• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ებრაელი მასონები უკრაინული ტერიტორიის მიტაცებას გეგმავენ და ამას არესტოვიჩიც ადასტურებს

დეზინფორმაცია: ებრაელი მასონები უკრაინული ტერიტორიის მიტაცებას გეგმავენ და ამას არესტოვიჩიც ადასტურებს

ვერდიქტი: მანიპულირება

17/05/2022
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში უკრაინაში ებრაული ცენტრის მშენებლობის გახსნის ცერემონიის ამსახველი ვიდეო გავრცელდა. ვიდეოზე დატანილი აღწერის მიხედვით, ებრაელებს უკრაინის ტერიტორიაზე ანტიქრისტეს მოყვანა სურთ და დღევანდელი სიტუაციაც ამტკიცებს იმას, რომ მათი მთავარი მიზანი უკრაინის უკრაინელი მართლმადიდებლებისგან დაცლაა. 

ვიდეო  გვერდმა „მოძრაობა ძლევაი საკვირველმაც“ გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, „უკრაინის ხელისუფლებას წამოსცდა ამ ომის მთავარი მიზანი“. ვიდეოში ნათქვამია, რომ ებრაელი მასონები დიდი ხანი ემზადებოდნენ უკრაინული ტერიტორიების მიტაცების, ებრაელების ჩასახლებისა და ახალი ებრაული სახელმწიფოს შექმნისთვის. ვიდეოს ბოლოში უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის ინტერვიუა მოყვანილი, რითაც პოსტის ავტორები მიანიშნებენ, რომ ებრაელების „გეგმას“ უკრაინული მხარეც ადასტურებს.

რეალურად, უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, ოლექსეი არესტოვიჩის სიტყვები ვიდეოში ФЕЙГИН LIVE-ისთვის 11 აპრილს მიცემული ინტერვიუდან ამონარიდს წარმოადგენს, რომელიც დამახინჯებული კონტექსტით ვრცელდება.

არესტოვიჩი ინტერვიუში უკრაინაში მიმდინარე ომსა და უკრაინის მომავალზე საუბრობს, კერძოდ, მისი თქმით: „კიდევ უფრო საშიშ რამესაც გეტყვით, დღეს საშიში ისტორიების საღამო გვაქვს. ეს არ იქნება უკანასკნელი ომი რუსეთის ფედერაციასთან. როგორც ისრაელმა და არაბებმა გადაიტანეს 5 დიდი ომი ერთმანეთთან, სანამ გააცნობიერეს, რომ ეს მეთოდები არ მუშაობდა და რამე სხვა უნდა მოეფიქრებინათ. ნაწილმა დაამყარა მშვიდობა, როგორც იორდანიამ და ეგვიპტემ, ნაწილი კი განაგრძობს ფართხალს. არ ვიცი, დასჭირდება, თუ - არა ხუთი, მაგრამ ვფიქრობ, რომ რამდენიმე სამხედრო შეტაკება, როგორც უკვე ვისაუბრეთ, გარანტირებული გვაქვს 35 წლამდე, 32-მდე. ეს ნიშნავს შეჯახებას ყოველ ორ, და შესაძლოა ყოველ ხუთ წელიწადში და მსხვილ შეტაკებას ყოველ 7-8 წელიწადში და ამას მხოლოდ ყველაზე მტკიცეები გადაურჩებიან. ვინც ამისთვის მზად არაა, ვინც ახლა ყვირის - ასე როგორ შეიძლება, როგორ უნდა ვიცხოვროთ და გავზარდოთ შვილები, თქვენ გჭირდებათ რომელიმე სხვა სახელმწიფო, აქ ახალი ისრაელია. მხოლოდ აქ მასშტაბი უფრო დიდია და საშიში. მე არ ვაპირებ ოჯახის წაყვანას, ყველა აქ არის და მეც აქ ვრჩები. ვინც მზად არ არის, მათთვის არის თბილი ესპანეთი, სხვა ბევრი გემრიელი ქვეყანა. გაემგზავრეთ იქ, თუ ამისთვის მზად არ ხართ“. 

ამდენად, ნათელია, რომ არესტოვიჩი - იმის აღსაწერად თუ როგორი შეიძლება იყოს უკრაინა-რუსეთის მომავალი ურთიერთობები, უკრაინასა და რუსეთს შორის არსებულ დაპირისპირებას - ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის არსებულ მრავალწლოვან დაპირისპირებას ადარებს.  მისი ფრაზა, რომ „უკრაინა ახალი ისრაელი უნდა იყოს“ უკრაინის მთავრობის პოზიციას გამოხატავს, რომ უკრაინა ისრაელის სახელმწიფოს მსგავსად მზადაა მრავალწლიანი წინააღმდეგობისა და საკუთარი სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდისთვის. 

რაც შეეხება, პოსტში გაჟღერებულ ანტისემიტურ განცხადებებს, რომ თითქოს ებრაელები უკრაინის ტერიტორიის მართლმადიდებლებისგან გათავისუფლებას და გაწმენდას აპირებენ, აქამდე არაერთგზის გავრცელებულ შეთქმულების თეორიას წარმოადგენს. თავად პოსტში წარმოდგენილი შენობის გახსნის ცერემონია, რომელიც „მასონების მიერ“ განხორციელებულ აქტად არის მოხსენიებული, რეალურად 2019 წელს ქალაქ დნეპრში ებრაული მრავალფუნქციური საქველმოქმედო ცენტრის „ბეით მაშიახის“ მშენებლობის გახსნას ასახავს და არავითარ კავშირში არ არის ებრაელების მიერ ანტიქრისტეს მოყვანასთან. უკრაინა-რუსეთის ომის დაწყების შემდგომ, ანტისემიტური შინაარსის შეთქმულების თეორიები აქტიურად ვრცელდება. აღნიშნული პოსტიც სწორედ ამ დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილს წარმოადგენს. 

„ბეით მაშიახის პროექტი“

--------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ებრაელები
მასონები
სერბეთ-კოსოვოს კონფლიქტი
ტერიტორია
მითვისება
ნინო ჩოხელი
ნინო ჩოხელი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა