• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: პენტაგონი ადამიანების რეპტილიებად გადაქცევას გეგმავს

დეზინფორმაცია: პენტაგონი ადამიანების რეპტილიებად გადაქცევას გეგმავს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

17/11/2022
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

17 ოქტომბერს Facebook-მომხმარებელმა კონსპირაციული შინაარსის მტკიცება გაავრცელა, რომლის მიხედვით, პენტაგონი ადამიანების რეპტილიებად გადაქცევას გეგმავს. პოსტის ავტორის მტკიცებით, „პენტაგონმა წარმოადგინა საკამათო ტრანსჰუმანისტური კვლევის ტექნოლოგიები, რომლებიც მოიცავს პოტენციალს „ქვეწარმავლების გენების დამატებას ინფრაწითელი ხედვისთვის, ასევე ადამიანების გაძლიერებას, [რაც ადამიანებს უფრო] ჭკვიანს ან ექსტრემალურ პირობებს უფრო ადაპტირებულს [გახდის]“.

სინამდვილეში, პოსტის შინაარსი არა პენტაგონის არამედ RAND კორპორაციის კვლევით ანგარიშს ეფუძნება, რომელიც აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის დაფინანსებით 2021 წელს გამოქვეყნდა. ანგარიშის ერთ-ერთ მიზანია, თავდაცვისა და სადაზვერვო ოპერაციებზე შესაძლო სამომავლო გავლენის მქონე ტექნოლოგიების შესახებ აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტისა და დაზვერვის საზოგადოების ოფიციალური პირების ინფორმაციით უზრუნველყოფა შეძლოს.  მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშში ტექნოლოგიური განვითარების შედეგად გენეტიკური მოდიფიკაციის, ხელოვნური ინტელექტის და სატარებელი ან ჩასანერგი ქსელური ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებით სხვადასხვა მაჩვენებლის (მათ შორის პოსტში ნახსენები ძალის, ინტელექტის, ექსტრემალურ პირობებთან უკეთესი ადაპტაციის უნარისა და ა.შ) განვითარება ნამდვილად განხილულია, გამოქვეყნებული კვლევა არა პენტაგონის მიერ ადამიანების რეპტილიებად გადაქცევის გეგმას, არამედ წარსულ და მიმდინარე კვლევებზე, ექსპერიმენტებსა და ღიად არსებულ წყაროებზე დაყრდნობით, ადამიანის შესაძლებლობების გაუმჯობესების არსებულ მიდგომათა ანალიზს წარმოადგენს.

„მოკლე ტექნოლოგიური ანალიზები შედგენილია ღია წყაროებიდან, რათა ტექნოლოგიის, მისი სავარაუდო განვითარებისა და მასზე მომუშავე გავლენიანი ლიდერების, ფირმების, ინსტიტუტებისა და ქვეყნების (განსაკუთრებით აშშ-ს პოტენციურ მოწინააღმდეგეთა სამომავლო გეგმების) შესახებ დროული სურათის მოწოდება უზრუნველყოს“, - აღნიშნულია კვლევაში. 

ანგარიშში თანამედროვე ტექნოლოგიური პროგრესის გათვალისწინებით ადამიანის მახასიათებლების გაუმჯობესების (Human performance enhancement (HPE))  3 შესაძლო მოდალობის: გენეტიკური მოდიფიკაციის, ხელოვნური ინტელექტისა (artificial intelligence(AI)) და სატარებელი ან სხეულში იმპლანტირებადი (ჩასანერგი) ქსელური ტექნოლოგიების (Internet of Bodies(IOB)) გამოყენების შესაძლებლობებია ნაჩვენები.

ადამიანის მახასიათებლების გაუმჯობესების (HPE) ორი კატეგორიის ანალიზისას კვლევა ადამიანის ბუნებრივ შესაძლებლობებს მიღმა უნარების განვითარებასა და ბუნებრივი შესაძლებლობების ფარგლებში ინდივიდუალური შესაძლებლობების გაზრდას მიმოიხილავს და ახსენებს, რომ „რეპტილიის გენების დამატება ინფრაწითელი ხედვისთვის პირველი კატეგორიის მაგალითს წარმოადგენს“. ცნობისთვის, მეცნიერებმა ძუძუმწოვრებში ინფრაწითელი ხედვა თაგვებში ნანოატონების ინექციის საშუალებით განავითარეს, კვლევები ადამიანის ინფრაწითელი ხედვის განსავითარებლად ორფოტონიანი ქრომოფორის იზომერიზაციაზეც ამახვილებს ყურადღებას, თუმცა გენური მოდიფიკაციის გამოყენებით  ადამიანისთვის ინფრაწითელი ხედვის განვითარება ამ დრომდე მხოლოდ თეორიულ დონეზე განიხილება. უფრო მეტიც, კვლევები იმის შესახებ, იქნება, თუ - არა ადამიანის ტვინი საკმარისად მოქნილი რათა ადამიანის მიერ ბუნებრივად აღქმული სინათლის სპექტრის გარდა ინფრაწითელ ხედვას მოერგოს, არ არსებობს.  შესაბამისად, RAND კორპორაციის 111-გვერდიან ანგარიშში სიტყვა „რეპტილია“ („reptilian“) ერთადერთხელ არის ნახსენები და მხოლოდ თეორიული მაგალითის მოხმობის ფუნქციას ასრულებს.

ამდენად, გავრცელებული მტკიცება, რომ პენტაგონი ადამიანების რეპტილიებად გადაქცევას გეგმავს, სიმართლეს არ შეესაბამება. 

------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
პენტაგონი
რეპტილიები
დახმარება
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა