაიწყო. თავად ბოლსონარომ, რომელიც აშშ-ში იმყოფება, სამთავრობო შენობებში შეჭრის მცდელობა დაგმო. მიუხედავად იმისა, რომ ბოლსონარომ ძალაუფლების მშვიდობიან გადაბარებაზე თანამშრომლობის შესახებ განაცხადა, მან უარი თქვა ოქტომბრის არჩევნებში ცალსახა დამარცხების აღიარებაზე. შტურმის მცდელობის დროს შესაბამისი უწყებების მიერ ასობით ადამიანი დააკავეს.

ბრაზილიაში მომიტინგეების შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია სწორედ ზემოთაღნიშნულ სამთავრობო შენობების დაკავების მცდელობის დროს დაპატიმრებულ ადამიანებს ეხება.

უნდა აღინიშნოს, რომ თავად Eśtadao -ის სტატია, რომელიც ვაქცინის საწინააღმდეგო ნარატივის პირველწყაროდ მოიხსენიება, ყურადღებას ამახვილებს პირობებზე, რომელიც დაკავებულ ადამიანებს საკნებში შეუქმნეს, მაგალითად, როგორი საწოლები დახვდათ და როგორი კვება აქვთ მათ.

რაც შეეხება უშუალოდ აცრის ნაწილს, სტატიაში ვკითხულობთ - „ციხეში შესვლისთანავე მომიტინგეებმა გაიარეს სამედიცინო შემოწმება. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც ადამიანებს ტესტებს ჩაუტარებს, საჭიროების შემთხვევაში, აცრის და ყურადღებას მიაქცევს მათ, ვისაც რაიმე სახის თანმხლები დაავადება აქვთ ან რეგულარულად მედიკამენტებს იღებენ. ყველას ექნება ყოველდღიურად მზის აბაზანების მიღების უფლება“.

სტატია არაფერ ამბობს თავად COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით დაკავებულების იძულებით აცრაზე. ამდენად, მტკიცება, რომ Estadao-ს თანახმად, არეულობაში მონაწილე დაპატიმრებულ მომიტინგეებს საკნებში ათავსებენ და COVID-19-ისა და სხვადასხვა დაავადების წინააღმდეგ იძულებით ცრიან, მცდარია.

ამასთან, როგორც ბრაზილიის სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა განაცხადა, ბრაზილიის პენიტენციურ სისტემაში, ისევე როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაცია სავალდებულო არ არის.

ფედერალური ოლქის სასჯელაღსრულების ადმინისტრაციის სამდივნოს განცხადებით, დაპატიმრებულებს ეძლევათ შესაძლებლობა, აიცრან კორონავირუსის წინააღმდეგ, მათი ნება-სურვილის მიხედვით. ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ ახლად დაკავებული პირები გადიან სამედიცინო შემოწმებას და შესაბამისად, უტარდებათ ტესტირება არტერიული წნევის სისხლის გასაზომად, დიაბეტზე, COVID-19-ზე, ტუბერკულოზზე, შიდსზე, სიფილისსა და სხვა სამედიცინო პრობლემებზე.

ბრაზილიური ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციის Aos Fatos-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, რომელიც, თავის მხრივ, ბრაზილიის სასჯელაღსრულების სისტემაში ჯანდაცვის საკითხებზე ზედამხედველი ორგანოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობა, 904 დაკავებული პირიდან საკუთარი ნებასურვილით COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით 134 აიცრა, 64-მა უარი განაცხადა აცრაზე. ასევე, დაფიქსირდა 19 უარი შემდეგ დაავადებებზე: ჰეპატიტი ბ, ტეტანუსი და წითელა-წითურა-ყბაყურა.

----------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ბრაზილია
რომის პაპი
ნინო ჩოხელი
ნინო ჩოხელი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა