• ჩვენ შესახებ
    1. ჩვენი გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცა: კოვიდვაქცინა ნაყოფიერების პრობლემებს იწვევს

დეზინფორმაცა: კოვიდვაქცინა ნაყოფიერების პრობლემებს იწვევს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

04/02/2022
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

30 იანვარს Facebook-მომხმარებელმა „ბოლო ჟამის ქრიტიანები“ გაავრცელა პოსტი, რომელშიც ციტირებულია დევიდ აიკის მტკიცება: „აცრილების ნაშიერები იქნებიან 100%-ით უშვილო“.

გარდა ამისა, პოსტის ავტორი შეთქმულების თეორიასაც ავითარებს. თეორიის მიხედვით, ვაქცინის ამ გვერდითი მოვლენის შესახებ ცნობილია, თუმცა გარკვეული ძალების უნაყოფობას პირიქით COVID-19-ს მიაწერენ და ამით ფარავენ ვაქცინის აღნიშნულ გვერდით ეფექტს.

აღსანიშნავია, რომ პოსტში ციტირებული დევიდ აიკი ხშირადაა შემჩნეული კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში. მისი ერთი-ერთი მტკიცების თანახმად, აცრილი ადამიანები ხელოვნური ინტელექტის შედეგად შექმნილი სინთეზური მოწყობილობით აუცრელ ადამიანს ნაყოფიერებასთან დაკავშირებულ პრობლემებს გადასცემენ.

სინამდვილეში, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ნაყოფიერებასთან დაკავშირებულ პრობლემებს იწვევს, კონკრეტულად კი ამცირებს ნაყოფიერებას მამაკაცებსა და ქალებში. რეპროდუქციული მედიცინის ამერიკული საზოგადოების (American Society for Reproductive Medicine) კვლევის მიხედვით, ნაყოფიერების კუთხით არანაირი განსხვავება არ შეინიშნება იმ ქალებს შორის, რომელთაც Covid-19-ის ანტისხეულები აქვთ  და რომელთაც ამგვარი ანტისხეულები არ აქვთ.

აღსანიშნავია, რომ დეზინფორმაცია Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ნაყოფიერებაზე ნეგატიური გავლენის შესახებ ხშირად ვრცელდება. (იხ.ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4) სინამდვილეში, არავითარი მეცნიერული მტკიცება არ არსებობს იმის შესახებ, რომ Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას ქალის ან მამაკაცის ნაყოფიერებაზე რაიმე ნეგატიური გავლენის მოხდენა შეუძლია. 

მეცნიერული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ კოვიდ-19-ის ინფექციას მამაკაცის სპერმის ხარისხზე შესაძლოა უარყოფითი გავლენა ჰქონდეს. შესაბამისად, ვაქცინა, რომელიც ადამიანებს კორონავირუსით ინფიცირებისა და მისი გართულებისგან იცავს, ინფექციისგან გამოწვეული გართულებების, მათ შორის სპერმის ხარისხის გაუარესების, თავიდან აცილებაში ეხმარება.

Facebook-მომხმარებელის, ბოლო ჟამის ქრისტიანები, მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კოვიდ-19-ის საწინააღმდგო ვაქცინა 100% უნაყოფობას იწვევს, სიმართლეს არ შეესაბამება.

-------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ  ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • ქალაქი მერის გარეშე - ვინ წყვეტს ბათუმის არჩეული მერების ბედს

    ქალაქი მერის გარეშე - ვინ წყვეტს ბათუმის...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • არც ერთი სამართლებრივი ჩანაწერი არ არსებობს, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელი იქნება, ვინმემ გვითხრას, გააუქმეთ კონკრეტული კანონები, თორემ ვიზა-ლიბერალიზაციას გაგიუქმებთო

    არც ერთი სამართლებრივი ჩანაწერი არ არსებ...

    მცდარი
    განცხადება არაზუსტია
  • 1.3 მლრდ-იანი რეზერვების შესყიდვის ფონზე, რეზერვების მოცულობა მხოლოდ 570 მლნ დოლარით გაიზარდა

    1.3 მლრდ-იანი რეზერვების შესყიდვის ფონზე...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა