• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ევროპის წამყვან ლიდერებს ბუჩას მოვლენებზე არსებული მასალების ავთენტურობაში ეჭვი შეაქვთ

დეზინფორმაცია: ევროპის წამყვან ლიდერებს ბუჩას მოვლენებზე არსებული მასალების ავთენტურობაში ეჭვი შეაქვთ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

11/04/2022
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

2022 წლის 9 აპრილს Instagram-ანგარიშმა - Kremlin Russian -  გამოაქვეყნა პოსტი, აღწერით: „კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ბუჩაში უკრაინული პროვოკაცია მსოფლიო საზოგადოებისთვის სულ უფრო თვალსაჩინო ხდება “.

 

პოსტში წარმოდგენილი მტკიცებები, რითაც, ავტორის თქმით, ბუჩას ტრაგედიაში უკრაინის ბრალეულობა დასტურდება, ყალბია. 

Kremlin Russian-ის თანახმად, ევროპის წამყვან ლიდერებს ბუჩას მოვლენებზე არსებული მასალების ავთენტურობაში ეჭვი შეაქვთ, რის შესახებაც ზელენსკიმ ევროპულ ტელევიზიასთან ინტერვიუში ისაუბრა. Instagram-ანგარიში ასევე ირწმუნება, რომ აღნიშნული ეჭვები სამართლიანია, რადგან უკრაინას ჯერჯერობით არცერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

სინამდვილეში, 8 აპრილს, გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ევროკავშირის ერთ-ერთ პოლიტიკოსს სურდა, ზელენსკის მისთვის მტკიცებულებები ეჩვენებინა, რომ ბუჩას კადრები დადგმული არ იყო.  ჟურნალისტის კითხვაზე, იყო, თუ - არა ევროკავშირის აღნიშნული პოლიტიკოსი ევროპელი პრემიერ-მინისტრი, ზელენსკიმ დადებითი პასუხი გასცა. 

არც აღნიშნულ და არც სხვა ინტერვიუში ზელენსკის სხვა პოლიტიკოსზე არ უსაუბრია, ამიტომ მტკიცება, რომ ევროპის წამყვან ლიდერებს ბუჩას მასალების ავთენტურობაში, მასობრივად შეაქვთ ეჭვი,  ყალბია.

მოცემული მტკიცების სიყალბეს ევროპელი და ამერიკელი ლიდერების განცხადებები და საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები მოწმობს. საერთაშორისო საზოგადოება თანხმდება, რომ ბუჩაში დატრიალებული ტრაგედია რუსეთის მიერაა ჩადენილი და ის „ომის დანაშაულებს“ უტოლდება. 

8 აპრილს ბუჩას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ესტუმრნენ. ფონ დერ ლაიენმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: „ის, რაც აქ მოხდა, წარმოუდგენელია. ჩვენ ვიხილეთ პუტინის არმიის ცივი სახე, ჩვენ ვიხილეთ უგუნურება და ცივსისხლიანობა, რომლითაც მათ ოკუპირებული ჰქონდათ ეს ქალაქი. აქ, ბუჩაში ჩვენ ვნახეთ, როგორ მოკლეს ადამიანობა. ბუჩას მოსახლეობასთან ერთად, მთელი მსოფლიო გლოვობს. ისინი არიან ადამიანები, ვინც იცავენ ევროპის საზღვარს, ადამიანობას, დემოკრატიას და შესაბამისად, ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ ამ მნიშვნელოვან ბრძოლაში“.

ჟოზებ ბორელმა ბუჩაში მომხდარს ომის დანაშაული უწოდა: „დღეს პრემიერ-მინისტრთან ერთად თვითმხილველები გავხდით ბუჩაში არსებული შემზარავი სურათების, რუსეთის მიერ ჩადენილი სისასტიკის, განადგურების, უდანაშაულო უკრაინელი ხალხის მიერ გადახდილი ენით აუწერელი ფასის. ომის დანაშაულები, რაც ბუჩაში და სხვა ადგილებში რუსეთმა ჩაიდინა, უნდა იყოს გამოძიებული და გასამართლებული“.

ომის დანაშაული უწოდა ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობას გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმაც: „ეს არის ის, რასაც ვერ დავივიწყებთ. არ შეგვიძლია უგულებელვყოთ, რომ ეს ომის დანაშაულია. ეს გახლავთ ომის დანაშაულები, რომელსაც არ შევეგუებით. პასუხი უნდა აგონ მათ, ვინც ეს ჩაიდინა".

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, 3 აპრილს Twitter-ის ოფიციალურ ანგარიშზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ბუჩაში მომხდარს „ხოცვა-ჟლეტა“ (Massacre) უწოდა: „შოკირებული ვარ გათავისუფლებული კიევის რეგიონში რუსეთის არმიის მიერ ჩადენილი სისასტიკის ამსახველი შემზარავი კადრებით. #BuchaMassacre. ევროკავშირი ეხმარება უკრაინასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს საერთაშორისო სასამართლოებში დევნის წარმოებისთვის საჭირო მტკიცებულებების შეგროვებაში. ევროკავშირის შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია“.

3 აპრილს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, განაცხადა, რომ უკრაინელ უდანაშაულო მოქალაქეებზე „საზარელი თავდასხმები“ ბუჩასა და ირპინში იყო უფრო მეტი მტკიცებულება ომის დანაშაულებისა.

Human Rights Watch-მა შეაგროვა შემთხვევები, როდესაც რუსული სამხედრო ძალები არღვევდნენ ომის კანონებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩერნიჰოვის, ხარკოვისა და კიევის ოკუპირებულ რეგიონებში. მათ შორისაა ბუჩაში ჩადენილი ძალადობის შემთხვევებიც. Human Rights Watch in Europe and Central Asia-ის დირექტორმა, ჰიუ ვილიამსონმა 3 მარტს განაცხადა, რომ „შემთხვევები, რომლებიც ჩვენ დავაფიქსირეთ, წარმოადგენს ენით აღუწერელ მიზანმიმართულ სისასტიკეს და ძალადობას უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. გაუპატიურება, მკვლელობა და სხვა ძალადობრივი ქმედებები რუსეთის ძალების პატიმრობაში მყოფი ადამიანების მიმართ უნდა იქნას გამოძიებული, როგორც ომის დანაშაული“.

4 აპრილს ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, პუტინს „სასტიკი“ და „ომის კრიმინალი“ უწოდა: „შეიძლება გახსოვთ, როგორ გამაკრიტიკეს პუტინისთვის ომის კრიმინალის წოდების გამო…თუმცა, ეს ჭეშმარიტებაა - ჩვენ ვნახეთ, რაც ხდება ბუჩაში - ის ომის კრიმინალია... ეს კაცი სასტიკია და რაც ბუჩაში ხდება აღმაშფოთებელია.

Amnesty International-ის გენერალური მდივნის, აგნეს კალამარის, 4 აპრილს გაკეთებული განცხადების მიხედვით, „ბუჩადან მიღებული მასალები ომის დანაშაულების უფრო ფართო ნიმუშებს გვაჩვენებს, რომლებიც მოიცავს სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯასა და წამებას უკრაინის სხვადასხვა ოკუპირებული ადგილებიდან. ვშიშობთ, რომ რუსი ჯარისკაცების მხრიდან ბუჩაში მოქალაქეებზე ძალადობა არ არის ერთადერთი შემთხვევა. აღნიშნული ინციდენტები უნდა იქნას გამოძიებული, როგორც ომის დანაშაულები“.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა, 4 აპრილს განაცხადა, რომ შოკირებულია იმ ფოტომასალებით, რომლებიც ბუჩაში მოკლულ მშვიდობიან მოსახლეობას ასახავს. მან ყურადღება გაამახვილა დამოუკიდებელი გამოძიების მნიშვნელობაზე, რომელიც ეფექტურ ანგარიშვალდებულებას გამოიწვევს. მიშელ ბაჩელეტმა, გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, თქვა, რომ მასალები, რაც ბუჩადან მიიღეს „აჩენს სერიოზულ და შემაშფოთებელ კითხვებს შესაძლო ომის დანაშაულებთან, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მძიმე დარღვევებთან და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის სერიოზულ დარღვევებთან დაკავშირებით“.

5 აპრილს ევროკავშირმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილ სისასტიკეს - ოკუპირებული უკრაინის რიგ ქალაქებში, რომლებიც ახლა უკვე განთავისუფლებულია, უმკაცრესად გმობს.  მასში ნათქვამია, რომ ქალაქ ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში მომხდარი მასობრივი ხოცვა-ჟლეტა ევროპის მიწაზე ჩადენილი სასტიკი დანაშაულების სიაში ჩაიწერება.

Kremlin Russian ასევე წერს, რომ რუსეთმა, უკრაინისგან განსხვავებით, წარმოადგინა მტკიცებულებები, რომ ბუჩას კადრები დადგმული იყო. სინამდვილეში, ის, რასაც კრემლი „მტკიცებულებებს“ უწოდებს, მხოლოდ აბსურდული ბრალდებები ან უკვე გადამოწმებული ყალბი ამბებია. აღნიშნულის შესახებ იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია. 

--------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
Украин
ложная информация
ბუჩა
ხოცვა-ჟლეტა
მასალები
ავთენტურობა
TIME
მაქარაშვილი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა