• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2022 წლის III  კვარტალი

დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2022 წლის III კვარტალი

2022 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.6% შეადგინა

01/12/2022
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

2022 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.6% შეადგინა. III კვარტლის მონაცემებით, ქვეყანაში დასაქმების მაჩვენებელი გაუმჯობესდა, არამხოლოდ პანდემიურ პერიოდთან, არამედ პანდემიამდე პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებითაც. მიუხედავად დადებითი ტენდენციისა, რომელიც მიმდინარე წელს გამოიკვეთა, ქვეყანაში უმუშევრობის მაღალი დონე ერთ-ერთი მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება.

პირველ რიგში, განვმარტოთ, თუ როგორ გამოითვლება უმუშევრობის დონე - ქვეყანაში სამუშაო ძალის სტატისტიკას საქსტატი აწარმოებს, რომელიც თავის მხრივ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მეთოდოლოგიას ეფუძნება. უმუშევრობის დონე უმუშევარ ადამიანთა და ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის [სამუშაო ძალის] შეფარდების შედეგად გამოითვლება. სამუშაო ძალა არის დასაქმებული და სამსახურის მაძიებელი უმუშევარი ადამიანების ერთობლიობა. აქვე აღსანიშნავია, პირი, რომელიც უმუშევარია, მაგრამ არ არის სამუშაოს მაძიებელი (გამოკითხვის მომენტის წინა 4 კვირის განმავლობაში არ ეძებდა სამუშაოს), სამუშაო ძალის მიღმა გადადის და უმუშევრად არ მიიჩნევა. აქედან გამომდინარე, რიგ შემთხვევებში, უმუშევრობის დონე შესაძლოა ტექნიკურად სამუშაო ძალის შემცირების ხარჯზე შემცირდეს, დასაქმების ზრდის გარეშე. შესაბამისად, ქვეყანაში უმუშევრობის სწორად შესაფასებლად აუცილებელია სამუშაო ძალის და დასაქმების პარამეტრების ანალიზი.

2022 წლის III კვარტალში, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა, ანუ სამუშაო ძალა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17.4 ათასით გაიზარდა, რაც 1%-იან ზრდას წარმოადგენს. ანალოგიურ პერიოდში შესაბამისად შემცირდა სამუშაო ძალის გარეთ მყოფი მოსახლეობის რაოდენობა. სამუშაო ძალის ზრდა დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობის ზრდით იყო განპირობებული, რაც ცალსახად დადებითი მოვლენაა. 2022 წლის III კვარტალში - წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა ჯამში 77.4 ათასით (6%-ით) გაიზარდა და 1358.6 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 60.1 ათასით (19.3%) და 250.7 ათასი შეადგინა.

მიმდინარე წელს დასაქმება/უმუშევრობის პარამეტრების შთამბეჭდავი გაუმჯობესება, იმ ფაქტით აიხსნება, რომ მონაცემები შედარებულია პანდემიურ პერიოდთან. მოგეხსენებათ, რომ 2020-2021 წლებში, ანუ პანდემიის პერიოდში, ქვეყანაში სამუშაო ადგილების დაკარგვა განსაკუთრებით მწვავე პრობლემა იყო, დასაქმებულთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. შესაბამისად, უმუშევრობის დონე გაიზარდა.

იმისთვის, რომ დასაქმება/უმუშევრობის პარამეტრები უფრო სრულყოფილად შევაფასოთ, მართებულია პანდემიამდე პერიოდის მაჩვენებლებს შევადაროთ. 2022 წლის III კვარტალში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობა, 2019 წლის ანალოგიურ კვარტლის მონაცემს, 33.2 ათასით (2.1%-ით) აღემატება. დასაქმებულთა ჯამური რაოდენობა კი 47.3 ათასით (3.6%-ით) არის გაზრდილი. უმუშევრობის დონე კი პრეპანდემიურ პერიოდის მაჩვენებელზე 1.2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია (იხილეთ გრაფიკი 1). ამრიგად, ქვეყანაში დასაქმება/უმუშევრობის მაჩვენებელი გაუმჯობესდა, არამხოლოდ პანდემიურ პერიოდთან, არამედ პანდემიამდელ პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებითაც.

გრაფიკი 1: სამუშაო ძალის მაჩვენებლები (კვარტალური), 2019-2022 წლებში

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საქსტატის მეთოდოლოგიით დასაქმებულები ორ კატეგორიად იყოფიან: დაქირავებით დასაქმებულები და თვითდასაქმებულები. აღსანიშნავია, რომ დასაქმებულთა მთლიან ოდენობაში დაქირავებით დასაქმება უფრო ეფექტიანია. თვითდასაქმებულების შემთხვევაში, დასაქმების ეფექტიანობა გაცილებით ნაკლებია, მათი საქმიანობა დიდწილად დაბალშემოსავლიანი ან/და არასტაბილურია.

2022 წლის III კვარტალში - წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაქირავებით დასაქმებულთა რიცხოვნობა 52 ათასი კაცით (6%-ით), ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 25.7 ათასით (ასევე 6%-ით) გაიზარდა. პრეპანდემიურ, ანუ 2019 წლის ანალოგიურ კვარტლის მონაცემებს დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა - 9.6 ათასით (1%-ით), ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 37.5 ათასით (9.2%-ით) აღემატება.

გრაფიკი 1: 2018-2022 წლებში დასაქმებულთა რაოდენობა, კვარტლების მიხედვით

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

როდესაც დასაქმების ზრდაზე ვსაუბრობთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ სამუშაო ძალისა და დასაქმების ზრდაზე გარკვეული გავლენა სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამამაც იქონია. აღნიშნული პროგრამა მიმდინარე წლის 1 მარტიდან ამოქმედდა და სექტემბრის მონაცემებით, 23 ათასზე მეტი სოციალურად დაუცველი იყო დასაქმებული. დასახელებული პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი გაცხადებული მიზანი სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი პირების დასაქმების წახალისებაა, რაც ძირითადად ხელოვნურად შექმნილ საზოგადოებრივ სამუშაო ადგილებზე მათ დასაქმებას გულისხმობს. „ფაქტ-მეტრი“ მიიჩნევს, რომ ხელოვნურად შექმნილი სამუშაო ადგილები, რომელიც ბიუჯეტისთვის დამატებითი სოციალური ხარჯია და მიღებული ანაზღაურება კი შინაარსობრივად სოციალური შემწეობის ნაირსახეობაა, დადებითად ვერ ჩაითვლება, ხოლო პროგრამის ფარგლებში „დასაქმებული“ ადამიანები მხოლოდ ფორმალურად არიან დასაქმებულნი.

2022 წლის III კვარტალში დასაქმება/უმუშევრობის მაჩვენებლების გაუმჯობესება ნაწილობრივ უნდა განვიხილოთ, როგორც პანდემიის პერიოდში დაკარგული სამუშაო ადგილების აღდგენა. ამასთან, უმუშევრობის დონის შემცირება პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ ზრდასთან, რომელსაც ბუნებრივად მოჰყვება ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. აღნიშნული ასევე მიმდინარე წელს ქვეყანაში ვიზიტორების ზრდას უკავშირდება, რასაც მომსახურებასა და პროდუქციაზე მოთხოვნის ზრდა მოჰყვა.

თეგები:
ბილ გეითსი
უმუშევრობა
ირაკლი ღარიბაშვილი
თეონა აბსანძე
თეონა აბსანძე

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა