• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: მთავრობამ [2012 წლის შემდეგ] უმუშევრობის და სიღარიბის დონე გაზარდა

დეზინფორმაცია: მთავრობამ [2012 წლის შემდეგ] უმუშევრობის და სიღარიბის დონე გაზარდა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

22/10/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

Facebook-გვერდი „საქართველოსთვის“ ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით, დეზინფორმაციის შემცველ პოსტს ავრცელებს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნისთვის უმუშევრობა და სიღარიბე ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება, პოსტში გაჟღერებული მტკიცებები, თითქოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში სიღარიბისა და უმუშევრობის  დონე გაიზარდა,  არის ყალბი ამბავი. 


მტკიცება
: უმუშევრობა იყო 17% ახლა არის 24%

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2012 წელს ქვეყანაში უმუშევრობის დონე 26.7%-ს შეადგენდა, 2019 წელს უმუშევრობის მაჩვენებელი 17.6% იყო. 2020 წელს წინა წელთან შედარებით, უმუშევრობის დონე 0.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 18.5% შეადგინა, რაც პანდემიით და მასთან დაკავშირებული მკაცრი და ხანგრძლივი ეკონომიკური შეზღუდვებით იყო განპირობებული.

ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში, 2020 წლამდე, ანუ პანდემიამდე პერიოდში, უმუშევრობის დონე (პროცენტული მაჩვენებელი) ყოველწლიურად მცირდებოდა, თუმცა აღნიშნული დიდწილად ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის შემცირებით იყო გამოწვეული და არა დასაქმების ზრდით (ამ თემაზე ვრცლად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია). მიუხედავად ამისა, 2012 წელთან შედარებით, როგორც 2019, ასევე 2020 წელს დასაქმებულთა რაოდენობა გაზრდილია. 

გრაფიკი 1: დასაქმება და უმუშევრობა 2011-2020 წლებში

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

აღსანიშნავია, რომ გასული წლის ბოლოს, საქსტატმა ახალი მეთოდოლოგიით გაანგარიშებული დასაქმების და უმუშევრობის სტატისტიკის მაჩვენებლები გამოაქვეყნა. იმავდროულად, ისტორიული მწკრივის აღდგენისთვის, 2010 წლიდან დასაქმება/უმუშევრობის სტატისტიკური მაჩვენებლები ახალი მეთოდოლოგიის შესაბამისად განახლდა. კერძოდ, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ახალი სტანდარტით თვითდასაქმებულებად აღარ ითვლებიან საკუთარ ოჯახურ მეურნეობაში მომუშავე პირები, რომლებიც არ არიან ბაზარზე ორიენტირებულები და სასოფლო სამეურნეო პროდუქციას უმთავრესად  საკუთარი მოხმარებისათვის აწარმოებენ. აღნიშნული სტატუსის მქონე პირებმა გადაინაცვლეს ან უმუშევართა კატეგორიაში, ან სამუშაო ძალის გარეთ, იმის მიხედვით, ეძებდნენ, თუ - არა სამუშაოს. ახალი მეთოდოლოგიით გადაანგარიშების შედეგად - დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა, უმუშევრობის დონე გაიზარდა,  სამუშაო ძალა/ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა შემცირდა, რადგან თვითდასაქმებულების ნაწილი გადავიდა სამუშაო ძალის მიღმა. 

როგორც ახალი, ასევე ძველი მეთოდოლოგიით, უმუშევრობის დონე 2012 წელთან შედარებით შემცირებულია, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა გაზრდილია (იხილეთ ამ თემაზე „ფაქტ-მეტრის“ სტატია).


მტკიცება: სიღარიბის ზღვარს მიღმა იყო 20%, ახლა არის მოსახლეობის 60%

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს - 2012 წელთან შედარებით, აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი 30%-დან 19.5%-მდე შემცირდა. 2020 წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მცხოვრები მოსახლეობის წილი 1.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 21.3% შეადგინა, რაც პანდემიით და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური შეზღუდვებით იყო განპირობებული. 

რაც შეეხება ქვეყანაში სიღარიბის მხრივ არსებულ ტენდენციას, 2011-2012 წლებში აბსოლუტურ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 7.3 პროცენტული პუნქტით, 2013-2019 წლებში კი ჯამში 10.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა. ამასთან 2013 წელი შესაძლოა, შუალედურ წლად განვიხილოთ, იმდენად, რამდენადაც ამ პერიოდში შემცირებულ სიღარიბეზე გავლენა უნდა ჰქონოდა, როგორც „ქართული ოცნების“, ისე წინა ხელისუფლების მმართველობის შედეგებს. 2014-2019 წლებში, აბსოლუტური სიღარიბე 6.7 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, და 2011-2012 წლების მაჩვენებელზე ნაკლებია. (ამ თემაზე ვრცლად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

სიღარიბე ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა. პანდემიამდე პერიოდშიც მოსახლეობის თითქმის მეხუთედი აბსოლუტურ სიღარიბეში ცხოვრობდა. თუმცა ფაქტია, რომ 2012 წელს აბსოლუტურ სიღარიბის ზღვარს მიღმა მოსახლეობის 30% ცხოვრობდა, 2020 წელს კი ეს მაჩვენებელი 21.3%-ია. შესაბამისად - მტკიცება, რომ სიღარიბის ზღვარს მიღმა მოსახლეობის 20% იყო და ეს მაჩვენებელი 60%-მდე გაიზარდა, სიმართლეს არ შეესაბამება. 

გრაფიკი 1: სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი

 

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

----------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ინვესტიციები
შემცირება
ვალი
თეონა აბსანძე
თეონა აბსანძე

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა