• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: კლაუს შვაბი კორონავირუსის წინააღმდეგ ჩინეთში დაწესებულ არაჰუმანურ რეგულაციებს იწონებს

დეზინფორმაცია: კლაუს შვაბი კორონავირუსის წინააღმდეგ ჩინეთში დაწესებულ არაჰუმანურ რეგულაციებს იწონებს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

10/06/2022
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

2022 წლის 31 მაისს, Facebook-მომხმარებელმა ჯგუფში „ა რ ა ჯანმოს დიქტატურას“ „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ დამფუძნებლის, კლაუს შვაბის ვიდეო გამოაქვეყნა. პოსტის აღწერის მიხედვით, ვიდეოში კლაუს შვაბმა 2022 წლის 22-26 მაისს გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ჩინეთში კოვიდთან ბრძოლის მეთოდებზე აღფრთოვანებით ისაუბრა. ამავე აღწერის თანახმად, შვაბმა აქცენტიც გააკეთა უშუალოდ ჩინეთის კოვიდთან ბრძოლის ხერხებზე- „შვაბი: გაიხსენეთ, როგორ ებრძვის ჩინეთი კოვიდს: 1. პატიმრობა ყოველდღიურ ტესტირებაზე უარის თქმისთვის. 2. იზოლაცია სახლებში საკვების გარეშე. 3. საკარანტინო ბანაკში მოთავსება მოქალაქეთა თანხმობის გარეშე“. რეალურად, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეო კლაუს შვაბის 2020 წლის ბეიჯინგის ფორუმის მიმართვიდან ამონარიდს წარმოადგენს, რომელშიც ის გლობალიზაციასთან დაკავშირებულ ახალ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე საუბრობს. 

2020 წლის 5 დეკემბერს, პეკინის უნივერსიტეტში (Peking University) ბეიჯინგის ფორუმი (Beijing Forum) გაიმართა თემაზე -„ცივილიზაციათა ჰარმონია და კეთილდღეობა ყველასთვის- გლობალიზაცია პანდემიის გავლენის ქვეშ: ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები“. აღნიშნულ ფორუმზე, სხვა მრავალ სპიკერს შორის, ერთ-ერთი „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ (World Economic Forum) დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი კლაუს შვაბიც იყო. მან ფორუმის დამსწრე საზოგადოებას გლობალიზაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე საკუთარი ხედვა გაუზიარა. მათ შორის შესაძლებლობებთან დაკავშირებულ ხედვაში, მან სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ნათქვამი სიტყვები გააჟღერა: „ჩვენთვის ახლა შესაძლებლობების ფანჯარაა გახსნილი. ჩვენ გავდივართ გარეთ, ასევე ჩინეთის მმართველების წყალობით, პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით, მისი ეკონომიკის აღორძინების თვალსაზრისით, ახლა გვეძლევა შესაძლებლობა განვახორციელოთ გლობალური გადატვირთვა, რომელიც ყველას გვჭირდება. გლობალური გადატვირთვა აუცილებელია, რადგან ჩვენ ვიხილეთ, რომ პოლიტიკა, რომელსაც იქამდე ვიყენებდით სანამ კორონავირუსი დაგვატყდებოდა თავს, არ უზრუნველყოფს საზოგადოების ინტეგრაციას, რაც ჰარმონიული სოციალური განვითარებისთვის არის საჭირო, რადგან ისინი ვერ ქმნიან იმისთვის მდგრადობას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. უბრალოდ იფიქრეთ გლობალურ დათბობაზე, რამდენად სწრაფად იცვლება ის უარყოფითი მიმართულებით. ამ მხრივ, ძალიან მოხარული ვარ, ჩინეთის პრეზიდენტის მიერ აღებული ბოლო ვალდებულებით, რომ ჩინეთი გახდეს ნახშირბად-ნეიტრალური 2060 წლისთვის“. 

ამდენად, კლაუს შვაბი 2020 წლის ბეიჯინგის ფორუმზე პანდემიის ფონზე გლობალიზაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე და 2020 წელს ჩინეთის როგორც პანდემიის წინააღმდეგ, ასევე სხვა მნიშვნელოვან ეკონომიკურ საკითხთან დაკავშირებულ წინ გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრობს. რაც შეეხება პოსტში აღნიშნულ შვაბის ციტატებს ჩინეთში კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებული არაჰუმანური პოლიტიკის შესახებ, რომლითაც თითქოს შვაბი აღფრთოვანებულია, აღსანიშნავია, რომ მას საერთოდ არ ეკუთვნის და მსგავსი შინაარსის წინადადებები არც კონკრეტული სიტყვით გამოსვლის დროს წარმოუთქვამს. 

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი და მისი დამფუძნებელი კლაუს შვაბი კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდგომ არაერთი შეთქმულების თეორიის სამიზნე გახდა. დეზინფორმაციის გამავრცელებლები მას და „გლობალურ ელიტებს“ პანდემიის დადგმაში სდებდნენ ბრალს. ყველაზე გავრცელებული შეთქმულების თეორიის თანახმად, გლობალურმა ელიტებმა მსოფლიო ტოტალური მმართველობის დასაწესებლად გეგმა „დიდი გადატვირთვა“ შეიმუშავეს. რეალურად, „დიდი გადატვირთვა“ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ შემუშავებული გეგმაა, რომელიც მიზნად ისახავდა რეკომენდაციებისა და პრაქტიკული რჩევების მიცემას ქვეყნებისთვის, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ კრიზისს განიცდიდნენ. 

------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
შვაბი
ჟურნალისტები
ჩინეთი
დიქტატურა
ნინო ჩოხელი
ნინო ჩოხელი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა