• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
რესტორნები, მივლინებები, საწვავი და მანქანების ხარჯები - შიდა ქართლის გუბერნიამ 4 წელში 2 მლნ 335 ათას 609 ლარი დახარჯა

რესტორნები, მივლინებები, საწვავი და მანქანების ხარჯები - შიდა ქართლის გუბერნიამ 4 წელში 2 მლნ 335 ათას 609 ლარი დახარჯა

შიდა ქართლში გუბერნატორების ხშირი ცვლილების ფონზე „ფაქტ-მეტრი“ პერიოდულად ინტერესდება, სამხარეო ადმინისტრაციის წლიურ ხარჯებზე აღნიშნული როგორ აისახება

22/07/2022
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

ორი თვეა, რაც შიდა ქართლს გუბერნატორი არ ჰყავს. ვალერიან მჭედლიძის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, გუბერნატორის მოვალეობას პირველი მოადგილე, სიმონ გულედანი, ასრულებს. 2012 წლიდან დღემდე შიდა ქართლს ექვსი გუბერნატორი ჰყავდა.

ცხრილი 1: შიდა ქართლის გუბერნატორები 2012-წლიდან 2022 წლამდე (მაისი)

შიდა ქართლში გუბერნატორების ხშირი ცვლილების ფონზე „ფაქტ-მეტრი“ პერიოდულად ინტერესდება, სამხარეო ადმინისტრაციის წლიურ ხარჯებზე აღნიშნული როგორ აისახება. ამჯერად მონიტორინგისთვის 2018-2021 წლები ავიღეთ. აღმოჩნდა, რომ ადმინისტრაციული საჭიროებებისთვის ყველაზე მეტი თანხა 2021 წელს გაიხარჯა.

გრაფიკი: შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გახარჯული თანხა (ლარი) 2018-2021 წლებში

წყარო: შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია

როგორც ცხრილიდან ჩანს, ადმინისტრაციამ, საანგარიშო პერიოდში, ყველაზე ნაკლები თანხა 2018 წელს დახარჯა, 2019 წელს ხარჯი გაიზარდა, თუმცა 2020 წელს კვლავ შემცირდა, რაც ახალი კორონავირუსით გამოწვეულ შეზღუდვებს უკავშირდება. პანდემიიდან გამომდინარე, ადმინისტრაციას შარშანწინ სამივლინებო ხარჯი საერთოდ არ ჰქონია, თუმცა ყველაზე დიდი რაოდენობით საწვავი სწორედ 2020 წელს აითვისა.

ცხრილი 2. შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ხარჯები (2018-2022 წლებში)

წყარო: შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია

საინტერესოა, რომ შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციამ, 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს ჯილდო/დანამატების მოცულობა შეამცირა, 2020 წელს საერთოდ არ გაუცია, ხოლო 2021 წელს კვლავ გაზარდა.

საჯარო ინფორმაციის თანახმად, 2012 წლის შემდეგ (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია) გუბერნიის თანამშრომელთა რიცხვი შემცირდა და თუ მანამდე ადმინისტრაციაში 47 ადამიანი მუშაობდა, ახლა 29 ადამიანია დასაქმებული. შრომის ანაზღაურებამ, ჯილდო/დანამატის ჩათვლით, 2018 წელს 448 571 ლარი შეადგინა, ხოლო 2021 წელს - 495 537 ლარი. მზარდია საწვავისა და ავტომობილების მოვლა-პატრონობის ხარჯიც, თუმცა აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ როგორც საწვავზე, ისე სხვა მიმართულებით ფასების ზრდა.

ჯამში, 2018-2021 წლებში ცენტრალური ბიუჯეტიდან შიდა ქართლის გუბერნიისთვის 2 344 820 ლარი დაიხარჯა. ხელფასის სახით ყველაზე მეტი - 130 018 ლარი, გიორგი ხოჯევანიშვილმა აიღო, რადგან საანგარიშო პერიოდში, შიდა ქართლის გუბერნატორად ყველაზე ხანგრძლივი დროით სწორედ ის მუშაობდა.

თეგები:
შიდა ქართლი
გუბერნატორები
უცხოური გრანტები
ნინო ჩიბჩიური
ნინო ჩიბჩიური

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა